უკანასკნელ პერიოდებში თითქმის ყოველწლიურად ანონსდება გამოგონებები, რომლებიც საკუთარი ფუნქციონალურობითა და კომფორტულებით ნებისმიერი ადამიანის გაოცებას ახერხებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად ინერგება ინოვაციური სისტემები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სრულებით არარეალური ჩანდა. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საინტერესო გადაწყვეტილებების ფართო არჩევანს, რომელთა დახმარებითაც სახლს დროთა განმავლობაში მაქსიმალურად კომფორტულად, უსაფრთხოდ და თანამედროვედ აქცევთ.

1. Spinx

Spinx ტუალეტის გასუფთავებისათვის განკუთვნილი უნიკალური სისტემაა. მისი საშუალებით შეძლებთ გაუმკლავდეთ ნებისმიერი პარამეტრისა და ზომის სანტექნიკაში არსებული სიბინძურეს. მოწყობილობა მონტაჟდება უნიტაზის საჯდომის ქვემოთ. რობოტს გააჩნია ერთგვარი ჯაგრისი, რომელიც ღილაკზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად აშორებს ყველა მიკრობს. Spinx თანდათანობით ასუფთავებს ტუალეტის მთელ ზედაპირს ამ პროცესში მოძრაობს ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი. დასუფთავებისთვის გამოიყენება საპნის ხსნარი, რომელიც მოწყობილობის სპეციალურ განყოფილებაშია მოთავსებული.

2. Home lift

სახლის ლიფტი გასაოცარი ინოვაციური გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ თავისუფლების შესანიშნავ განცდასაც ანიჭებს. ეს გამოგონება განსაკუთრებით სასარგებლოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სახლის ლიფტი საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ინვალიდის ეტლით სწრაფად, უპრობლემოდ და უსაფრთხოდ გადაადგილდეთ მეორე სართულზე. ეს დამოუკიდებელი კაბინაა, რომელიც მიმართულებისდა მიხედვით მოძრაობს. ლიფტის მართვა შესაძლებელია დისტანციური პროგრამის გამოყენებით, ან უშუალოდ მასში არსებული პანელიდან.

სასარგებლო ინფორმაცია: ამწევი მოწყობილობა აღჭურვილია უსაფრთხოების კოდით, კვამლისა და ხანძრის დეტექტორებით, ამიტომაც მისი გამოყენება საგანგებო სიტუაციებშიც კი შეიძლება.

3. Spin remote

Spin remote უნივერსალური ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაათავისუფლოთ თქვენი სახლი პულტებისა და სხვა კონტროლერებისაგან. გაჯეტი ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსაყენებელია: ყველა ბრძანება გაიცემა კორპუსზე შეხებით, გადაბრუნებითა და ტრიალით, რთული პარამეტრები სრულებითაც არაა საჭირო. მოწყობილობა ურთიერთქმედებს როგორც სადენიან, ისე უსადენო მოწყობილობებთან და შეუძლია გააკონტროლოს ტაბლეტი, ყავის აპარატი, კარის ელექტრონული სახელური, ტელევიზორი და სხვა საგნები. Spin remote-ს აქვს ინფორმაციის გადამცემი თითქმის ნებისმიერ მეთოდის, კერძოდ Bluetooth-ის, ინფრაწითელი სიგნალებისა და რადიოტალღების მხარდაჭერა.

4. Foldimate

ისრაელის ინჟინრებმა შექმნეს ნივთების ნახევრად ავტომატური დაკეცვისათვის განკუთვნილი სისტემა. მოწყობილობა განკუთვნილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, გარეცხვის შემდეგ ტანსაცმლის თანაბრად დასაკეცად. ამ გაჯეტით ყველა მოიხიბლება, ვისაც არ უყვარს საოჯახო საქმეების კეთება და თავისუფალი დროის დაკარგვას ფულის ხარჯვა ურჩევნიათ. Foldimate არა მხოლოდ კეცავს ტანსაცმელს, არამედ სწორადაც ალაგებს. 2 წუთის განმავლობაში სისტემას 20-მდე ნივთის დაკეცვა შეუძლია.

5. Hidden tech for kitchen space

კომპანია Nexus 21 აწარმოებს თანამედროვე სამზარეულოსთვის განკუთვნილ სრულყოფილ აღჭურვილობას. მათი უხმო, საიმედო ლიფტები რადიკალურად ცვლიან მოსახერხებელი მომზადებისა და დასვენების შესახებ არსებულ წარმოდგენებს. ლიფტის გამოყენებით შესაძლებელია სამზარეულოში 42-დან 90-მდე ინჩიან დიაგონალიანი ტელევიზორის, ნებისმიერი ზომის აპარატების, ასევე დამატებითი თაროებისა თუ განათების ინოვაციური დანერგვა. ქვემოთ დამონტაჟებული დამალული ლიფტები ორგანულადაა ინიღბება სამუშაო ზედაპირში – მაგიდის თავში. კონტროლი ხორციელდება დისტანციურად ან ღილაკების გამოყენებით, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დასაკეც ნაწილზე.

ამგვარი სისტემის დატვირთვის მოცულობა 150 კგ-მდე აღწევს, რაც დამოკიდებულია მოდელსა და კონფიგურაციაზე. არსებობს ლიფტების ვარიანტებიც, რომლებიც ზევიდან ქვევით სრიალებენ. განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი გამოყენება მოცულობითი აღჭურვილობისთვის, რომელიც არასამუშაო მდგომარეობაში დიდ ადგილს იკავებს მაგიდის ზედაპირზე, მათ შორის: მულტიკუკერები, ტოსტერები, ყავის აპარატები, მიქსერები, კვების პროცესორები, სამზარეულოს კომბაინები და ა.შ.

6. Nerigo

კორეულმა კომპანია Nerigo-მ გამოიგონა მაღლივი კორპუსების სართულებს შორის გადაადგილების სპეციალური სისტემა- ავარიული ლიფტები. ისინი გამოსადეგია როგორც საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე საოფისე შენობებშიც. საგანგებო ლიფტები უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ავტონომიურ ელექტრომომარაგებას და ევაკუაციის მაჩვენებლებს, რომელთაც ლიფტამდე მიჰყავხართ. საგანგებო ლიფტის ასამოძრავებლად უნდა გამოიყენოთ ღილაკი, რომელიც განლაგებულია იატაკზე მოაჯირთან ახლოს. ლიფტის პლატფორმაში შესაძლებელია ერთი ან ორი ადამიანის განთავსება, ხოლო შემდგომი ევაკუაციისთვის დაშვებისა და უკან ამოსვლის დრო დაახლოებით 70-80 წამს ითვლის. რამდენიმე ათეული სართულის მქონე შენობებისთვის საგანგებო სიტუაციებში გადაადგილების ეს მეთოდი ყველაზე მოსახერხებელი, სწრაფი და მარტივია.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი