რატომ აშენებდნენ ამერიკაში მანეკენების ქალაქს: ადგილი, სადაც მხოლოდ თოჯინები ცხოვრობენ

გასული საუკუნის შუა ხანებში, ორ ზესახელმწიფოს შორის მომხდარ დაპირისპირებათა კასკადის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბირთვული იარაღის შექმნა და ტესტირება იყო. საცდელ ბირთვულ აფეთქებას სასურველი შედეგები გამოეღო, აუცილებელი იყო პოლიგონის რეალურ დასახლებულ პუნქტთან  მაქსიმალურად მიმსგავსება. სწორედ ამ მიზნებისთვის შეიქმნა ქალაქი, საკმაოდ შემზარავი სახელით დუმ-თაუნ და მისი ერთადერთი მაცხოვრებლები იყვნენ… მანეკენები.

ამ რეალურად საშინელი ქალაქის ისტორია დაიწყო ცივი ომის დაჩქარებით, 40-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში. მაშინ დაიწყეს ბირთვული იარაღის რეგულარული ტესტირებების ჩატარება, რომლის მოქმედების მთავარ ადგილს ნევადის შტატი წარმოადგენდა. სწორედ იქ გადაწყდა სინამდვილეში რეალობასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ტიპიური ამერიკული ქალაქის ასლის აშენება. გარდა ამისა, აშენებულ იქნა ევროპული ტიპის შენობები, აგრეთვე ნატოს და ვარშავის პაქტის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საფორტიფიკაციო ნაგებობები.

ბირთვული ტესტირებისათვის განკუთვნილ ქალაქს საკმარისად ადეკვატური სახელი – “Doom town” უწოდეს, რაც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “როკის ქალაქი” ანდაც “დაწყევლილი ქალაქი”. ბირთვული იარაღის მიერ წარმოქმნილი აფეთქების ტალღის და გამოსხივების ეფექტის შესწავლის მიზნით აღმართულ იქნა სხვადასხვა მასალისაგან აგებული საცხოვრებელი კორპუსები. ასევე შექმნეს ტიპიური ურბანული ინფრასტრუქტურის მსგავსი რამ: რამდენიმე კილომეტრიანი საავტომობილო გზა, ბენზინგასამართი სადგურები და ქარხნების საამქროებიც კი.

სამხედრო მშენებლებმა შეძლებისდაგვარად ზუსტად შექმნეს იმ დროისთვის დამახასიათებელი სახლების ინტერიერი, აამოძრავეს მანქანები და თავად ბინები “დაასახლეს” უფროსი ადამიანებისა და ბავშვების მანეკენებით, რომელთაც ასევე კოსტიუმები და კაბები ეცვათ, მაგრამ პლასტმასის “ბინადრები” უბრალოდ სახლებში არ ეყარნენ – მათ სვამდნენ მაგიდებთან და სკამებთან, აწვენდნენ საწოლზე და ადამიანთათვის ყველაზე ბუნებრივ პოზებს აძლევდნენ. ამრიგად, Doom Town-ის შემქმნელებმა სცადეს რაც შეიძლება მეტად მიემსგავსებინათ ეს ტერიტორია რეალობასთან, ხოლო მანეკენები ამერიკის ჩვეულებრივი მოქალაქეების უზუსტეს სიმულაციებად ექციათ.

ყველა ეს მოსამზადებელი ღონისძიება განხორციელდა ოპერაცია „ბარიერის“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, შეძლებდა თუ არა ტიპიური ამერიკული ქალაქის მოსახლეობა მათი სახლებიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში განხორციელებული ბირთვული ბომბის აფეთქების გადატანას და შეძლებდნენ თუ არა სახლების კედლები და ავტომანქანების ძარები, მინიმალური დამცავი ფუნქცია მაინც შეესრულებინათ. Nevada Doom Town–ში პირველი ტესტები ჩატარდა 1953 წლის მარტში: შემდეგ, ჩვენი რედაქციის თანახმად, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში 16 კილოტონიანი ბირთვული ქობინი ჩამოაგდეს.

ტესტის შედეგები ერთდროულად შთამბეჭდავი და საყურადღებოც კი იყო. მაგალითად, შენობების უმრავლესობას სახურავი უბრალოდ გაუნადგურდა, სახლების ფასადების ზედაპირზე საღებავმა შიშხინი დაიწყო, მინები შოკურმა ტალღამ ჩაამსხვრია. ბირთვულ ენერგიას ვერ მანეკენები გადაურჩნენ: ბევრმა მათგანმა შეიცვალა თავდაპირველი მდებარეობა, ხოლო ტანსაცმლის ქსოვილი, რომელშიც ისინი იყვნენ გამოწყობილნი, პრაქტიკულად ვერ იცავდა იცავდა მათ სიცხისგან და მიღებულ რადიაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

Doom Town–ში 1953 წლის ტესტირების შემდეგ, ისევე როგორც ნევადის მთელ პოლიგონზე, განხორციელდა აფეთქებების ახალი სერია, მათ შორის ბირთვული ქობინით შესაძლო დაბომბვის დროს ადამიანის გადარჩენის შესახებ კვლევის გასაგრძელებლად. ამასთან, ეს ათწლეულზე ნაკლები ხანი გრძელდებოდა: ატომური ბომბის ბოლო აფეთქება 1962 წელს მოხდა.

საინტერესო ფაქტი: დღესდღეისობთ ნევადის საცდელი პოლიგონი დანიშნულებისამებრ ნამდვილად არ ფუნქციონირებს, თუმცა იგი მსოფლიოს რუკაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ექსკურსიები თვეში ერთხელ ტარდება და ყოველთვის გაცილებით ადრე იგეგმება. ამასთან, ვიზიტი მკაცრად კონტროლდება და რამდენიმე შეზღუდვა გააჩნია. მაგალითად, ტურისტებს არ შეუძლიათ თან იქონიონ კამერები, დურბინდები, მობილური ტელეფონები და სხვა აღჭურვილობა. გარდა ამისა, აკრძალულია პოლიგონზე აღებული ქვებისა და ნებისმიერი საგნის სუვენირის სახით წაყოლება.