როგორ დავამზადოთ საახალწლო დეკორაცია ხის ტოტებით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, თუ რომელი ხე უნდა დაიდგას სახლში. ბევრი მივიდა დასკვნამდე, რომ ხელოვნური ხის გამოყენება უფრო ჰუმანურია, რადგანაც ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ ცოცხალი ხის ყოველწლიურად ყიდვა და ერთი – ორი თვის შემდეგ გადაგდება. ამავდროულად ისინი, ვინც შეშფოთებულნი არიან ეკოლოგიური პრობლემებით, ამტკიცებენ, რომ პლასტმასის ნაძვი სულაც არაა უკეთესი, რადგან ბოლოს ისინიც გადასაგდები ხდება, რაც გარემოს აზიანებს. ჩვენმა რედაქციამ გამოსავალი აღმოაჩინა. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ნაძვის ხე ტოტებისგან საკუთარი ხელით.

როგორ უნდა დაამზადოთ ნაძვის ხე ტოტებისგან

ამგვარი ნაძვის ხე აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგანაც იგი მხოლოდ ორგანული მასალებისგან შედგება. მისი დამზადება სულ რაღაც რამდენიმე საათშია შესაძლებელი. თუმცა რაც მთავარია, ტოტებისგან ნაძვის ხეს შეუძლია ცოცხალთან ან ხელოვნურთან შედარებით შექმნას არანაკლებ ჯადოსნური, სადღესასწაულო განწყობა. გარდა ამისა, საკუთარი ხელით დამზადებული სადღესასწაულო გაფორმება განსაკუთრებულ სილამაზეს იძენს. შესაბამისად ქვემოთ გთავაზობთ დეტალურ ეტაპობრივ ინსტრუქციას ორიგინალური და ძალზედ ეფექტური ნაძვის ხის შესაქმნელად!

თქვენ დაგჭირდებათ

  • მშრალი ტოტები
  • ბაწარი
  • 2 ფორთოხალი
  • 8 გირჩი
  • დარიჩინის ჩხირები (სურვილისამებრ)

1. რა თქმა უნდა, ნაძვის ხის ზომას ყველა თავად განსაზღვრავს. ამასთან, ქვემოთ მოცემულია ტოტის ოპტიმალური სიგრძის ჩვენეული სქემა. სულ 8 მათგანია, რომელთაგან ყველაზე გრძელი ტოტი 80 სმ-ს, ხოლო ყველაზე მოკლე – 20 სმ-ს შეადგენს. ამრიგად, თითოეულ ტოტს შორის დაახლოებით 8,5 სმ-იანი სხვაობა უნდა იყოს. ვარსკვლავისთვის დაახლოებით 10 სმ სიგრძის 6 თხელი ტოტი დაგჭირდებათ.

2. 8 ტოტიდან თითოეულისათვის საჭირო სიგრძის მოჭრის შემდეგ აგრძელებთ ხის დამუშავებას. მსუბუქი ტოტების მისაღებად თავდაპირველად მათ ბასრი დანით ქერქი უნდა მოაცილოთ.

3. შემდეგ მთელ ზედაპირზე უთანასწორობები ქვიშის ქაღალდით უნდა მიმოასწოროთ.

4. შემდეგ დრო დგება, რათა ყველა ტოტი ერთმანეთთან დააკავშიროთ.  ამისათვის ჩვეულებრივი ბაწარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია ყველაფრის ეტაპობრივად განხორციელება, ტოტებს შორის ერთი და იმავე მანძილის შენარჩუნებით. ვარსკვლავიც იმავე პრინციპით უნდა გააკეთოთ. ჩხირები ისე უნდა დააკავშიროთ, რომ საჭირო ფორმა მიიღოთ.

5. ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემდეგ, კედელში ჩააჭედეთ ლურსმანი ანდაც ხრახნიანი დუბელი განათავსეთ. მთავარია მან საბოლოოდ გაუძლოს ნაძვის ხეს. ტოტების ტოტებისაგან მიღებული კონსტრუქცია კედელზე დაკიდეთ და გირლანდი მოახვიეთ. შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი! დაიწყეთ ნაძვის ხის გაფორმება. ამისათვის აიღეთ გირჩები, რამდენიმე დარიჩინის ჩხირი და ღუმელში წინასწარ გამშრალი ფორთოხლის ნაჭრები. სხვათა შორის, ამ ვიდეოში ფორთოხლის სწორად გაშრობაზეც მეტი რამის გაგება შეგიძლიათ.

6. ნაძვის ხეზე თითოეული ელემენტი ბაწრის პატარა ნაჭრების გამოყენებით უნდა დაამაგროთ. ჩართეთ გირლანდი – და ყველაფერი მზადაა!

და როგორი ნაძვის ხე დაამშვენებს თქვენს სახლს ამ ახალ წელს? თავისუფლად შეგიძლიათ გაგვიზიაროთ კომენტარებში თქვენი საახალწლო მზეთუნახავის ფოტოები. Წარმატებებს გისურვებთ!