როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ლამინატს: ყველაზე ეფექტური მეთოდები

ლამინატი პოპულარული იატაკის საფარია უამრავ სახლსა და ოფისში. მასალა გამოირჩევა მაღალი მდგრადობით ცვეთის მიმართ, თუმცა დაუდევარი მოპყრობის შემთხვევაში შესაძლოა ნაკაწრებით დაიფაროს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დაუბრუნოთ ლამინატს მიმზიდველი იერსახე ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით.

რა საშიშროება ახლავს თან მასალის დაზიანებას

ლამინატი შედგება ოთხი ფენისგან: მყარი ქვედა, მზიდი, დეკორატიული და დამცავი. მასალის გაკაწვრისას ზედა ფენა ზიანდება. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი საგანგაშო არ ხდება, თუმცა მასალა ტენიანობისა და აბრაზიისგან დაცვის უნარს კარგავს. შედეგად ხარვეზი იმდენად უარესდება, რომ საჭირო ხდება ფიცრის გამოცვლა. ჩვენი რჩევა იქნება ნაკაწრის აღმოჩენისთანავე შეუდგეთ ლამინატის აღდგენას.

ლამინატის აღდგენის მეთოდები

1. მცენარეული ზეთი

მცირე ნაკაწრებთან გამკლავების უმარტივესი გზა. წინასწარ გარეცხეთ იატაკი და დაელოდეთ მის გაშრობას. აიღეთ მზესუმზირის, ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა სახის ზეთი და დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე რამდენი წვეთი. საფუძვლიანად გადაუსვით ზეთი ნაკაწრზე ღრუბლის ან ხელსახოცის დახმარებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის საპრიალებელი და აეროზოლური საპოხი  WD-4, რომელიც შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილს კაკლის გულებით შეაზილოთ.

2. ავეჯის მარკერი

სპეციალური საშუალება ხელს უწყობს ლამინატზე არსებული ნაკაწრების დაფარვასა და ზედაპირის მიმზიდველი იერსახის აღდგენას. საკმარისია აირჩიოთ ჩრდილის შესაბამისი მარკერი და დეფექტურ ადგილს გადაატაროთ. ზედაპირი მყისიერად გაშრება, ხოლო ნაკაწრი საიმედოდ დაიმალება. მარკერის გამოყენება შესაძლებელია შეუზღუდავად რამდენიმეჯერ, ის ტენიანობის მიმართ მდგრადია და ხარვეზებს კარგად ფარავს. ლამინატიდან ფლომასტერის მოშორება შესაძლებელია მხოლოდ ალკოჰოლის შემცველი გამხსნელის მეშვეობით.

3. რბილი ავეჯისათვის განკუთვნილი ცვილი

ცარცი ავსებს ნაკაწრებსა და ნაპრალებს და ქმნის ტენიანობისადმი მდგრად, გამძლე საფარს. ცვილი ლამინატს ბუნებრივ რელიეფს უნარჩუნებს, სწრაფად იწოვს და სწრაფადვე შრება. ფანქრები სხვადასხვა ტონებშია ხელმისაწვდომი, ამიტომაც სწორი ფერის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. დაიტანეთ ნაკაწრზე ცვილის რამდენიმე ფენა და შეაზილეთ იგი რბილი არაბოჭკოვანი ტილოთი. ჯობია წინასწარ გამოცადოთ ცარცი ლამინატის შეუმჩნეველ ადგილზე. დამატებითი ფიქსაციისთვის შესაძლებელია ცვილის გამაგრება გამჭვირვალე ფიქსაციის ლაქით.

4. ზემყარი ცვილი

პლასტიკური საშუალება გაზრდილი ადჰეზიით, რომელიც გამოიყენება მცირე და საშუალო ხარვეზების სწრაფად აღმოსაფხვრელად. ზემყარი ცვილის დასატანად დაგჭირდებათ სპეციალური ტიგელი. აუცილებელია ნაკაწრი გაასუფთაოთ, მოასწოროთ მისი კიდეები სპატულის ბასრი მხრით და ზედაპირი ცხიმისგან გაათავისუფლოთ. ტიგელის გამოყენებით დაარბილეთ ცვილი და შეავსეთ დეფექტი მცირედი ნარჩენებით, რამდენადაც გაგრილების პროცესში მასალა მოცულობაში მცირდება. თუკი ცვილს ბოლი აუვა, გასაგრილებლად ტიგელი დროებით გამორთეთ. მოიცადეთ 30 წამი და მოაცილეთ ნარჩენები სპატულის დაღარული მხრით. შემდგომ გახეხეთ ზედაპირი, გარეცხეთ ინსტრუმენტი და ტიგელი.

