8 რჩევა მათთვის, ვისაც სახლში ძველი ნივთები შემორჩა, გადაყრა კი არ ეპიტნავება

თანამედროვე ინტერიერზე ვინტაჟური დეტალების ზუსტად მორგება ადვილი საქმე ნამდვილად არაა. ბევრად უფრო ადვილია თეთრი სივრცის სკანდინავიურ სტილში მოწყობა და მისი ნათელი აქცენტებით გაფორმება, თუმცაღა რა უნდა ქნათ, როცა სხვენში უზარმაზარი რეტრო დეტალები დევს? გადაგდება არ გსურთ, ყიდვით ვერ გაყიდით. ჩვენი რედაქცია გვთავაზობთ სულ სხვა არჩევანის გაკეთებას და მისი დეკორაციისთვის გამოყენებას. ამ სტატიაში შთამაგონებელ იდეებს აუცილებლად აღმოაჩენთ.

იდეა 1: შექმენით ხელოვნების კედელი

უმეტეს შემთხვევაში, ბინების კედლები ცარიელი რჩება, მფლობელებმა შეიძლება მაქსიმუმ წვრილმანი ნივთებისთვის განკუთვნილი რამდენიმე თარო ან დიდი სურათი განათავსონ მათზე, თუმცა სწორად გაფორმებული კედელი შეიძლება ნათელ აქცენტად იქცეს, რომელიც თვალისმომჭრელი იქნება და ნეიტრალური ინტერიერისგან განსხვავებით, ახალი ფერებით იკაშკაშებს. რისი განთავსება შეგიძლიათ მასზე? შავი და თეთრი ფოტოების,ვინტაჟური პლაკატების, ცარიელი ჩარჩოების და ბაგეტებისაც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აფრქვევდეს სილამაზეს და ინტერიერთან შესაბამისობაში იყოს. კედელმა ასევე უნდა შექმნას განცდა იმისა, რომ მათზე განლაგებული ობიექტები ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და მათი საშუალებით შესაძლებელია ოჯახის ისტორიის კვალდაკვალ მიყოლა.

იდეა 2: განაახლეთ ავეჯი

რა თქმა უნდა, საბჭოთაკავშირისდროინდელ მრავალ ბინაშია დაცული ძველი ავეჯი: ჭურჭლის კარადა, კომოდი, ტუმბო, მაგიდა, გარდერობი და ა.შ. თუ თქვენ ერთი ან რამოდენიმე ზემოაღნიშნული ნივთის იღბლიანი მფლობელი ბრძანდებით,  გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ ისინი. საბჭოთა ავეჯი, თანამედროვე ავეჯისგან განსხვავებით, ბევრად გამძლე და კარგი ხარისხისაა. დიახაც, გარეგნული იერსახე დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებს, თუმცა აქ უკვე ყველაფერი შენს ხელშია.

თუ ავეჯი “არაა მარაგში“ ჯერ ისევ ხელუხლებელია და შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, აუცილებლად შეუდექით მის აღდგენას: დაფარეთ ლაქის ახალი ფენით, შეუცვალეთ გადასაკრავი მასალა, ახალ ფერში შეღებეთ. ამ შემთხვევაში ნივთები ბევრად უფრო მშვენიერ და შესაბამის იერსახეს მიიღებენ, ინტერიერის განსაცვიფრებელ აქცენტებად იქცევიან და დიდი ოდენობით თანხის დაზოგვის საშუალებასაც მოგცემენ, რადგანაც ახალი ავეჯის შეძენა აღარ დაგჭირდებათ. ვინტაჟური ავეჯი არსებულ ინტერიერს ჰარმონიულად უნდა მოერგოს. არ არის აუცილებელი ოთახის სრულად ამ სტილში გაფორმება, რეტრო გარდერობიცა და რეტრო უჯრაც საკმარისი იქნება, რათა თანამედროვე ავეჯის ფონზე ნათელი დეტალები სწორად გამოიკვეთოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ძველი ავეჯის გამოყენება არადანიშნულებისამებრაც შეიძლება. არსებობს ნივთების გარდაქმნის რამდენიმე ვარიანტი: მაგალითად, მოჩუქურთმებულფეხებიანი მაგიდა შეიძლება იქცეს ნიჟარის დასადგამად, ხოლო ძველი ტუმბო-პუფიკად.

