რატომ უნდა შეინახოთ ჯინსი მაცივარში და კიდევ რამდენიმე რჩევა მის მოვლასთან დაკავშირებით

ჯინსის ტანსაცმლის მწარმოებლები ერთხმად არწმუნებენ მომხმარებლებს იმაში, რომ მათ ტანსაცმელს დროთა განმავლობაში ფორმისა და ფერის ცვლილება არ ემუქრება. ამასთანავე ვიცით, რომ ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. რომელი ბრენდის ჯინსიც არ უნდა აღმოჩნდეს თქვენს გარდერობში, ადრე თუ გვიან ნებისმიერთან მოგიწევთ გამოთხოვება. ამის თავიდან ასაცილებლად კი ჩვენი რედაქცია გირჩევთ ჯინსის მოვლასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევის გათვალისწინებას.

გარდერობის ახალი ჯინსებით შევსებისას მთელი გულით გჯერათ, რომ სანამდეც დაგჭირდებათ, მანამდე შეძლებთ მათით სარგებლობას- ანუ მანამ, სანამ ახალს არ შეიძენთ. სინამდვილეში კი სარეცხი მანქანის თითოეული ციკლის განმავლობაში მარჩიელობა გიწევთ, გაიწევს და გაფართოვდება თქვენი საყვარელი შარვალი თუ ცოტა ხნით ისევ შეინარჩუნებს სიმჭიდროვეს? მეორე ვარიანტი გირჩევნიათ? მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები გამოიყენეთ.

რჩევა 1: ჯინსები მაცივარში მოათავსეთ

დროთა განმავლობაში ქსოვილის კონდიციონერიც კი ვეღარ უმკლავდება ჯინსის უსიამოვნო სუნს, რომელიც მასალაზე კანის აქერცვლიდან გამომდინარე მოხვედრილი ბაქტერიების გამო ფორმირდება. მის მოსაშორებლად ჯინსი მაცივარში უნდა შედოთ. რჩევა ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია. სინამდვილეში კი ყველაფერი სავსებით ლოგიკურია – დაბალი ტემპერატურა გაანადგურებს თქვენს შარვალზე დაბუდებულ ბაქტერიებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სხვა გზასაც მიმართოთ, კერძოდ, ჯინსი მაქსიმალურ ტემპერატურაზე გარეცხოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ტანსაცმელი ძალზედ სწრაფად დაკარგავს თავდაპირველ ფერს და ცისფერის ნაცვლად ლურჯ შეფერილობას მიიღებს. გარდა ამისა, რატომ უნდა დაკარგოთ დრო და ენერგია სარეცხი მანქანით რეცხვის სრულ ციკლზე, როცა მაცივრის „მომსახურებით“ მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ?

გლობალური დიზაინის განხრით ლევისის ბრენდის ვიცე-პრეზიდენტის , ჯილ გუენსის თქმით, აუცილებელიც კია ჯინსის საყინულეში თვეში ერთხელ შედება. ეს უსიამოვნო სუნის მთლიანად მოსაშორებლად სავსებით საკმარისი იქნება. თუ საყინულეში საკვები გაქვთ განთავსებული, ჯინსის შარვლები წინასწარ უნდა ჩაალაგოთ მწარმოებლების მიერ მათთვის განკუთვნილ თეთრეულის ჩანთებში, თუმცა ცელოფნის პარკის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ვინაიდანდა რადგანაც შესაძლოა საყინულის ძირს მიეწებოს.

სავარაუდოდ გაყინვიდან მეორე დღეს ჯინსების ჩაცმაც ვერ შეძლებთ. მათ გასათბობად რამდენიმე საათი დაგჭირდებათ.

რჩევა 2: შეცვალეთ ჯინსის ფერი ფხვნილით

ჯინსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემაა ფერის შეცვლა. რეცხვის გარკვეული რაოდენობის შემდეგ გაჯერებული ლურჯი ფერი კარგავს სიძლიერეს, ხოლო შავი თანდათანობით ნაცრისფერ შეფერილობას იღებს. ამ პრობლემიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს:

