ნაძვის ხის ნახევარი: სიახლე, რომელიც მცირე ფართისთვის საუკეთესო დეკორად იქცევა

საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად არა მხოლოდ გამყიდველები, არამედ დიზაინერებიც გააქტიურდნენ, რომლემსაც საახალწლოდ რაიმე ახლისა და არაორდინალურის მოფიქრება გადაწყვიტეს. ამერიკის ბაზრობებზე დაკვირვებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთმა ორიგინალურმა დიზაინმა მომხმარებელს შორის გაოცება და მოწონებაც დაიმსახურა. განსაკუთრებით მსგავსი გამოგონება მოეწონებათ მათ, ვინც ზარმაცია ან კიდევ მცირე ზომის ფართი აქვს.

გამომგენებელი ერი სხვადასხვა სიტუაციაში ორიგინალურ გამოსავალს პოულობს, გამონაკლისი არც საახალწლო დეკორაციებია. როგორი მორთულობაც არ უნდა მოიფიქრონ ნაძვის ხისათვის, თავად ახალი წლის ეს მთავარი სიმბოლოც ყოველწლიურად ახალ და ახალ იმიჯებს ირგებს. აქამდე მისი ფორმა დედამიწის ყველა კუთხეში სტანდარტული იყო, თუმცა წელს მან “სახე” დაკარგა, ფუნფულა ლამაზმანი განახევრდა და კუთხის გახდა.

ამერიკული კომპანია Hammacher Schlemmer-ის კატალოგში გამოჩნდა ახალი წლის მთავარი ატრიბუტი სახელწოდებით “ახალი წლის ნაძვის ხე კედელზე” (Against The Wall Christmas Tree). მსგავსი არასტანდარტული ნაძვის ხე სპეციალურად განკუთვნილია მცირე ზომის საცხოვრებელი ფართებისათვის, სადაც ის სრულ ზომებში მეტად არაპრაქტიკული იყო.

ასე რომ წელს ნაძვის ხით გახარებას შეძლებენ ისინიც, ვინც აქამდე მას, საცხოვრებელი ფართის კატასტროფულად მცირე ზომის გამო, მოკლებული იყო. ხელოვნური ნაძვის ხე არა მხოლოდ ნაკლებ ადგილს დაიკავებს, არამედ იქიდან გამომდიმარე რომ მისი კედელზე მიყრდნობა ან დაკიდება შეგიძლიათ, უკანა მხარის მორთვა აღარ დაგჭირდებათ.

მორთულობაზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას, რომ ნაძვის ხე 822 ტოტისგან შედგება და ფაქტიურად უკვე მორთულია. ასე რომ, მათ ვისაც ნაძვის ხის მორთვა არ უყვართ, შეუძლიათ მშვიდად ამოისუნთქონ, რადგანაც კომპლექტში უკვე შედის 350 დიოდის ნათურა, რომელიც 25ათას საათ მუშაობაზეა გათვლილი. ამასთანავე თბილი და ცივი ნათების მქონე ნათურები სიმეტრიულად არის განლაგებული, ეს კი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ საახალწლო ატმოსფერო შეიქმნას.

საინტერესო ფაქტი: ნახევარი ნაძვის ხის მოსართავად, რომლის სიგრძე 196სმ, სიგანე 109სმ, ხოლო სიღრმე 56სმ არის, 249,95დოლარი დაგჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მზად არაა ამხელა თანხა გადაიხადოს, იდეა მაინც ბევრს მოეწონა და ინტერნეტში აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა ხერხები გამოჩნდა. ზოგი გვირჩევს ნაძვის ხის უკანა ნაწილი მოვაშოროთ ან კიდევ ის უბრალოდ მოურთავი დავტოვოთ.

სანამ ხალხი იმაზე ფიქრობს ნაძვის ხის ყიდვისას ეკონომია როგორ გააკეთოს, დიზაინერები უფრო შორს წავიდნენ და მათ კუთხის მოდელი შეიმუშავეს Home Heritage, რომელიც სტანდარტული ზომის მხოლოდ მეოთხედიღაა. მიუხედავად მინიმალიზმისა და შემცირებული ზომებისა, ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე 2,13მ არის, იგივე თანხა ღირს, რამდენიც განახევრებული ნაძვის ხის ვერსია.

კიდევ ერთი ახლებური დიზაინი კი იმათთვისაა გათვლილი, ვისაც მართალია ნაძვის ხისთვის საკმარისი სივრცე აქვთ, თუმცა განსაკუთრებით მოსწონთ საჩუქრების მის ქვეშ დალაგება. მათთვის კომპანიამ Argos-მა შექმნა მოდელი, რომლის ქვედა ნაწილში ტოტები მოცილებულია, რათა საჩუქრებისათვის საკმარისი ადგილი დარჩენილიყო.

მართალია ახალ წლამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მისი წინასწარ დაგეგმვა ურიგო არ იქნებოდა, ამიტომაც შეგიძლიათ სიახლეებს გადახედოთ და იდეალური დღესასწაული მოიწყოთ.