მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე, ადამიანები მიხვდნენ, რომ დედამიწის მიღმა გასვლისა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე დომინირების პერსპექტივის განხორციელება შესაძლებელია. თუმცა შემდეგი კოლონიზაციის წარმატებისთვის დახურულ ეკოსისტემიანი ბაზებია საჭირო. კოსმოსური მანძილი ძალზედ მასშტაბურია და ფრენების ხანგრძლივობის გამო მხოლოდ დედამიწის მარაგზე დაყრდნობა უაზრო იქნებოდა. თუმცა როდესაც მეცნიერებმა სიცოცხლის ავტონომიური სისტემის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს, სწორედ მაშინ გაირკვა ამ ამოცანის სირთულე. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გიწვევთ დახურული ბიოსფეროს მოდელირებასთან დაკავშირებული ყველაზე ამბიციური ექსპერიმენტის გახსენებას.

1. როგორ დაიწყო პროექტი

Комплекс «Биосфера-2» вблизи. /Фото: dartmouthalumnimagazine.com

ამერიკელ მილიარდერ ედვარდ ბასს (ედვარდ ბასს) გატაცებული იყო ეკოლოგიური პრობლემებით და აინტერესებდა,თუ რამდენად რეალურია ამ დახურულ სისტემაში მოქმედი ავტონომიური ბიოსფეროს შექმნა და ხალხის გადარჩენა. არ არის გამორიცხული, რომ ბირთვული ომის უხილავმა საფრთხემ მას აიძულა დაფიქრებულიყო ხსნის გზებზე და იმაზე, თუ სად გადაეყვანა კაცობრიობა დედამიწიდან, თუკი გამოუსწორებელი კატასტროფა მოხდებოდა. 1970-იან წლებში ბასი შეხვდა ჯონ პ. ალენს, გარემოსდაცვით აქტივისტს და დაიწყო მისი პროექტების მხარდაჭერა. როდესაც ჯონმა დედამიწაზე “ნოეს კიდობნის” აშენება შესთავაზა, მილიარდერმა ენთუზიაზმით მიიღო აღნიშნული იდეა და გამოყო თანხები მისი განხორციელებისთვის: ასე ჩაეყარა საფუძველი ექსპერიმენტ “ბიოსფერო -2”-ს.

2. “ბიოსფერო -2” -ის შექმნა

Мини-океан в «Биосфере-2». /Фото: hybridtechcar.com

“ახალი სამყაროს” აშენება არიზონას შტატში გადაწყვიტეს; ექსპერიმენტისთვის შეიძინეს მიწის ნაკვეთი ქალაქ ორაკლეს მახლობლად. შენობები დააპროექტა არქიტექტორმა პიტერ პირსმა. მან შექმნა ფოლადისა და მინის ტელესკოპური საყრდენებისგან დამზადებული ჩარჩო, სილიციუმის კიდეებით; სტრუქტურა, რომელიც არიზონაში ხშირად მომხდარ  სეტყვის “დაბომბვას” გაუძლებდა. კომპლექსი ჰერმეტულად დალუქეს, კოსმოსური ხომალდების მსგავსად, და იმისათვის, რათა მზეზე გათბობისას შენობები წნევის ვარდნის გამო არ აფეთქებულიყო, ე.წ. „ფილტვებიც“ გაითვალისწინეს. სტრუქტურაზე სხვადასხვა ადგილას დამონტაჟდა მოქნილი მემბრანები, რომლებიც დღის განმავლობაში ჰაერის წნევით იბერებოდა, ხოლო ღამით იფუშებოდა.

კომპლექსის შიგნით მოათავსეს ფლორისა და ფაუნის რამდენიმე ათასი წარმომადგენელი: დარგეს მრავალი მცენარე, ხე და ბუჩქი და მოაშენეს სხვადასხვა თევზი, მწერი და ცხოველი, მათ შორის სასოფლო – სამეურნეოც – თხა, ღორი და ქათამი. საერთო ჯამში, „ბიოსფერო -2“ – მა აღჭურვა ხუთი დამოუკიდებელი ეკოსისტემა: ტროპიკული ტყე, მინი – ოკეანე მარჯნის რიფით, უდაბნო, სავანე და მანგროს ჭალა. შეიქმნა მინიატურული პლანეტა-დედამიწა.

