როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივრიდან

მაცივარში ყოველდღიურად მრავალნაირი სუნი ირევა ერთმანეთში და სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი არც ისე სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა რომელიმე საჭმელი გავიწყდებათ და ფუჭდება, სუნი შესაძლოა შეწოვილ იქნეს და დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაანიავოთ. ყველაზე ცუდი ვარიანტია, როცა მიდიხართ შვებულებაში და სახლში საჭმლით გადავსებული მაცივარი გავიწყდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამიზნულად თუ გაუმიზნავადაა გამოერთებული კვების წყაროდან. ასეთ შემთხვევაში მძიმე არტილერია უნდა ჩართოთ ბრძოლაში. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რჩევათა ზღვას ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, როგორც უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ასევე მისი აქტიურად მოშორების მიზნითაც კი.

1. შემოწმება

პირველ რიგში, უნდა მიაგნოთ უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზს. ეს შეიძლება იყოს რომელიღაცა პროდუქტი და ერთდროულად რამდენიმეც კი. მაცივარს გამორთვის შემთხვევაში დახურულ მდგომარეობაში კიდევ ოთხი საათის განმავლობაში შეუძლია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება. მეტი დროის გასვლის შემდგომ მოკლევადიანი და მალფუჭებადი საკვები გადასაგდები გაგიხდებათ.

სასარგებლო რჩევა: მაცივრები გაყინვის სისტემის გარეშე დაუგეგმავ გალღობას საჭიროებენ.

2. დეზინფექცია

თუ მაცივარს ძალზედ უსიამოვნო სუნი აქვს, მაშინ აუცილებლად უნდა მოახდინოთ მისი დეზინფექცირება. ამ ცხოვრებისეულ ხრიკს დამატებითი პლუსი აქვს-ყველა მიკრობის მოშორება. მაცივრის კამერის შიდა ნაწილის დასამუშავებლად უნდა შეურიოთ 4 ლ. წყალი და 1 ს.კ. ქლორიანი მათეთრებელი. მიღებული ხსნარით ყველაფერი გაასუფთავეთ, გააჩერეთ 20-30 წუთი, ხოლო შემდგომ სუფთა წყლით გარეცხეთ.

3. კონტეინერებისა და ჭურჭლის დამუშავება

პლასტმასის კონტეინერებს ახასიათებთ სუნის შეწოვა. ეს მინუსი ხის, ქაღალდის ელემენტებისთვისაცაა დამახასიათებელი. შეფუთვაში არსებული ყველა ზედმეტობა უნდა გადააგდოთ. ყველაფერი დანარჩენი უნდა გარეცხოთ ცხელ საპნიან წყალში ან წყალში არეული ნახევარი ჭიქა სოდის ხსნარში. ამდაგვარად შეიძლება დამუშავდეს მაცივრის ყველა მოსახსნელი ელემენტი თაროების, ბოთლების, კვერცხების სადგამების და ა.შ. ჩათვლით.

4. ეფექტური საშუალება ძლიერი სუნის საწინააღმდეგოდ

თუ მაცივარში საკმაოდ მძაფრი სუნია და უბრალოდ თაროების გარეცხვით ვერ აშორებთ, მაშინ უფრო ძლიერმოქმედი საშუალების გამოყენება მოგიწევთ. ამისათვის უნდა შეურიოთ ღვინის ან სუფრის 9%-იანი ძმარი წყალს ნახევარი მოცულობით. ამ სითხის გამოყენებით შეძლებთ ნებისმიერი ზედაპირის გასუფთავებას, გარდა პლომბირებული რეზინისა, რამდენადაც იგი დაზიანდება და უწინდებურად ზედმიწევნით ვეღარ შეასრულებს თავის დანიშნულებას. ძმართან დაკავშირებული ცხოვრებისეული ხრიკი უნდა გამოიყენოთ გაღებულ გამორთულ მაცივარზე, რათა თავად ძმრის ყველანაირი ზედმეტი სუნი და არომატი სასწრაფოდ გაქრეს. გასანიავებლად უმჯობესია ფანჯრის გაღება.