  • შეიძინეთ სპეციალური ფხვნილი, რომლის ძირითადი ფუნქცია მასალის ფერის სწრაფად აღდგენაა. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ საშუალებებს შეუიძლიათ ჯინსს თავდაპირველი იერსახე დაუბრუნონ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ნახმარი ქსოვილისთვის თავდაპირველი მუქი ფერის დაბრუნება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფხვნილების სხვადასხვა სახეები არსებობს: ზოგი გამოიყენება შავი ფერის სამოსის აღსადგენად, ზოგი კი-ფერადი. აუცილებელია ჯინსი დაბალ ტემპერატურაზე გარეცხოთ, შედეგი კი რამდენიმე რეცხვის შემდეგაც კი უკვე შესამჩნევი იქნება (საშუალოდ, ოთხი-ხუთი საკმარისია).
  • გამოიყენეთ ცოტაოდენი ეშმაკობა. თუ იმავე შეფერილობის გაცვეთილი ჯინსი გაქვთ, როგორის ფერის აღდგენაც გსურთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისინი ერთად გარეცხოთ. თავდაპირველად ტემპერატურა 40 გრადუსზე  დააყენეთ და როგორც კი ციკლი შუამდე მიაღწევს, გამორთეთ მანქანა და დატოვეთ ტანსაცმელი გაჟღენთილ მდგომარეობაში ორიდან სამ საათამდე დროის ინტერვალით. შემდეგ კვლავ ჩართეთ სარეცხი მანქანა, რომ პროგრამამ ციკლი დაასრულოს. იმისათვის, რომ სასურველი ფერზე დააბრუნოთ, ამოვლების პროცესში წყალში ცოტაოდენი ძმარი გაურიეთ.
  • მათეთრებელი თეთრი ჯინსისათვის იდეალური საშუალებაა. პირველ რიგში, გახსენით ნივთიერება წყალში, მასში რამდენიმე საათის განმავლობაში ამოავლეთ ტანსაცმელი და სასურველი უჯრის ოპტიკურ გამაღიავებლიანი ფხვნილით შევსების შემდეგ შეაგდეთ იგი სარეცხ მანქანაში. ქლორს ჯობია საერთოდ არ გაეკაროთ, რადგანაც მისი გამოყენებით მასალის აღდგენის შანსიც კი არ გექნებათ. იმისათვის, რომ ჯინსის შარვალი გამჭვირვალე იყოს, ფერის სასურველი სიმაგრის მისაღებად თითოეული რეცხვის დროს ფხვნილის განყოფილებაში ცოტაოდენი სოდა უნდა დაამატოთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის საღებავი, რომელიც სპეციალურ ფხვნილზე ბევრად ძლიერმოქმედია. ამგვარი საღებავის დახმარებით შეძლებთ არა მხოლოდ ჯინსის თავდაპირველი იერსახის აღდგენას, არამედ სრულიად სხვა ფერში გადაღებვასაც კი, თუმცა აქაც ერთი ნიუანსი იკვეთება: თუკი თქვენი მიზანია მუქი ფერის შარვლის გაღიავება, მაგალითად შავი ფერის ლურჯში გადაღებვა, ჯერ ჯინსის გახუნება უნდა მოახდინოთ, ამაში კი ჩვეულებრივი მათეთრებელი დაგეხმარებათ. ამის გაკეთების გარეშე ფერი არ შეიცვლება, შეიცვლება მხოლოდ ჯინსის სიმუქე.

თუ ცხოვრებისეულ ხრიკებს არ ენდობით ან არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფრის სწორად გაკეთებას შეძლებთ, აუცილებლად ქიმწმენდას მიმართეთ. იქ მომუშავე სპეციალისტები შეძლებენ თქვენი მოთხოვნის შესრულებასა და ჯინსების სასურველ ფერში შეღებვას, რადგანაც არსენალში პროფესიონალური საღებავები და უახლესი ტექნოლოგიები მოეძიებათ. შედეგით გაოცებული დარჩებით.

რჩევა 3: ჯინსები საშრობში შეაგდეთ

ჯინსებს ერთი უსიამოვნო თვისება გააჩნიათ – რაც უფრო ხშირად იცვამთ, მით უფრო სწრაფად ფართოვდება. თუ შარვალი გარკვეულ ადგილას მოულოდნელად ძალიან გაღიავდა, აიღეთ თბილი წყალი, თეთრეულის კონდიციონერი და პულივიზატორი. დანარჩენი თქვენს მოხერხებაზეა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იზარმაცოთ. აურიეთ წყალი კონდიციონერთან 3: 1 თანაფარდობით, პულივიზატორში ჩაასხით მიღებული ხსნარი, რამდენჯერმე შეანჯღრიეთ სითხიანი ბოთლი და შემდგომ შეასხურეთ პრობლემურ  ადგილებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კონდიცირებული წყლით კარგად გააჯეროთ. ბოლოს კი ჯინსი საშრობში უნდა შეაგდოთ და ყველაზე მაღალი ენერგიის რეჟიმზე უნდა დააყენოთ. პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. ასევე შეგიძლიათ ფენითაც ისარგებლოთ.

ეს მეთოდი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევებისთვის, როცა გჭირდებათ ჯინსის ცალკეულ ადგილზე შევიწროვება. თუკი, მაგალითად, წონაში დაიკელით და გსურთ საყვარელი ჯინსი ისევ გერგებოდეთ, შეეცადეთ მაქსიმალური ტემპერატურის გამოყენებით ცხელი წყლით გარეცხოთ. რაც შეეხება რეჟიმს, იდეალური იქნება ინტენსიური ან ნაოჭების საწინააღმდეგო ვარიანტი, თუმცა ეს მეთოდი დელიკატური სარეცხის შემთხვევაში ნაკლებად გამოსადეგი იქნება. სარეცხი ციკლის დასრულების შემდეგ შარვალი საშრობში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში მოათავსეთ. თუ ბინაში ამდაგვარი არაფერი მოგეძიებათ, ჯინსი ქიმწმენდაში უნდა წაიღოთ, რადგანაც ქარში გაშრობას ვერანაირად ვერ მოახერხებთ.