Тропический лес в «Биосфере-2». /Фото: dartmouthalumnimagazine.com

ადამიანის საცხოვრებლად ბუნებრივ ტერიტორიებზე ცალკე დასახლება და სამეურნეო ნაკვეთი გამოიყო. გამოთვლებმა აჩვენა, რომ დახურულ ეკოსისტემას შეუძლია ექსპერიმენტის მონაწილეების სრულად უზრუნველყოფას წყლით, ჰაერითა და საკვებით დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

3. ექსპერიმენტის დაწყება

В начале эксперимента команда была полна энтузиазма. /Фото: inquirer.com

ექსპერიმენტი 1991 წლის 26 სექტემბერს დაიწყო: კომპლექსში რვა ადამიანი დასახლდა – ოთხი კაცი და ოთხი ქალი. მათ წინაშე დადგა ხაზგარეშე რეჟიმში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ცხოვრების ამოცანა. ბუნებრივია, უშრომლად არაფერი გამოვიდოდა – მონაწილეებს უნდა ჩაეტარებინათ კვლევა და დამოუკიდებლად მიეღოთ საკვები. კოლონისტები ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას. თავდაპირველად ყველაფერი საინტერესო და უჩვეულო იყო: პირუტყვის მოვლა, ყვავილნარებში მუშაობა, ეკოსისტემების ცხოვრების დაცვა, თევზაობა, საღამოობით კომუნიკაცია, ექსპერიმენტის მიმდინარეობის განხილვა. თუმცა იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა.

4. პირველი პრობლემები

Ферма для выращивания урожая в «Биосфере-2». /Фото: hybridtechcar.com

რამდენიმე კვირის შემდეგ, ინსტრუმენტებმა კომპლექსის ჰაერში ჟანგბადის დონის თანდათანობითი შემცირებისა და ნახშირორჟანგის წილის ზრდის დაფიქსირება დაიწყეს. გათვლებით დადგინდა, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია დაახლოებით ერთ წელიწადი გაგრძელდებოდა, ატმოსფერო სიცოცხლისთვის შეუფერებელი გახდებოდა.. ამ წუთიდან ბიონატთა ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა. ისინი მთელ თავისუფალი დროს მწვანე მასების დაგროვებაზე ხარჯავდნენ, თუმცა ამან ვერ უშველათ: ჟანგბადის წილი 21 – დან 14 პროცენტამდე დაეცა, როგორც მაღალმთიანეთში. კოლონისტები ფაქტიურად იხრჩობოდნენ ჰაერის უკმარისობისგან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟანგბადის დეფიციტის გამო მათ ფაზაც კი ვერ დაასრულეს და პროექტის მენეჯმენტს ჟანგბადის გარედან მიწოდება მოუწია.

Пустыня в «Биосфере-2». /Фото: blog.trekaroo.com

ამგვარად დრამატულად შეიცვალა ჰაერი მავნე მიკროორგანიზმების, ბაქტერიებისა და მწერების კონტროლიდან გამოსვლიდან გამომდინარე. ისინი წარმოუდგენლად მრავლდებოდნენ, იწოვდნენ ჟანგბადს და ანადგურებდნენ მცენარეებს. ნათესებიც ზიანდებოდა და საკვებიც მწირი იყო.

ყველა ამ პრობლემას ფსიქოლოგიური სირთულეები კიდევ უფრო ამძაფრებდა: ექსპერიმენტის მონაწილეები შეკამათდნენ და გაიყვნენ ორ დაპირისპირებულ ბანაკად. ჟურნალისტებთან იღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ სარკის მიღმა, თუმცა ერთმანეთთან შეძლებისდაგვარად ნაკლებად საუბრობდნენ.

