როგორ უნდა გავაფორმოთ სამზარეულო საახალწლოდ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სილამაზეს თავისებურად აღიქვამს. ზოგისთვის იგი სიბრჭყვიალესა და პომპეზურობაში მდგომარეობს, ზოგისთვის კი პრაქტიკულობასა და ფუნქციონალურობაში. ჰოროსკოპის წარმომადგენლების პრეფერენციებზე დაყრდნობით, ჩვენმა რედაქციამ შექმნა დეკორის სია, რომელიც სამზარეულოს გასაფორმებლად თითოეულ მათგანს შეეფერება. შეიქმნება მყუდრო ადგილი, სადაც ჯადოსნურობა ერთიანად იგრძნობა.

ძნელად თუ შეგეკამათებათ ვინმე იმის თაობაზე, რომ სამზარეულო სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. იქ დიასახლისები ამზადებენ კულინარიულ შედევრებს, შემდგომ კი ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გასასინჯად ეპატიჟებიან, რაც მხიარულ და ლაღ ატმოსფეროში ხორციელდება. ამიტომაც გვინდება, რომ ოთახი ყოველთვის ლამაზი და კომფორტული იყოს, განსაკუთრებით ახალი წლის წინა დღეს, როდესაც გარშემო სასწაულები ხდება. დღეს ჩვენ გეტყვით, თუ რა თემატური აქსესუარები უნდა აირჩიოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რათა ისინი შთაგონებითა და სადღესასწაულო განწყობით აივსონ.

ვერძი

Рисунок на грифельной доске и носки с подарками создают новогоднюю атмосферу

თუ სასწორები კლასიკას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ მშფოთვარე ვერძი თაყვანს სცემს ისეთ ორიგინალურ სადღესასწაულო აქსესუარებს, როგორებიც არავის აქვს. ეს ეფექტი შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დეკორს საკუთარი ხელით გააკეთებთ – მაშინ ის მართლაც უნიკალური გახდება, მოგიტანთ დღესასწაულის შეგრძნებას და მომენტის უნიკალურობით დატკბობის საშუალებას მოგცემთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შესანიშნავი ამერიკული იდეა: მოქსოვეთ საშობაო წინდები და ჩამოკიდეთ სამზარეულოს კაუჭებზე. განათავსეთ შიგნით პატარა სასაჩუქრე ყუთები, სათამაშოები და სხვა სადღესასწაულო საჩუქრები. ოთახი დაუყოვნებლივ ზღაპრულ იერს მიიღებს. თუ სამზარეულოში ფიქალითაა მოპირკეთებული, მთლად უკეთესი. დახატეთ მასზე ნაძვის ხე, თოვლის კაცი, ან წააწერეთ საახალწლო ციტატა, ფრაზა სიმღერიდან, მაგალითად: ”All I Want Christmas for You Is”. ეს თქვენი ინდივიდუალობის საჩვენებლად და თქვენი სამზარეულოს ინტერიერისათვის უნიკალური იერსახის მისაცემად შესანიშნავი შესაძლებლობაა.

კურო

Шишки - самый простой и лаконичный декор

პომპეზურობა და პრეტენზიული ელემენტების სიყვარული კუროებს არ ახასიათებს. ისინი აფასებენ სიმშვიდეს, უყვართ ლაკონურობა, ფრთხილად იცავენ სახლის კომფორტს, თავიდან იცილებენ “უცხო” ობიექტების არსებობას. მათი სამზარეულოს საუკეთესო სადეკორაციო ვარიანტი ჩვეულებრივი ნაძვის გირჩები იქნება, რომელთა მთელ სამზარეულოში ჩამოკიდებაც სავსებით შესაძლებელია. მრავალფეროვნებისთვის, წაუსვით ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ლაქი, რათა ნამდვილად სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნათ.

ტყუპები

Игрушками можно украсить ветки в вазе или подвесить их под потолок

ტყუპებს არ ახასიათებთ პრაქტიკულობა და საგნების სერიოზული ხედვა. ისინი ბავშვურად სპონტანურები, შთამბეჭდავები არიან, ვერ იტანენ ერთ ადგილას ყოფნას. ამიტომაც მათ მიერ ნებისმიერი დღესასწაული საოცარ მოვლენად აღიქმება, რომლის გამოტოვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ისინი ცდილობენ შექმნან სპეციალური ჯადოსნური ატმოსფერო, როგორც ზღაპრებშია.

