როგორ ავიდეთ ლიფტით ისე, რომ სართულებზე არავინ დაგვემატოს

კარანტინის პერიოდში ისეთი ადგილებისათვის გვერდის ავლა დავიწყე, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანი იკრიბებოდა. თუ ვახერხებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაგიერ ფეხით მივდივარ. ხალხმრავალ ღონისძიებას ტყეში გასეირნებას ვამჯობინებ. თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელთა გვერდის ავლა ფიზიკურად არ გამოდის, ამის კარგი მაგალითია ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში არსებული ლიფტები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ზემო სართულებზე ფეხით ახვიდეთ, მაგრამ თუ ოფისი მე-15 სართულზეა, საკმაოდ გაგიჭირდებათ. სახლშიც მე-9 სართულზე მძიმე ჩანთებით ასვლა მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა ამ შემთხვევებისათვის არსებობს გარკვეული ხრიკები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ რატომ უნდა დააჭიროთ ლიფტის მგზავრობისას თითი ერთდროულად ორ ღილაკს და მგზავრობის ბოლომდე არ აუშვათ.

ლიფტი საცხოვრებელ სახლში

წარმოიდგინეთ: იძახებ ლიფტს, დიდხანს ელოდები. შემდეგ, როგორც იქნა, მოდის და შედიხარ მასში, მეათეზე უნდა ახვიდე, მაგრამ გზად ყოველ სართულზე აჩერებს და მგზავრები მუდმივად ემატება. მეათამდე უკვე 2-3 ადამიანი კი არა, უკვე 7 და შეიძლება 9-ც კი მოდის.

საბოლოო ჯამში მცირე სივრცეში საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანი იყრის თავს. მოდით აღარ გაგაწავლებთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ამ ხრიკის შესახებ დაახლოებით ნახევარი წლის წინ ვისწავლე. იმისათვის, რომ ლიფტი სასურველ სართულამდე გაჩერების გარეშე მივიდეს, საჭიროა სართულისა და კარის დაკეტვის ღილაკს თითი ერთდროულად დააჭიროთ და მზაგვრობის ბოლომდე არ აუშვათ. ამ შემთხვევაში ლიფტი რომელ სართულზეც არ უნდა გამოიძახონ, მაინც არსად გაჩერდება.

ლიფტის ზოგიერთ მოდელში შეგიძლიათ აღნიშნულ ორ ღილაკს მხოლოდ 10-15წუთი დააჭიროთ. ძველ ლიფტებში აღნიშნული ხრიკი მუშაობს, ლიფტის გამოშვების თარიღზეა დამოკიდებული. ისე ჩემს ერთ მეგობარს ძალიან ეშინია ძველი ლიფტების გამოყენების, ამბობს, რომ ის დიდი ალბათობით ჩაწყდება, მე კი პირიქით ვფიქრობ რომ ძველი ლიფტები ბევრად საიმედოა.

მინდა აღვნიშნო, რომ ადრე ამ ხრიკს არ ვიყენებდი: ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ზოგი ჩქარობს და სადმე უნდა მიასწროს. თუმცა პამდენიის დროს იზოლაცია ყველასთვის სასარგებლოა.

ასევე მსურს მეორე ხრიკის შესახებაც მოგიყვეთ, რომელიც მაშინ დაგეხმარებათ თუ ლიფტიდან მძიმე ტვირთის გამოზიდვა გიწევთ ან მასში ძალიან ბევრი ადამიანია და კარის დაკეტვამდე გამოსვლას ვერ ასწრებს. ამ შემთხვევაში საჭიროა ლიფტის გაღების ღილაკს 10-15წამით დააჭიროთ, მაშინ ის აღარ დაიკეტება თუნდაც მასში არსებული ტვირთის წონა 15-25კილოგრამი იყოს. მეტიც! თუნდაც სულ ცარიელი იყოს, 60წამი მაინც არ დაიხურება.

რჩევა რედაქციისაგან

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეტიკეტის წესებში საერთოდ არ წერია რომ ლიფტში ვინმე წინ უნდა გაატაროთ. აი, რაც შეეხება გამოსვლას, პირველ რიგში, გზა ქალბატონებს უნდა დაუთმოთ – ლიფტი კვლავ ყველაზე სახიფათო ტრანსპორტის სახედ ითვლება. თუმცა დღევანდელობაში ის მოსაზრებაც ხშირია, რომ პირველი ის უნდა გამოვიდეს, ვინც კართან ყველაზე ახლოსაა.

ზემოთ მოთხრობილი ხრიკის დახმარებით, შენთვის ლიფტი სახიფათო ადგილი აღარ იქნება, სადაც შესაძლოა საშიში ვირუსით დაინფიცირდე. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ ხრიკის ბოროტად გამოყენებაც არაა სწორი საქციელი.

იცოდით ამ ხრიკის შესახებ? გამოიყენებთ?