როგორ ამოვიღოთ დაჟანგული ლურსმნები სხვადასხვა მასალიდან

მეტალის ნებისმიერი ნაკეთობა შეიძლება დაჟანგდეს, მათ შორის ხეში ჩარჭობილი ლურსმანიც. ამგვარი შედეგის დადგომის შემთხვევაში გართულდება ნებისმიერი დაჟანგებული მეტალის ნაკეთობის ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ხეზე და არა ლითონსა თუ კუთხვილზე. ამისდა მიუხედავად რთული იქნება ჩაჟანგებული ლურსმნის ამოღება იმის ცოდნის გარეშე, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სახრახნისისთვის ბევრად მარტივად ამოსაღები გახადოთ იგი.

ჟანგთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ისაა, რომ მჟავის ზემოქმედებით, იგი მნიშვნელოვნად ართულებს ნებისმიერ მოქმედებას. საქმე განსაკუთრებით რთულდება ნებისმიერი სახის ლითონის კონსტრუქციის შემთხვევაში. ამასთან, პრობლემა მარტივად არც მაშინ გვარდება, როდესაც საქმე ხრახნებით აწყობილ ხის მასალას ეხება. ხრახნი იმავე მიზეზებიდან გამომდინარე იჟანგება, რითაც ქანჩიანი ჭანჭიკები-ნესტისა თუ წყლის პირდაპირი შეღწევის გავლენით. უარეს შემთხვევაში დაჟანგებული ხრახნი შესაძლოა უბრალოდ გატყდეს ხეზე შერჩეს. ასეთ შემთხვევაში მისი მოშორება ნამდვილ თავგადასავლად გექცევათ.

ხეში მეტალის ნაკეთობის ჩაჟანგვის პრობლემას ის ფაქტიც ართულებს, რომ ეს უკანასკნელი ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით შრება და ფართოვდება, რაც კიდევ უფრო მეტად აძნელებს მის ამოღებას. იმისათვის, რომ ხესა და ხრახნზე ზემოქმედება მეტად გაიმარტივოთ, აუცილებელია გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები. მხოლოდღა სახრახნისითა და ბურღა სახრახნისით ვეღარ მოაგვარებთ პრობლემას.

დავალების შესრულებაში ხელს შეგიწყობთ შესაფერისი საპოხი, შეღწევადი საშუალებები. ასეთი საშუალებების თვალსაჩინო წარმომადგენელია პოპულარული საავტომობილო საპოხი WD-40. ამასთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა თხევადი ნივთიერებაც. საბადნიეროდ, ამ ბაზარზე უამრავი ანალოგიაა.

პირველ რიგში საჭიროა ხრახნის თავი ისე გაასუფთავოთ, რომ მასზე სათანადოდ მოერგოს სახრახნისისა თუ ბურღა სახრახნისის თავი. ამ პროცესის განუხორციელებლობის შემთხვევაში ლურსმნის თავის მოცვეთის რისკი ბევრად გაიზრდება. ამის შემდეგ აუცილებელია ოდნავ ამოსწიოთ იგი და კუთხვილის ქვეშ რამდენიმე მხარეს წაუსვათ ნივთიერება. თუ საქმე რთულად წარიმართება, მაშინ ნელნელა უნდა განაგრძოთ ამოღება და თითოეულ ნაბიჯზე უნდა წაუსვათ კუთხვილს საპოხი. მორიგი გაპოხვის შემდგომ დაიცადეთ ერთი-ორი წუთი, სანამ ხე ნივთიერებას არ შეიწოვს.