როგორ გავათბოთ სახლი გამათბობლის გარეშე: ნაქსოვი დეკორაციები

ზამთრის დადგომასთან ერთად ვიღებთ სქელ ნაქსოვ სვიტერებს, კისერზე ვიხვევთ სქელ შარფებს და ვსვამთ ცხელ ჩაის, რათა სიცივისგან თავი დავაღწიოთ. ინტერიერიც ამგვარადვეა – მეტი კომფორტი გვინდა, მაშინაც კი, თუ სახლი კარგად თბება. ატმოსფეროს სითბოთი და ჰარმონიით უფრო სრულყოფილად გაჯერებაში დაგეხმარებათ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა ნაქსოვი დეკორის ატმოსფეროში ინტეგრირება. ასეთი პროდუქტების უამრავი ვარიანტი არსებობს – მთავარია დროულად შეჩერდეთ, რადგანაც ყველაფრის მოქსოვა შესაძლებელია, რაც გულს გაუხარდება. გთავაზობთ საინტერესო იდეების ნაკრებს, ინტერიერში ნაქსოვი აქსესუარების ჩასართავად.

1. აბაჟურები

ჭაღები, იატაკის ნათურები, ბრები და მაგიდის ნათურები არა მხოლოდ სინათლის წყაროს, არამედ თანამედროვე ინტერიერის ელემენტებსაც წარმოადგენენ. ნაქსოვი აბაჟური ნათურებისათვის ახლებური იერის მიცემის საშუალებას მოგცემთ ისე, რომ სითბოსა და კომფორტზე კონცერტრირდეთ. იდეის განსახორციელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ძაფები, არამედ ნართები, ქსოვილის ზოლები, სხვადასხვა დეკორატიული სადენები. ნებისმიერი შაბლონი შესაფერისია, რაც დამოკიდებულია ოთახის სტილსა და მკერავის წარმოსახვაზე. ამრიგად, მკვრივი, რელიეფური ნაქსოვი აბაჟურები ინტერიერს სიმტკიცის ნოტებს მოუტანენ, ხოლო აჟურული ქსოვილი ოთახში რომანტიკულ განწყობას განაპირობებს.

სასარგებლო რჩევა ჩვენი რედაქციისგან: ლამპისათვის ნაქსოვი აბაჟურის ან საფარის გამოყენებისას გაითვალისწინეთ ხანძარ-უსაფრთხოება, რადგანაც ტექსტილის მასალები აალების პოტენციური წყაროა. რისკი მცირეა, თუმცა იგი მაინც არსებობს, ამიტომაც სასურველია, რომ აბაჟურების აბრები დამუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო გაჟღენთვით. არსებობს სპეციალური ფორმულირებები სხვადასხვა ტიპის ქსოვილებისთვის. მაგალითად, „ნორტექს“ ხაზში შედის შერეული, ბამბის, მატყლის ქსოვილების აალების შემაფერხებელი საშუალებები, ხოლო „ნეგორინის“ პროდუქტები იყოფა ორ ჯგუფად – ბუნებრივი და სინთეზური მასალებისთვის.

2. ბალიშები

დეკორატიული ბალიშები უმარტივესი გზაა თქვენი ინტერიერის გასანახლებად, ახალი აქცენტების დამატებით. ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია ნაქსოვი ვარიანტები: ისინი ქმნიან სიმყუდროვეს და ყოველთვის ხელსაყრელად გამოიყურებიან. შეგიძლიათ გააკეთოთ ბალიში თავად და დაამატოთ შემავსებელი ან გააკეთოთ საფარი არსებული პროდუქტებისთვის და “შეცვალოთ” ისინი ცივი ამინდის დაწყებისთანავე. ისინი ხელს შეუწყობს ინტერიერისათვის განსხვავებულ განწყობის მინიჭებას: ჭრელი ნაქსოვი წარმოშობს ყოფითობის ეფექტს, გლუვი ნაქსოვი კი მყუდრო ელეგანტურობას.

3. პლედები

თბილი პლედი, რომელიც შეგიძლიათ ტანზე მოიხვიოთ, ზამთრის სეზონზე სავალდებულოა. საკუთარი ხელით ნაქსოვი კი იქნება ძალიან კომფორტული და, რაც მთავარია, უნიკალური, ერთ ეგზემპლარად. საბნის გაკეთებას დიდი გამოცდილება არ სჭირდება, საკმარისია იცოდეთ ქსოვის ჩვეული ტექნიკა და მოითმინოთ. მარტივი ზოლებიანი ნაქსოვი საბანიც კი ძვირფასად გამოიყურება ძვირადღირებული მოცულობითი ძაფებისა და ლამაზად შერჩეული ფერიდან გამომდინარე. ასევე შეგიძლიათ მოუშვათ ძველი სვიტერები და მოქსოვოთ პატარა კვადრატები და შემდეგ ერთ ნაწილად შეაერთოდ. მიიღებთ პეჩვორკის სტილის ორიგინალურ პლედს.