5. ჭუჭყის მოშორება

სოდა მშვენივრად უმკლავდება მსუბუქ უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, ასევე კარგად წმენდს ჭუჭყს. ამიტომაც, თუკი მაცივარში რამე დაიღვრება და გაიყინება, მაშინ რეკომენდებულია 1 ლ. წყლისა და 1/4 ჭიქა სოდის ხსნარის მომზადება. მაცივრის შიდა ნაწილის გასასუფთავებლად გამოიყენეთ რბილი ღრუბელი. გაწმენდის შემდეგ ყველაფერი უნდა გაასუფთაოთ სველი, სუფთა ნაჭრით.

6.  სასიამოვნო და ეფექტური გზა

მაცივრიდან ძლიერი სუნის მოშორებასა და მასში სასიამოვნო არომატის დაყენებაში დაგეხმარებათ ლიმონი და ლიმონმჟავა. ამისათვის საჭიროა ჩაასხათ 1/2  პაკეტი ლიმონმჟავა 2ლ. წყალში და აურიოთ, ანდაც ნახევარი ლიმნით ჩაანაცვლოთ. ნახევარი ლიმნით შესაძლებელია თაროების გახეხვაც კი, თუკი პლატსმასს სუნი ძლიერად გაუჯდება.

7. სადრენაჟო ხვრელის გაწმენდა

თუკი მაცივარში უსიამოვნო სუნის წყაროს ვერ ამოიცნობთ, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ სადრენაჟო ხვრელი. საჭიროა დროდადრო ამ პროცედურის ჩატარება იმისათვის, რომ მაცივარი საფუძვლიანად გაიწმინდოს. სადრენაჟო ხვრელში შეიძლება სოკო გაჩნდეს ანდაც უბრალოდ აშმორებული წყლის საშინელი სურნელი შეიძინოს. სადრენაჟო ხვრელი ხშირად გვხვდება მაცივრის უკანა კედლის შუაში, თუმცა მისი ზუსტი ამოცნობა მხოლოდ ინსტრუქციის გამოყენებითაა შესაძლებელი. სადრენაჟო ხვრელის გაწმენდაში დაგეხმარებათ ხის შამფურები, ასევე სუნის საწინააღმდეგო ნებისმიერი ხსნარი, რომელიც შეგიძლიათ ჩაასხათ სარწყავისა თუ ოყნის გამოყენებით.

8. უსიამოვნო სუნის თავიდან აცილება

აქტივირებული ნახშირი უსიამოვნო სუნის შესანიშნავი შთანმთქმელია. მოშორებისა თუ თავიდან აცილებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრანულები ან ტაბლეტები, რომელიც უნდა შეინახოთ მაცივრის ცენტრში მოთავსებულ ქვესადგამზე ანდაც შეახვიოთ ტილოს ტომარაში.  აქტივირებული ნახშირი იაფფასიანი საშუალებაა, რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც აფთიაქში, ასევე ზოომაღაზიაში. სასიამოვნო ბონუსი: აქტივირებული ნახშირი არის არასასიამოვნო სუნის მრავალჯერადი შემწოვი. განახლებისათვის ტაბლეტები შეგიძლიათ შედგათ ღუმელში 20 წუთით და გაათბოთ 180 გრადუსამდე.

9. ფხვიერი დეოდორები

უსიამოვნო სუნის შეწოვა უამრავ ფხვიერ პროდუქტს შეუძლია. მაგალითად, მაცივარში ჯვრიის ფაფა თუ ბრინჯი საკმაოდ ძლიერმოქმედია. შესანიშნავი ეფექტის მიღწევაში ასევე დაგეხმარებათ შაქრით სავსე დოლბანდის ტომარა. შემავსებლები დროდადრო ახლით უნდა შეცვალოთ.

10. არომატიზაციის სხვა მეთოდები

დაფქული ყავა საკმაოდ კარგად უმკლავდება უსიამოვნო სუნს. ყავის არომატი ვრცელდება მთელს მაცივარში, ხოლო შემდგომ დაფქცული მარცვლები ყველა უცხო სუნს შეიწოვენ. ჭვავის პურის ნატეხიც ეფექტურად უმკლავდება უსიამოვნო სუნს. უმჯობესია პატარა კუბიკებად დაჭრათ. თუ ეს პროდუქტები ხელთ არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ ახლადდაჭრილი უმი კარტოფილის ნახევარი ნაწილი გამოიყენოთ.

და საერთოდ კულინარიაში არსებობს ისეთი საჭმელები და ისეთი რეცეპტები, რომელთა საკუთარი ხელით არ ღირს და უმჯობესია მაღაზიაში შეიძინოთ.