Колонисты питались только тем, что вырастят и приготовят сами. /Фото: hybridtechcar.com

შემეცნებითი ფაქტი: “ბიოსფერო -2” -ის თაღის ქვეშ ჰაერის ხარისხის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი ცემენტის კონსტრუქციების სიმრავლე იყო. ბეტონს გააჩნია არა მხოლოდ ტენიანობის, არამედ ჟანგბადის და ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარიც.

5. იმედგაცრუება

За урожай приходилось биться с насекомыми и вредителями. /Фото: inquirer.com

“ბიოსფეროში -2”-ში ექსპერიმენტის მონაწილეებმა ზუსტად ორი წელი გაატარეს და საცხოვრებელი 1993 წლის 26 სექტემბერს დატოვეს. ბოლო 12 თვე განსაკუთრებით მძიმე იყო ბიონავტთათვის. ზამთრის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ცა ღრუბლებით იყო დაფარული და მზის ნაკლებობა მცენარეების მიერ ჟანგბადის უკვე კრიტიკულ წარმოებას ამცირებდა. ნათესები კიდევ უფრო შემცირდა. უფრო მეტიც, მწერებმა გაანადგურეს ბრინჯის კულტურები და ხალხს მხოლოდ სტაფილოს, ტკბილი კარტოფილისა და ლობიოს ჭამა უწევდათ. ულამაზესი “ედემი”, რომელშიც ისინი შევიდნენ, მათ თვალწინ განადგურდა, ხოლო მშიერი ხალხის წონა ცხელი მზის ქვეშ თოვლივით დნებოდა.

შიგნით მიკროკლიმატი დაირღვა: ცხოველთა სამყარო მცირდებოდა, მცენარეები ლპებოდა და ხმებოდა, ოკეანის მჟავიანობა იზრდებოდა, თევზი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. უზარმაზარი ხეები მტვრევადი გახდა და ზოგი მათგანი წაიქცა. აღმოჩნდა, რომ ბუნებაში, ქარის ზემოქმედებით კუნძები ძლიერდება, თუმცა თაღის ქვეშ სხვაგვარი სიტუაცია იყო. მხოლოდ ჭიანჭველები და ტარაკნები გრძნობდნენ თავს შესანიშნავად.

К концу эксперимента экосистема совсем пришла в упадок. /Фото: arpajournal.net

„ბიოსფერო -2“ – ზე თითქმის 250 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა ექსპერიმენტმა ჩაიშალა და კითხვა, შესაძლებელია თუ არა კოსმოსში დედამიწის ანალოგის აშენება, უპასუხოდ დარჩა. ჩვენი ეკოსისტემა ძალზედ რთულია და ძალზედ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

6. “ბიოსფერო -2” -ის ახალი სიცოცხლე

ავტონომიურ ეკოსისტემასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის გამეორება იგეგმებოდა, თუმცა დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით. ამასთან, ინვესტორებმა დაკარგეს ინტერესი პროექტის მიმართ და მეორე მცდელობა არ შედგა. მეპატრონემ კომპლექსი გასაყიდად გამოიტანა და 2011 წელს „ბიოსფერა- 2“ არიზონას უნივერსიტეტმა კვლევების საწარმოებლად შეიძინა. ამჟამად ისინი შეისწავლიან ლანდშაფტის ევოლუციას, მარჯნის გაუფერულების მიზეზებსა და კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეულ სხვა პრობლემებს. კომპლექსი ღიაა საზოგადოებისთვის და მუდმივი ექსკურსიები ტარდება ტურისტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.

Экскурсия в «Биосфере-2» – ходить можно только по дорожкам. /Фото: news.cnrs.fr

შემეცნებითი ფაქტი ჩვენი რედაქციისგან: სათაურში არსებული ციფრი 2 არ მიუთითებს კვლევის ეტაპზე. ექსპერიმენტის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოსფერო ჩვენი პლანეტა დედამიწაა.