4. გადასაფარებლები რბილი ავეჯისთვის

თქვენი რბილი ავეჯის განახლების უმარტივესი გზაა გადასაფარებლის გატანა ან ახალი გადასაფარებლების შეკერვა. ზამთარში კი ნაქსოვი “განახლება“ განსაკუთრებით შესაფერისი იქნება, რაც ატმოსფეროს ნამდვილად შინაური იერით აღავსებს. დასაწყისისათვის შეგიძლიათ სცადოთ გადასაფარებლის დამზადება სკამის ან პუფისათვის. შემდეგ უფრო დიდ პროექტებზე იფიქრეთ: დივანსა და სავარძლებს გადააკარით. ასეთი “განახლებული” ინტერიერი შეიძენს განსაკუთრებულ სულიერებას და ყინვაგამძლე საღამოებს წიგნითა თუ ცხელი ჩაის ჭიქით კომფორტით აღავსებს.

5. ხალიჩები

ნაქსოვი ხალიჩები შესანიშნავად გამოიყურება ქალაქის ბინისა თუ აგარაკის ინტერიერში. ოვალური, მრგვალი, კვადრატული, მართკუთხა ან არასტანდარტული ფორმები, ისინი ატმოსფეროს ბევრად  უფრო კომფორტულს ხდიან და ორგანულად ერგებიან სხვადასხვა სტილს. პასტელის ფერთა მქონე ხალიჩები დაგეხმარებათ ოთახის მინიმალისტური დიზაინის სიმძიმის შერბილებაში, ხოლო მრავალფეროვანი ხალიჩები თანამედროვე სტილში შემუშავებულ ინტერიერს დამაჯერებელ ელფერს შესძენს. ნაქსოვი პროდუქტები იატაკის გადასაფარად ასევე წარმატებით ავსებს ქანთრი, ლოფტ, ეკო, პროვანს და ბოჰო სტილებს.

6. გობელენები

გობელენებს გასულ საუკუნეებთანაა დაკავშირებული, თუმცა მოდა ციკლურია და დღეისათვის ტექსტილის დეკორი ორგანულად ჯდება თანამედროვე ინტერიერში. ეს შესაძლოა მთელ კედელზე გაშლილი ნებისმიერი ტექსტურის ტილო: ჰაეროვანი – აჟურული ნიმუშებით, ლაკონური – გლუვი ქსოვილით, მოცულობითი – ჭედური ლენტებითა და სხვა ამოზნექილი ელემენტებით. პატარა გობელენი ასევე იქცევა ლამაზ დეკორატიულ აქცენტად. იგი შესაძლოა ჩამოკიდოთ ხის ჯოხზე ან ნახატივით ჩარჩოში მოაქციოთ.

7. შესანახი კალათები

ორგანაიზერი არასდროსაა ზედმეტი, ხოლო ნაქსოვი კალათები ინტერიერში კუთვნილ ადგილს დაიკავებენ. ისინი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ზომის და მათი დამზადება არც ისე რთულია. კალათები ადვილად ირეცხება და მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერ ოთახში, როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოში. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების შენახვა: საბნებიდან და სათამაშოებიდან დაწყებული სხვადასხვა წვრილმანი ნივთებით – კოსმეტიკური საშუალებებით, საკანცელარიო ნივთებით, ხელსაქმის აქსესუარებით და სხვა ნივთებით დამთავრებული.

8. შალითები ჭიქებისა და ჩაიდნებისთვის

შალითები ჩაის ჭურჭლისთვის შესანიშნავი ზამთრის აქსესუარებია კომფორტისა და სითბოს შესანარჩუნებლად. მათი მოქსოვა ადვილია, თუმცა ხელით ნაკეთ ვარიანტებს ორიგინალობის განსაკუთრებული ხიბლი გააჩნიათ. მათი გაფორმება შესაძლებელია უბრალოდ ნაქსოვი ნიმუშებით, ან მძივებით, ღილებითა და სხვა დეკორატიული ელემენტები შევსებით.

9. სხვადასხვა კონტეინერების შალითები

ნაქსოვი დეკორის კლასიკა სხვადასხვა კონტეინერების შალითებია. ჩვეულებრივი ქილა მშვენიერ ორგანაიზერად იქცევა აჟურულ “ფორმაში” გამოწყობის შემდეგ, ხოლო ნაქსოვი შალითით მირთმეული ღვინის ბოთლი სუფრასთან ატმოსფეროს ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

ცეცხლის მაგია ეხმიანება ნაქსოვი ნივთებით გამოსხივებულ სითბოს, ხოლო ნაქსოვი დეკორი ჰარმონიულად ავსებს გამჭვირვალე ფინჯნებისაგან დამზადებულ შანდლებს. ნაქსოვი ვარიანტი შესანიშნავად გამოიყურება და ქმნის დაქვეითებულ, დიფუზურ სინათლეს.

10. ყვავილების ქოთნების შალითები

ძველი ქოთნების განახლება მარტივადაა შესაძლებელი ნაქსოვი შალითების გამოყენებით. თუკი დიზაინს ფანტაზიით მიუახლოვდებით და ფერთა გამას შეარჩნევთ, რომელიც ჰარმონიაში იქნება ოთახის დეკორთან, აქსესუარი გახდება ორიგინალური, რაც ინტერიერს სტილით აღავსებს. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო სანახაობრივად გამოიყურება შალითა. ნაქსოვი ვარიანტის შემთხვევაში იატაკის ყვავილების ქოთნები ინტერიერის განსაკუთრებით ექსპრესიულ აქცენტად იქცევა.