იდეა 3: ახალი სიცოცხლე ჩაჰბერეთ თაროებს

ბინებში ძალიან ხშირად გვხვდება ძველი წიგნებით სავსე კარადები. როდესაც მესაკუთრეს ეკითხებიან, კითხულობს თუ არა ის მის ბიბლიოთეკაში არსებულ ნაწარმოებებს, კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ ლიტერატურა მხოლოდ დეკორატიული საგანია. თუ ამ კატეგორიის ადამიანთა რიცხვში შედიხართ, ან უბრალოდ გსურთ მოაწესრიგოთ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა ისე, რომ საბჭოთა ყაიდაზე აღარ გამოიყურებოდეს, შემდეგი მითითებები გამოიყენეთ. დასაწყისისთვის, წიგნები დაყავით ორ დასტად: ერთში განათავსეთ თქვენი საყვარელი ლიტერატურა და რომანები, რომელთა წაკითხვასაც აპირებთ, ხოლო მეორეში – თქვენთვის არასაინტერესო ნაწარმოებები (შეგიძლიათ მისცეთ მეგობრებს, გაყიდოთ, ბიბლიოთეკას გადასცეთ). შემდეგ, დინამიურად დაალაგეთ თაროებზე პირველი დასტის წიგნები. თუ თაროებზე ცარიელი ადგილები დარჩება, შეგიძლიათ სსრკ-ში შექმნილი სხვადასხვა წვრილმანი ნივთებით, სტატუეტებით, ჭურჭლით შეავსოთ. ამდაგვარად შეძლებთ ოთახში განსაკუთრებული განწყობის შექმნას და ამავდროულად მოაწყობთ საბჭოთა დეკორს, რომელიც ყუთში დღემდე დიდი ხანი იმტვერებოდა. სხვათა შორის, “იმტვერებოდას” შესახებ – არ დაგავიწყდეთ თაროების უფრო ხშირად გაწმენდა, რათა სტელაჟი და მისი შემადგენლობა ესთეტიურად სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს.

იდეა 4: შექმენით ტვ-ზონა, ტელევიზორის გარეშე

უცნაურად ჟღერს, არა? ჩვენი აზრით კი ინტერნეტის ეპოქაში სავსებით შესაძლებელია ტელევიზორზე უარის თქმა და განთავისუფლებული ადგილის საბჭოთა დეკორით ორიგინალურად გაფორმება. მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი ვინიეტი ანდაც განათავსოთ ბებიის ნაჩუქარი ნახატები. თუ სხვადასხვა წვრილმანი ნივთებისაგან კომპოზიციის შედგენის სურვილი გამოძრავებთ, აუცილებლად მოგიწევთ მთავარი წესის დაცვა: იქვე ახლოს უნდა იყოს განლაგებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ობიექტები – ამ შემთხვევაში შავი ეკრანის ნაცვლად მიიღებთ საინტერესო დეკორით გაფორმებულ ტვ-კედელს.

იდეა 5: ითამაშეთ კონტრასტით

ძველად ხალხი, ვინც ვინტაჟურ ნივთებს აგროვებდნენ, მათით მთელ სახლს რთავდნენ, რასაც შედეგად მუზეუმში ყოფნის შეგრძნება მოჰყვებოდა. ახლა კიდევ ერთი ტენდენცია გამოაშკარავდა – ადამიანის მიერ შექმნილი შეგნებულად ეწინააღმდეგება ტექნოლოგიურად მიღებულს. სწორედ ამიტომ ცდილობენ ანტიკვარიატის მცირე ფართობის მქონე, თითქმის სტერილურ სივრცეებში მოთავსებას.

ვინტაჟური საგნები ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება როგორც მინიმალისტურ ინტერიერში, ასევე მაღალტექნოლოგიურ სტილში გაფორმებულ ბინებში, სადაც პრიალა და გლუვი ფაქტურები, მკაცრი ფორმები და მკაფიო კუთხეებია. რეტროსაგნები ცივ სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს, ხაზს უსვამს ლაკონური ავეჯის “ჟღერადობას”, ხოლო მკაცრად გაწყობილ ბინაში ყოფნას უფრო სასიამოვნოს ხდის.

