რატომ უნდა მოაყაროთ მარილი სამზარეულოს იატაკს

თითოეულ დიასახლისს აინტერესებს პასუხი კითხვაზე: როგორ უნდა გასუფთავდეს სამზარეულო? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელები უნდა დაიკაპიწოთ და წმენდას შეუდგეთ. ამასთან, ცოტაოდენი ეშმაკობის გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ ბევრი დროისა და ფულის დაზოგვას. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს სამზარეულოსა და ბინის ნებისმიერ ნაწილში იატაკი საფუძვლიანად.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სამზარეულო

საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიებში შესაძლებელია იატაკის საწმენდი საშუალებების მრავალი სახეობის მოძიება. ყველა მათგანი შეიცავს მავნე კომპონენტებს და პროდუქტის გამოყენების შემდეგ, მთელ სამზარეულოში ქიმიკატების სუნი დგება. ბევრისათვის ეს მიუღებელია და ისინი სხვა გზებს ეძებენ. მე მათ მხარს სრულიად ვუჭერ და პოპულარულ ქიმიკატებს თავადაც არ ვიყენებ.

მე სამზარეულოს იატაკის გასაწმენდად ჩვეულებრივ სარეცხის საპონს ვიყენებ, თუმცა ერთხელაც იგი გამითავდა და მაღაზიაში წასვლა საშინლად დამეზარა: გარეთ წვიმდა. შევედი ინტერნეტში, როგორც იტყვიან, “დასაგუგლად” და ძალზედ საინტერესო ცხოვრებისეული ხრიკი აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, იატაკზე ლაქების მოშორება ჩვეულებრივი სამზარეულოს მარილითაა შესაძლებელი. მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ასე ვხუმრობთ: “იატაკი კი არ უნდა გავრეცხოთ, არამედ დავამარილოთ!”

მარილი მშვენიერი დახმარებას გაგიწევთ სახლის დასუფთავების საქმეში. იგი ძველი, დამოწმებული საშუალებაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ. გარდა ამისა, იგიმრავალმხრივი და შესაფერისია სახლის ნებისმიერი ზედაპირისთვის, იქნება ეს ლამინატი, ფილა თუ წყალგაუმტარი საღებავით შეღებილი ზედაპირი.

დადებითი მხარეები

მარილიანი ხსნარი კარგად აშორებს სხვადასხვა სახის ჭუჭყსა და ლაქებს. გარდა ამისა, მტვერი მარილიანი წყლით დამუშავებულ ზედაპირებს ისე ძლიერად ვეღარ ეკიდება. ლაქებთან ბრძოლისათვის მარილიანი ხსნარი ჭუჭყის მოსაშორებლად უნდა იქნას გაჯერებული. ამისათვის შეგიძლიათ სოდა ან ძმარი დაამატოთ.

სხვათა შორის,  აუცილებლად გაითვალისწინეთ სიფრთხილის ზომების გატარეა. ხსნარის გამოყენებისას ყოველთვის უნდა გეცვათ ხელთათმანები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარილი შეიძლება ხელების ჭრილობებსა თუ ნაკაწრებში მოხვდეს. ანალოგიურად, დაუშვებელია ლამინატის, პარკეტის და მარმარილოს ან გრანიტის ზედაპირების მარილით დამუშავება. გახსენით მარილი თბილ წყალში ისე, რომ მთლიანად დაიშალოს.

მარილი ასევე შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც გამოსადეგია სხვადასხვა ინფექციების და მიკრობების წყაროების აღმოფხვრის პროცესში. იგი შეუცვლელია მათთვის, ვისაც შვილები ჰყავთ: მარილი არ იწვევს ალერგიასა და გვერდით ეფექტებს. გარდა ამისა მარილის იატაკის გასასუფთავებლად გამოყენების შემთხვევაში ბინაში ჰაერიც ავტომატურად გასუფთავდება.

როგორ უნდა მოამზადოთ ხსნარი

ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა, რომ 4 ს.კ. მარილი განაზავოთ 5 ლიტრ წყალში. შემდეგ ხსნარს უნდა დაუმატეთ 5 ს.კ. 9%-იანი ძმარი და აურიოთ. ასევე შეგიძლიათ ძმარი სოდით ჩაანაცვლოთ: საჭიროა დაამატოთ გამოყენებული მარილის ზუსტად ნახევარი ოდენობით.

ეს მეთოდი დაგეხმარებათ ფულის დაზოგვასა და იატაკისა და სამზარეულოში ნებისმიერი სხვა ზედაპირის საფუძვლიანად გაწმენდაში. სხვათა შორის, მარილის საშუალებით შეიძლება მთლიანი ბინის დასუფთავებაც – ის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა და არ იწვევს ალერგიას. თქვენთ სცადეთ ბინებში არსებული იატაკების „დამარილება“ და შედეგსაც აუცილებლად მიიღებთ: მთელი სახლი სიახლისა და სისუფთავის სურნელით აღივსება!