როგორ შევაკეთოთ ყვითელი ლაქები ჭერზე, წყლის ჩამოსვლის შემდეგ

თუ მეზობლებისაგან ბინაში შემთხვევით წყალი ჩამოგივათ და ჭერზე უსიამოვნო ყვითელი ლაქები გაჩნდება, ნუ იჩქარებთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ სახლის დატბორვისაგან დატოვილი კვალის აღმოფხვრას, მით უფრო ეფექტურად შეძლებთ ჭერისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას. გარდა ამისა, თუკი დროულად არ აღმოფხვრავთ ამ პრობლემას, შესაძლოა იგი სოკოთი და ობით დაიფაროს. ჩვენი რედაქცია გასწავლით,თუ როგორ მიანიჭოთ ჭერს ახალი სიცოცხლე სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

ყვითელი ლაქების მოშორება შეთეთრებულ ან შეღებილ ჭერზე

პირველი ნაბიჯია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. შემდგომ ჭერის მთელ ზედაპირს რეზინის ჩაქუჩით უნდა დაუაროთ. ამდაგვარად შეძლებთ განსაზღვროთ მასალების განშრევების დაფარულ ადგილებს. ამა თუ იმ მეთოდის არჩევანი დაზიანების მასშტაბზეა დამოკიდებული. მცირე ადგილები შეგიძლიათ შეღებოთ ან გადაათეთროთ. რთულ სიტუაციებში კაპიტალური რემონტის გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებთ პრობლემის მოგვარებას. მოდით განვიხილოთ ყველა ვარიანტი უფრო დეტალურად.

1. გასუფთავება “გამათეთრებლის” გამოყენებით

ქლორიანი საშუალება ასევე ზედგამოჭრილია მცირე დაზიანებისთვის. მნიშვნელოვანია ოთახის კარგად განიავება. მუშაობის დროს აუცილებლად გახსენით ფანჯრები, ატარეთ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ტოქსიკურმა ორთქლმა მოგწამლოთ.

თავდაპირველად ლითონის სპატულით გაწმინდეთ დაზიანებული ადგილები. შუშის ჭურჭელში ჩაასხით “გამათეთრებელი” (გამოსადეგია მათეთრებელი ან ტუალეტის საწმენდი საშუალებაც). დაასველეთ ღრუბელი ქლორის შემცველ ხსნარში და ლაქაზე დაადეთ. შეწოვითი მოძრაობებით გადაუარეთ ლაქებით დაფარულ მთელ ზედაპირს. როგორც კი “გამათეთრებელი” გაშრობას დაიწყებს, ლაქებიც თანდათან გაღიავდება. თუ დამუშავება საკმარისი არ იქნება, გაიმეორეთ მანიპულაციები მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. დაბოლოს, ჭერი შეღებეთ ან გადაათეთრეთ.

2. შეღებვა ან გათეთრება

ყვითელი ლაქების დაფარვის უმარტივესი გზა. ეს ვარიანტი გამოსადეგია, თუ ჭერზე არსებული თაბაშირი წყლისგან არაა დაზიანებული. ჯერ გაასუფთავეთ საფარის ძველი ფენა. სითეთრის თანაბრად მოსაშორებლად ჭუჭყიანი ადგილები წებოთი უნდა დაამუშავოთ, რომლის მომზადებაც შეგიძლიათ 3 ს.კ. ფქვილითა და 6 ლიტრი წყლით.

შემდეგი ეტაპია ჭერის გრუნტირება. იგი უზრუნველყოფს ძველი საფარის ახალ საფართან უკეთეს გადაბმას. შემდეგ დაიტანეთ გამათეთრებელი ან წყალზე დამზადებული საღებავი. საღებავი საშუალება სქელი და მკვრივი ფორმით შეარჩიეთ, რათა ყვითელი ლაქები ახალ ფენაზე უკვე აღარ გამოჩნდეს.

3. ხალხური მათეთრებელი

საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ნაცვლად გამოიყენეთ ხელთ არსებული საშუალებები. ერთმანეთს შეურიეთ ლიმონმჟავა და დაფხვნილი ცარცი 1: 2 თანაფარდობით. დაამატეთ გლიცერინი სქელი, ფაფისმაგვარი მასის მისაღებად. მიღებული ნარევით დაამუშავეთ ყვითელი ლაქები და გააჩერეთ 60 წუთის განმავლობაში. შემდეგ წყლთ ჩამორეცხეთ მიმხმარი საშუალება.

4. მექანიკური დამუშავება

გაასუფთავეთ ლაქები ლითონის სპატულით. თუ კვალი ღრმა აღმოჩნდება, ზემოდან წაუსვით საბოლოო საგოზავის თხელი ფენა. შემდეგ მოახდინეთ ჭერის გრუნტირება და მთლიანად გასაშრობად დატოვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მასალები ერთმანეთისაგან განშრევდნენ. შემდგომ ჭერზე წაუსვით გამათეთრებელი ან საღებავი.