იდეა 6: გამოიყენეთ ჩემოდნები და ზარდახშები

ანტიკური ზარდახშა რკინის სამაგრებით ნამდვილი საგანძური და ნებისმიერი მხატვრისა თუ დიზაინერის ოცნებაა. თუ საზაფხულო სახლში მსგავსი რამ მოგეპოვებათ, დაუყოვნებლივ გადაადგილეთ იგი სოფლიდან ქალაქის ბინაში. შეგიძლიათ იგი განათავსოთ საძინებელში და მასში საწოლის აქსესუარები შეინახოთ: სათადარიგო საბნები, ბალიშის საბნები. კიდევ ერთი ვარიანტია ზარდახშის დერეფანში განთავსება და მისი დიდ სკამად ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კარადად გამოყენება (და ამ ორი ნივთის ფუნქციების გაერთიანება ერთშიც შეგიძლიათ). იგივე ეხება საბჭოთა ჩემოდნებს, რომლებიც ინტერიერის ნამდვილად უნივერსალური საგნებია: მათი საშუალებით შეიძლება ორიგინალური ყავის მაგიდების, წვრილმანი ნივთების თაროების და საწოლის ტუმბოს დამზადებაც კი.

იდეა 7: გაზეთები შპალერის ნაცვლად

რაც შეეხება შპალერს, საზაფხულო სახლში საკმარისი რაოდენობითაა ძველი გაზეთები და სხვა მაკულატურა. არაა აუცილებელი საბჭოთა გაზეთების, ჟურნალების, წიგნების გადაგდება – ისინი ნამდვილად გამოგადგებათ ინტერიერის გაფორმების პროცესში. დღესდღეისობით ძალზედ მოდურია სივრცის გაყვითლებული გვერდებით გაფორმება, ასე რომ, თუ ტენდენციების მიმდევარი იყოთ (და თუ გაზეთების მარაგი გაგაჩნიათ), დროულად შეუდექით ბინის მოწესრიგებას.

ჩვენ გაწვდით გაზეთების შპალერის ნაცვლად გამოყენების იდეას. დიახ, დიახ, არ მოგესმათ. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მათი მოწესრიგება და მიწებების შემდეგ სპეციალური ლაქით დაფარვა მოგიწევთ, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. შედეგ თანამედროვე აქცენტის კედელს მიიღებთ. იგი საუკეთესოდ შეერწყმება სამზარეულოსა თუ ოფისში არსებულ ვინტაჟურ ელემენტებს, მაგალითად, მაგიდასა თუ ლამპას.

ასევე შეგიძლიათ საინტერესო სიახლეებითა თუ რეპორტაჟით სავსე გაზეთის გვერდი მინის ჩარჩოში ჩასვათ. ჩამოკიდეთ იგი მისაღები ოთახის კედელზე და დატკბით ორიგინალური დეკორით.

იდეა 8: გაზარდეთ  კომფორტი ხალიჩების დახმარებით

უმეტეს შემთხვევაში საბჭოთა ხალიჩებს მატყლისაგან ამზადებდნენ, ამიტომ მათით გაწყობილი ოთახი ყოველთვის სითბოსა და მყუდროებას ასხივებდა. ჯერ ერთი, ზამთარში ფეხები არ გაგეყინებოდათ, რადგანაც ცივ იატაკზე სიარული არ გჭირდებოდათ და მეორეც, ინტერიერი სრულყოფილად გამოიყურებოდა. თუ ასეთ ხალიჩებს სწორ ფონს შეუქმნით, ისინი თანამედროვე გარემოს შესანიშნავად მოერგებიან. ტექსტილი საუკეთესოდ ნეიტრალურ ინტერიერს ეწყმევა, მაგალითად, სკანდინავიურს ან მინიმალისტურს. ხალიჩა უნდა იქცეს აქცენტად და სხვა ნათელ დეტალებთან უპირატესობისათვის ბრძოლის საშუალებად.