და რა შეიძლება იყოს გამოსადეგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? რა თქმა უნდა, საშობაო დეკორაციები! ისინი ყოველთვის ასოცირდება დღესასწაულთან, რადგან ახალი წლისთვის მომზადება, როგორც წესი, მათი არჩევით იწყება. ამიტომაც ტყუპებს ვურჩევთ, ჩამოკიდონ ისინი მთელ სამზარეულოში და მხოლოდ ნაძვის ხით არ შემოიფარგლონ. აუცილებელი არაა მინის ან პლასტმასის ბურთების გამოყენება. ჩვეულებრივი ქაღალდის ნაწარმიც კი გამოდგება, რომელიც მარტივად და მომხიბვლელად გამოიყურება.

კირჩხიბი

Плавающие свечи выглядят очень элегантно. / Фото: valis-mebel.ru

გარეგნულად, კირჩხიბები მშვიდები, გაწონასწორებულები, ცივებიც კი ჩანან, თუმცა შინაგანად მათ გულში მუდმივად ცეცხლი ანთია, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალზედ მგრძნობიარე ადამიანებად აქცევთ.

გთავაზობთ კიბოს ამ ორი მახასიათებლის გაერთიანებას ერთ დეკორაციაში – მცურავ სანთლებში. მათი დამზადება ძალიან მარტივია: უბრალოდ აიღეთ ლამაზი გამჭვირვალე მინა ან ვაზა, ძირში მოათავსეთ დეკორი (გამხმარი ყვავილები, კენჭი, გირჩები, ნაძვის ტოტები), შეავსეთ კონტეინერი წყლით და ჩაწიეთ სანთელ-ტაბლეტები. ჰოპ, ელემენტი, რომელშიც ერთდროულად ორი ელემენტია გაერთიანებული, მზადაა.

ლომი

Можно задекорировать свечи своими руками

თუ ჯერ კიდევ არ იცით, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანია ყველაზე ცეცხლოვანი, გაიცანით – ეს ლომია. ამიტომაც გასაკვირიც არაა, რომ საშობაო სანთლები მისი სამზარეულოსათვის საუკეთესო დეკორად იქცევა. შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივი “აბები” და განათავსოთ ისინი სამზარეულოში, აანთოთ ყოველ საღამოს, ან დაელოდოთ შთაგონებას და საკუთარი ხელით გააკეთოთ სადღესასწაულო დეკორი. უამრავი ვარიანტი არსებობს: შეახვიეთ სანთელი ჯვალოს ნაჭრერში და დაამშვენეთ ძახველის ტოტით, შექმენით დარიჩინის ჩხირებისგან “გადასაფარებელი”, ჩადეთ გამჭვირვალე ჭიქაში, რომელიც წინათ გირჩებით იყო სავსე და ა.შ.

ქალწული

Ветки могут быть обычными или еловыми пушистыми

იმის გათვალისწინებით, რომ ქალწულები ზოდიაქოს ყველაზე პედანტური და ეკონომიკური ნიშნები არიან, მათთვის საახალწლოდ სახლის გაფორმება ნამდვილ რიტუალად იქცევა. ისინი ხშირად იბნევიან, რადგანაც სურთ, რომ ინტერიერი სრულყოფილი იყოს.

თუკი დეკორთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, სათამაშოები და გირლანდები ჩამოკიდებულია, თუმცა ქიშმიში არ გყოფნით, ყურადღება ჩვეულებრივ ტოტებზე უნდა გაამახვილოთ. აღნიშნული ვარიანტი არაა გაცვეთილი და მოსაწყენი, პირიქით, იგი მხოლოდ კლასიკური დეკორის ნაწილად იქცევა. შეგიძლიათ ქილებში მოათავსოთ წვრილი ტოტები, დაამშვენოთ ისინი შუქებით, ან გამოიყენოთ ნაძვის ფუმფულა ტოტები.

სასწორი

Бантами можно украсить стулья, а венками - шкафчики

სასწორი ჰაერის ელემენტის კიდევ ერთი წარმომადგენელია. ისინი ძალზედ აქტიურები და კონსერვატიულები არიან, უყვართ ტრადიციული სამკაულები. სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პოპულარული კლასიკური გვირგვინები და მშვილდრები მათი სამზარეულოსათვის საუკეთესო დეკორაციად იქცევა.

პირველ რიგში, გადაწყვიტეთ ფერთა გამა. კლასიკური თეთრ-ცისფერი და წითელ-ყვითელია, თუმცა შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით სხვა ვარიანტიც აირჩიოთ. თუ დრო გაქვთ, საკუთარი ხელით დაამზადეთ გვირგვინი და ჩამოკიდეთ სამზარეულოსკენ მიმავალ კარზე, ან ფანჯრის ზემოთ. ჩართეთ ფანტაზიაც, რადგანაც აღნიშნული დეკორატიული ელემენტის დამზადება ყველაფრისგანაა შესაძლებელი: ნაძვის ტოტების, ქსოვილების, ქაღალდის, თექისაგან. საშობაო დეკორაციები, დარიჩინის ჩხირები, გირჩები, ქსოვილის ლენტებისა და მრავალი სხვა რამის გამოყენება შეიძლება დეკორად. მარტივი ელემენტებია, თუმცა ისინი ხელს შეუწყობენ სამზარეულოს სადღესასწაულო სუფრებისთვის განკუთვნილ შესანიშნავ გარემოდ გადაქცევას.