5. კაპიტალური რემონტი

თუ წყლის ჩამოსვლამ დააზიანა არა მხოლოდ დეკორატიულ ფენა, არამედ თაბაშირიც კი, მოგიწევთ კაპიტალური რემონტის გაკეთება. მნიშვნელოვანია დაიცვათ მოქმედებათა სწორი თანმიმდევრობა. პირველ რიგში, განიერი სპატულით მოაშორეთ ძველი საღებავი და ნესტიანი თაბაშირი. თუ მუშაობის პროცესში წააწყდებით შიშველ არმატურას, ისიც უნდა გაწმინდოთ, შემდეგ კი საღებავის რამდენიმე ფენით დაფაროთ. უნდა დაელოდოთ ჭერის მთლიანად გაშრობას.

შემდგომ გამოიყენეთ ღრმა შეღწევადობის გრუნტი ზედაპირის ცხიმისაგან გასათავისუფლებად და შემდგომი დასრულებისთვის მოსამზადებლად. მომდევნო ეტაპია ფენის გასაზრდელად საბოლოო საგოზავით დამუშავება. დატოვეთ მანამ, სანამ მასალა სრულად არ მიემაგრება ზედაპირს. გამხმარი თაბაშირი უნდა გაწმინდოთ ზუმფარით და გრუნტით დაფაროთ. საბოლოო ეტაპია ჭერის შეღებვა ან რამდენიმე ფენად გათეთრება.

ყვითელი ლაქების გათეთრება ჭერის სხვადასხვა სტრუქტურაზე

1. დაჭიმული ჭერი

მოხსენით საყრდენი სამაგრები გაჟონვის კუთხესთან რაც შეიძლება ახლოს მდებარე ადგილიდან. გადაკეცეთ დაჭიმული ბრეზენტი და გადაწურეთ დაგროვილი სითხე. შემდეგი, ფრთხილად გაწმინდეთ გაჟღენთილი თაბაშირი, რათა სტრუქტურა არ დაზიანდეს. გაშრეს დამუშავებული ადგილები სამშენებლო ფენით და თავდაპირველ ადგილზე ბრეზენტი სამაგრებით დააფიქსირეთ. არასდროს დაჩხვლიტოთ ჭერი სითხის გადასაღვრელად. მაღალი წნევის გამო, მცირე ხვრელი შეიძლება იქცეს უზარმაზარ ნახვრეტად და კონსტრუქციის მთლიანად შეცვლა მოგიწიოთ.

2. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია

აიღეთ ბასრი დანა ან სახრახსნისი და გახეხეთ თაბაშირ-მუყაოს ფურცელი, რათა სითხისაგან დაცალოთ. ფრთხილად გააფართოვეთ ნახვრეტი და შეაფასეთ დაზიანების ზომა. თუ თაბაშირ-მუყაო არაა გასიებული და დაკაკუნების დროს ზარის ხმა გესმით, ესე იგი ჭერის საფარი დეფორმირებული არაა. ამ შემთხვევაში საკმარისია გაჟონვის გამოშრობა, ხვრელის თაბაშირით დალუქვა, გრუნტირება და შეთეთრება. თუ მასალა გაბერილია და დაკაკუნების დროს ყრუ ხმა ისმის და ჩაღრმავებები რჩება, საჭირო ხდება ფურცლების გამოცვლა.

3.  პრიალა ჭერი

ასევე აუცილებელია ტილოს ჭერის დაკეცვა, სითხის გადინება და გადასაკრავის დაფიქსირება თავდაპირველ ადგილას. მოამზადეთ ხსნარი 2 ს.კ სპირტით, 1 ლიტრი წყლით, დაასველეთ მასში ღრუბელი და გადაუსვით ლაქებს. მკაცრად იკრძალება უხეში ჯაგრისების ან ჩვრების, მჟავის შემცველი ნივთიერებების, ქლორის ან ტუტის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭერი საბოლოოდ დაზიანდება.

4.  ქსოვილის ზედაპირი

თუ ჭერი ქსოვილისგანაა დამზადებული, მცირე ლაქების მოშორება კალცინირებული სოდითაა შესაძლებელი. გახსენით პროდუქტი წყალში და მიიყვანეთ სქელ ფაფისებრ მასამდე და დაიტანეთ დასვრილ ადგილებზე. დატოვეთ ნივთიერება მთლიანად გასაშრობად, ჩამორეცხეთ თბილი წყლით და ჭერი რბილი ქსოვილით გაამშრალეთ. თუ წმენდა უშედეგო იქნება, მთელი ზედაპირი დისპერსიული საღებავით დაამუშავეთ.