5. საგოზავი

რადიკალური მეთოდი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ნაკაწრი ღრმაა და გავლენას ახდენს მასალის რამდენიმე ფენაზე. ისარგებლეთ ლამინატის სპეციალური საგოზავით. წებო გამოდის რამდენიმე ტონში ფხვნილის, ტუბში განთავსებული პასტისა და ბრიკეტებში არსებული მყარი სახით. საგოზავის წყალობით შეძლებთ საფარის დაკარგული მოცულობის მთლიანად აღდგენას თვალისგან შეუმჩნევლად.

გაასუფთავეთ სამუშაო ადგილი და სამალიარე ფირით დააწებეთ ნაკაწრთან ახლოს მდებარე ადგილები. ამოიღეთ ცოტაოდენი წებო, წაუსვით ბზარზე და შეაზილეთ. მასალის ნარჩენები პლასტმასის ან რეზინის სპატულით მოაშორეთ. დააცადეთ შემადგენლობას სრულად გაშრობა, გაასუფთავეთ დამუშავებული ადგილი. გასამაგრებლად შეგიძლიათ ხის ლაქი დაიტანოთ. ფრთხილად იყავით, რომ საგოზავი ლამინატზე არ მოგიხვდეთ, რადგანაც მისი მოშორება ნამდვილად გაგიჭირდებათ. თუკი წებოსთან მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ჯერ ძველ ფიცარზე ივარჯიშეთ.

ჩრდილის შერჩევის მახასიათებლები

1. როგორც წესი, ცვილისა თუ მარკერის ფერი ბევრად უფრო მუქად გამოიყურება, ვიდრე ლამინატზე დატანისას. თუკი მასალის ნიმუში შემორჩენილი გაქვთ, წაიღეთ მაღაზიაში, რათა ჩრდილის შერჩევა და საშუალების გამოცდა გაგიმარტივდეთ.

2. ზოგიერთ ფიცარს მსუბუქი ძირი და მძიმე ზედა ფენა აქვს. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, რომ ბზარი მარკერით ტონში გადაღებოთ, ხოლო შემდგომ დაკარგული მოცულობა დაუბრუნოთ.

3. ღია ფერის ლამინატის დეფექტი ფაქიზად უნდა გაასუფთავოთ. ბზარი მუქი ჭრილივით არ უნდა გამოიყურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადაღებვა გაგიჭირდებათ.

4. მუქი მასალის შემთხვევაში შეეცადეთ შეარჩიოთ მაქსიმალურად მსგავსი ფერის ჩრდილი. საჭიროების შემთხვევაში სცადეთ რამდენიმე ფერის შერევა. მთავარია ნივთიერებები ერთი ფორმის იყოს. ამ შემთხვევაში მაღალხარისხიან და ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

პრევენციის ზომები

1. ერიდეთ საგარეო ფეხსაცმლით ლამინატზე სიარულს. ძირში შესაძლოა ჩარჩენილი იყოს მცირე ქვები და ქვიშა, რომელიც მასალის ზედაპირს აზიანებს. ასევე საფრთხისმომცველია ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც. სახლში არც ისე რთულია რეკომენდაციების დაცვა, ხოლო ოფისში ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება ფეხსაცმლის გამოცვლა.

2. ნუ გადაადგილებთ ავეჯსა და სხვა მძიმე ნივთებს შიშველ ზედაპირზე. ფეხებზე აუცილებლად მიამაგრეთ რბილი ბალიშები ან ამოუდეთ ნაჭერი.

3. თუკი ოთახში რაიმე საგნები ხშირად ცვივა ან გამუდმებით გივარდებათ ნივთები, აუცილებლად დაფარეთ ლამინატი ხალიჩით. გინდაც მთლიანად, გინდაც ყველაზე სახიფათო ადგილებში.

4. რეგულარულად ჩაატარეთ სველი წმენდა. ლამინირებული იატაკის გასაწმენდად ისარგებლეთ მხოლოდ რბილი ხელსაწყოებით: ტილოები, ხელსახოცები, რბილთავიანი ჯაგრისებით.

5. თუკი მხოლოდ იატაკის რბილი საფარის დაგებას აპირებთ, ლამინატთან ერთად სარემონტო ნაკრების შეძენაც მოგიწევთ. ნაკრები, როგორც წესი, მოიცავს წებოსა და რბილ სპატულს. დაზიანების შემთხვევაში მასალის სწრაფად აღსადგენად საჭირო ყველა რამ ხელთ გექნებათ.

ლამინატზე არსებული ნაკაწრების თავიდან აცილება მარტივადაა შესაძლებელი. მთავარია ფრთხილად იმუშაოთ და სწორი ჩრდილი აირჩიოთ. ფიცრის სერიოზული დეფორმირების შემთხვევაში უმჯობესია იგი გამოცვალოთ. თუკი რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით ლამინირებული იატაკის დაგებისას გასათვალისწინებელ 5 შეცდომას. არ დაუშვათ ისინი, რათა იატაკის ხელახლა დაგება არ მოგიწიოთ.