მორიელი

Маленькие елочки подарят неповторимый аромат. / Фото: pinterest.ru

ზოდიაქოს ეს ნიშანი აფასებს სიმარტივეს, ამიტომ გირჩევთ, სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნათ უმარტივესი და გასაგები ფორმით – ნაძვის ხის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ძირითადი მშვენება უნდა დაიდგას მისაღებში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, თუმცა ელეგანტურ ქოთნებში მოთავსებული პატარა ნაძვის ხეები სამზარეულოშიც შესანიშნავად გამოიყურება. მათი დახმარებით, ოთახში უნიკალური საახალწლო სურნელი ყოველთვის იტრიალებს.

მშვილდოსანი

Праздничную посуду следует располагать на видном месте. / Фото: kit4en.ru

ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ პრაქტიკული მშვილდოსნები აბსოლუტურად გულგრილნი არიან წინასაახალწლო აურზაურის მიმართ, რადგანაც მათთვის მნიშვნელოვანია არა გარე ბრწყინვალება, არამედ შინაგანი ჰარმონია. ამასთან, ზოდიაქოს ყველა ნიშანს გააჩნია სუსტი წერტილი, როდესაც საქმე დეკორს ეხება. მშვილდოსნისთვის ეს ლამაზი ჭურჭელია. საახალწლო თეფშები, ჭიქები, ფინჯნები და სამზარეულოს სხვა ჭურჭელი დაეხმარებათ მათ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჭურჭლები მხოლოდ მაშინ იქცევა დეკორაციად, როდესაც თვალსაჩინო ადგილას მოთავსდება, მაგალითად, ღია თაროებზე.

თხის რქა

Праздничный текстиль - идеальное решение для Козерогов. / Фото: severdv.ru

თხის რქებისთვის სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა უმარტივესია. მათ გააჩნია შესანიშნავი გემოვნება და დახვეწილი შეგრძნება იმისა, თუ რითი შეიძლება გარდაიქმნას მათი ბინა საოცარ ზღაპრულ სახლად. ერთადერთი, რაზეც თხის რქებმა შესაძლოა არ იფიქრონ ან დაივიწყონ, ესაა ქსოვილები: ფარდები უნდა დარჩეს უბრალო ფერებში, თუმცა სუფრები, ხელსახოცები და სავარძლების ბალიშებიც კი საახალწლო თემატიკით უნდა დაიტვირთოს. ისინი მყისიერად გარდაქმნიან სამზარეულოს და ინტერიერში საჭირო აქცენტებს განათავსებენ.

მერწყული

Гирлянду можно использовать классическим способом или сделать из нее елку

თუ დღესასწაულების კალენდარს მერწყულები შეადგენდნენ, მაშინ ზეიმი ყოველდღე იქნებოდა. ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს დღესასწაულები და ყოველთვის ენატრება მათი ჯადოსნური ატმოსფერო, ამიტომაც მან სამზარეულო უნდა დაამშვენოს იმ დეკორით, რომელიც საუკეთესოდ განაპირობებს საახალწლო განწყობას. და სწორედ ესაა … გირლანდები!

მათი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი რამის გაფორმება: ფანჯრების, კედლების, სამზარეულოს კარადების და მაცივრისაც კი. და თუკი ოთახში თავისუფალი კედელია, მაშინ უნდა ჩართოთ ფანტაზია და გირლანდებისგან ნაძვის ხე შექმნათ, რომელიც ყოველთვის საოცრად გამოიყურება. გამოსცადეთ ფერები, აირჩიეთ ნათელი ვარიანტები, შემდგომ კი სამზარეულო იქნება საოცარ ფერებში იბრწყინებს.

თევზები

Зимний пейзаж на окне можно нарисовать пастой. / Фото: mirrukodelija.ru

თევზები ძალზედ ნაზები, დაუცველები არიან. რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ, სჯერათ ზღაპრებისა და სასწაულების. დეკორაცია მათ ბინაში უნდა იყოს მსუბუქი, ჰაეროვანი, შეუმჩნეველიც კი, ხოლო მოცულობითი და ძალზედ ნათელი აქსესუარები არც ისე გამოსადეგია.

შეიარაღდეთ ფუნჯით, კბილის პასტით, წყლით და მოხატეთ ფანჯრებზე მოხდენილი ორნამენტები. ასეთი დეკორი განსაკუთრებით აქტუალური გახდება, თუკი ყინვა მინაზე თავის კვალს არ დატოვებს.