რისი მოშორება უნდა მოასწროთ ახალ წლამდე, ხარი სახლში რქენით რომ არ შემოგივარდეთ

ჩვენი დამოკიდებულება საგნებისადმი სინამდვილეში ძალიან განსხვავებულია. თავად განსაჯეთ: ზოგიერთს უყვარს საჭმლის მომზადება და უზარმაზარი რაოდენობით ულამაზეს თეფშებს, ჭიქებს, დანა-ჩანგალებს ყიდულობს. და ზოგიერთისთვის ეს უმნიშვნელოა, თუმცა ხიბლავს ხელსაქმით დაკავება და იცის, თუ რითი განსხვავდება ერთბოლიანი საქსოვი ნემსები ტრიკოტაჟის ნემსებისაგან.

მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი ტიპის ადამიანებიც, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ კონკრეტულად რას შეაგროვებენ. უბრალოდ მოეწონათ ძველი ხარახურა და მეტი არაფერი – მას სიკვდილის შიშითაც არ გადააგდებენ. პლიუშკინი ხომ გახსოვთ?

დამოკიდებულება საგნებისადმი

სინამდვილეში, ასეთმა შეკრებამ შესაძლოა ძალზედ ცუდად იმოქმედოს სახლის ენერგეტიკაზე. წინათ ადამიანებს ეს საკითხი ბევრად კარგად ესმოდათ, ამიტომაც დაგროვებაზე თავს არც იწუხებდნენ. დღეისათვის, ინფორმაციულ ეპოქაში, ასეთი რამეები დავიწყებულია, თუმცა სულ ტყუილუბრალოდ. მოდით, გავიხსენოთ, თუ რისი გადაგდებაა უმჯობესი ხარახურიდან, რათა სახლში სიხარული დასადგურდეს.

ფრინველის ფიგურები

არწივები, წეროები და მტრედები – არასოდეს შეინახოთ ამ ფრინველების ქანდაკებები სახლში. ისინი უბრალოდ მაგნიტივით იზიდავენ უარყოფით ენერგიას. დიახ, ვიცით, რომ ისინი ერთ დროს ძალზედ პოპულარულნი იყვნენ, თუმცა მათი მოშორება მაინც აუცილებელია.

არასასურველი საჩუქრები

ახალ ნივთს, რომელსაც დონორი ჩუქნის, ჯერ კიდევ არ ჰქონია დრო, რათა ემოციებით “გაჯერებულიყო”. იგი ახლახანს გაკეთდა და მას არ ჰყავს მფლობელი. გამოდის, რომ იგი მზადაა ნებისმიერი ენერგეტიკა მიიღოს. როდესაც შემოგთავაზებენ იმას, რაც არ გინდოდათ, თუმცა მიიღებთ, რათა არ აწყენინოთ ადამიანს, იგი თქვენს საცხოვრებელ ადგილს თქვენივე ნეგატივით მოწამლავს.

სურათები, პლაკატები, თევზების გამოსახულებით

სახლში არსებულმა თევზის გამოსახულებებს შესაძლოა ცუდი არც არაფერი სჭირდეთ. დროთა განმავლობაში ისინი უფრო და უფრო გასუსტებენ. ბევრად უფრო დაუცველი გახდებით თქვენზე ძლიერი ენერგეტიკის მქონე სხვა ადამიანების მიმართ. ეს ეხება ურთიერთობებს, მეგობრობას და კარიერასაც კი. ინტერიერის შემადგენელი ასეთი ნივთების გადაგდება ნამდვილად ღირს.

სხეულის ნაწილები ან უბრალოდ უსულო ცხოველების გვამები

ჩვეულებრივმა ირმის რქებმა შესაძლოა სახლს უზარმაზარი მწუხარება მოუტანოს ან საყვარელი ადამიანისგან განგაცალკევოთ. ხოჭოების ან ჩრჩილების კოლექციამაც შესაძლოა ამდაგვარი რეაქცია გამოიწვიოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცხოველების ფიტულებზე. სახლი არ არის ცხოველთა მუზეუმი ან სასაფლაო. გთხოვთ, ეს გაიაზროთ.

გაშალაშინებული ჭურჭელი

გაშალაშინებული ჭურჭელი კარგავს ენერგეტიკულ ვიბრაციებს და მხოლოდ წამლავს საკვებს, რითიც მას ენერგეტიკულად ნეგატიურად აქცევს. მაგალითად, იაპონელებმა შექმნეს “კინცუგის” ხელოვნება – ჭურჭლის აღდგენა ოქროს ნაწილაკებით წებოს დასხმით. მშვენიერია, თუმცა როგორც ხვდებით, ასეთი თეფშებიდან საჭმელს არავინ შეჭამს.

ნახმარი ფეხსაცმელი

მხოლოდ წმინდანები დადიან სამოთხეში. ჩვენ, ცოდვილები, იძულებულნი ვართ ფეხით ვიაროთ დედამიწაზე და მისგან მთელი ნეგატივი და უარყოფითი ენერგია შევაგროვოთ. ამიტომაც უმჯობესია, რათა სახლში ნახმარი ფეხსაცმელი არ შევინახოთ. ჯერ ერთი, ისინი მხოლოდ ადგილს დაიკავებენ და მეორეც, თუ ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ პატრონის მომსახურებას, წარმოიდგინეთ, რამდენი უხილავი რამ ექნებათ მიზიდული ტარების დროს!

ძველი საფულე

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მფლობელები აგრძელებენ ძველი გაფუჭებული საფულეების შენახვას ნოსტალგიის გრძნობიდან გამომდინარე. ზოგჯერ ისინი ინახავენ ყველანაირ ქაღალდის ხარახურას, იღბლიან ბილეთებს, მცირე უცხოურ კუპიურებს და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გადააგდოთ, უფრო მეტიც, დაუყოვნებლივ. ასეთი ნივთები სიღარიბის გარდა არაფერი მოგიტანთ.

მშრალი ყვავილები

რქებისა და მკვდარი ცხოველების გარდა, ხმელ ყვავილებსაც თან ახლავს უბედურების ენერგეტიკა. არ არის საჭირო ერთი წუთის დაკარგვაც და იმის გახსნებება, თუ როგორ და როდის მოიკრიფა ყვავილები. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დაე წარსული წარსულში დარჩეს. უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით და მოისროლოთ ზედმეტი ნაგავი.