როგორ გავაქათქათოთ ფანჯრის რაფა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

პლასტმასის ფანჯრის რაფებს ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ: ისინი დროთა განმავლობაში ისე ბინძურდება, რომ შეუძლებელი ხდება მისი პირვანდელი იერსახის მხოლოდ სველი ტილოთი და ღრუბლით დაბრუნება. პლასტმასის ფანჯრის რაფის დასუფთავების პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ “მძიმე არტილერია”, რომელშიც სპეციალური სარეცხი საშუალებები მოიაზრება. მათი გაკეთება საკუთარი ხელით შეგიძლიათ ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისაგან.

რა დაგჭირდებათ: საპონი, კბილის ფხვნილი, სოდა, წყალბადის ზეჟანგი

პლასტმასის ფანჯრის რაფის ჭუჭყისაგან გასუფთავება ორი ეტაპისაგან შედგება: მოსამზადებელი და გადამწყვეტი. პირველი მოიცავს ზედაპირის წმენდას, მეორე კი სპეციალური საშუალების მომზადებასა და გამოყენებას. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების გარდა მოგიწევთ ტილოების, ღრუბლებისა და ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების მომზადება.

პირველ ყოვლისა, ჩვეულებრივი საპნის (ან სარეცხი საშუალების) და სველი ღრუბლის გამოყენებით უნდა მოაცილოთ ჭუჭყის ზედა ფენა. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უნდა გახეხოთ ფანჯრის რაფა, გაასუფთავოთ სველი ტილოთი, ხოლო შემდგომ უნდა გააშროთ. უნდა დაელოდოთ ფანჯრის რაფის გაშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადახვიდეთ მეორე ეტაპზე.

ამრიგად, უნდა მოამზადოთ საწმენდი საშუალება: კონტეინერში უნდა აურიოთ 1 ს.კ. კბილის ფხვნილი, 2 ს.კ.  სოდა და იმდენად უნდა დაამატოთ წყალბადის ზეჟანგი, რომ შედეგად პასტისმაგვარი ნივთიერება მიიღოთ. შემდეგ პულვილიზატორში ჩასხმული წყლთ უნდა დაასველოთ პლასტმასის ფანჯრის რაფა, რის შემდეგაც მომზადებული შემადგენლობა უნდა წაუსვათ სველ ზედაპირზე.

5 წუთი უნდა დაელოდოთ და შემდგომ ღრუბლით კიდევ რამდენიმე წუთი უნდა ხეხოთ. ჭუჭყი სწრაფად და მარტივად მოცილდება. საჭიროღა იქნება სუფთა, სველი ტილოთი პასტის მოშორება და ფანჯრის რაფის ხელახალი მშრალი წმენდა.