როგორ ავავსოთ სახლი კომფორტული, სასიამოვნო არომატით

როდესაც მშობლებისაგან საცხოვრებლად გადავედი, დიდი სურვილი მქონდა ახალ სახლში კომფორტულად მეგრძნო თავი, ამიტომაც გადავწყვიტე აუცილებლად შემეძინა ჩხირებიანი არომადიფუზორი. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ სახლის თბილ ატმოსფეროს ძირითადად სხვადასხვა სურნელი ქმნის.

მოკლედ სუპერმარკეტში წავედი, რათა სუნამოების ასორტიმენტს გავცნობოდი. სიმართლე გითხრათ მათმა სიძვირემ გამაოცა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ჰაერის არომატული გამაგრილებელი საშუალების დამზადებას თვითონაც შევძლებდი. როგორც აღმოჩნდა, ამისათვის სულ რაღაც რამდენიმე კომპონენტია საჭირო!

ჩხირებიანი არომადიფუზორი

ჰაერის გამაგრილებელი მასალის მომზადების ინსტრუქციის გაგებამდე აუცილებლად გაეცანით მცირე საინტერესო ინფორმაციას. მაგალითად, იცით თუ არა, რომ არომადიფუზორების უამრავი ვარიანტი არსებობს? პირველ რიგში, განსაკუთრებით პოპულარულია სპეციალური არომანათურები. მათი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: დასრულებულ ოთახში უნდა განათავსოთ გარკვეული რაოდენობის ეთერზეთი, შემდეგ კი მოწყობილობა უნდა ჩართოთ.

შემდგომ შესაძლებელია მარტივი სურნელოვანი ვაზის დამზადება. უბრალოდ მოათავსეთ მასში ვარდის მშრალი ბუსუსები და დაასხით ეთერზეთი და საქმეც მოგვარებულია. ასეთი არომატიზატორი ზედგამოჭრილია, მაგალითად, აბაზანისთვის.

ეთერზეთები

არომადიფუზორის მომზადებამდე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ეთერზეთებს. საქმე იმაშია, რომ ისინი ორი ტიპისაა: ბუნებრივი და სინთეზური. პირველი ტიპის ვარიანტი მრავალი ხელსაყრელი თვისებით გამოირჩევა, მეორე ვარიანტი კიგარდა კონცენტრირებული შემაწუხებელი სუნის გარდა არაფერს მოგიტანთ.

რაც შეეხება ბუნებრივ ეთერზეთებს, ისინი საკმაოდ ადაპტირებადია. ეს იმას ნიშნავს, რომ არომატის სწორად არჩევის შემთხვევაში ნაკლებად მოგიწევთ მისი მთელი დღის განმავლობაში შეგრძნება. სურნელი ოთახში შესვლისას გეცემათ და კიდევ რამდენიმე წუთი შეგაწუხებთ, შემდეგ კი უბრალოდ შეეჩვევით მას და ვეღარც კი იგრძნობთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზეთი თავისი ფუნქციების შესრულებას შეწყვეტს.

მაგალითად, ეთერზეთმა შეიძლება დამამშვიდებლად იმოქმედოს და განწყობაც კი შეგიცვალოთ. ამგვარ პროდუქტს შეუძლია ტვინის სტიმულირება, რაც სამუშაო დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ, ამიტომ, როდესაც სახლში ვმუშაობ, ოთახში აუცილებლად განთავსებული მაქვს არომადიფუზორი კედრისა თუ სანდალოზის ხის ზეთით.

როგორ უნდა გააკეთოთ ჩხირებიანი არომადიფუზორი

დაგჭირდებათ

  • მინის კონტეინერი
  • 85 მლ ზეითუნის ზეთი
  • 15 მლ სპირტი
  • 20-25 წვეთი ეთერზეთი
  • ბამბუკის ჩხირები

მომზადება

1. პირველ რიგში, ზეითუნის ზეთი უნდა ჩაასხათ წინასწარ მომზადებულ მინის ქილაში. სხვათა შორის, სხვა სახის ზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ქოქოსის. შემდგომ ზეთს უნდა დაამატოთ ალკოჰოლი და ეთერზეთი.

2. შემდეგ, ქილა თავი დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. სითხე ასადუღებლად 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ.

3. ერთი დღის შემდეგ გახსენით ქილა და მასში მოათავსეთ ბამბუკის ჩხირები. კანაპის ჩვეულებრივი ძველი შამფურებიც წავა. ჩხირები იმისთვისაა საჭირო, რომ სუნი მთელ ოთახში უკეთესად გაავრცელოთ, ხოლო ალკოჰოლი ნივთიერების აქროლადობას ზრდის.

4. განათავსეთ მზა ჩხირებიანი არომადიფუზორი ოთახში და ისიამოვნეთ!

ეთერზეთების მოსახერხებელი კომბინაციები

ცივ სეზონზე ჩვენს სხეული სითბო და მზის სხივების ძლიერი დეფიციტით გამოირჩევა, ამიტომაც ხდება აუცილებელი ოთახის რაიმე სახის ახალი არომატით შევსება. ამისათვის ზედგამოჭრილია ლიმონის (20 წვეთი), ლავანდის (15 წვეთი) და პიტნის (15 წვეთი) ეთერზეთები. შედეგად მიიღებთ კარამელის დახვეწილ სურნელს.

გოგონების ნათელი და მყუდრო ოთახისა თუ საგარდერობოთვის შესაფერისია შემდეგი კომბინაცია: ჟასმინის ზეთი (10 წვეთი), ციტრონელა (20 წვეთი) და პიტნა (10 წვეთი). და თუკი გსურთ აბაზანისთვის დაამზადოთ ჩხირებიანი არომადიფუზორი, აუცილებელია გამოიყენოთ შემდეგი კომბინაცია. აურიეთ 20 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი, 20 წვეთი ლიმონის ზეთი და 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

როგორც ხედავთ, ჩხირებიანი არომადიფუზორის დამზადება საკუთარი ხელებით მართლაც ძალზედ მარტივია და რაც მთავარია, ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაღაზიაში მზა პროდუქტის ყიდვა. უფრო მეტიც, ამ გზით დარწმუნებული იქნებით კომპონენტების შემადგენლობასა და ბუნებრიობაში.

და თქვენ როგორ ქმნით სიმყუდროვეს თქვენს საყვარელ ბინაში? ალბათ ჰაერის არომატიზატორის გარდა, სხვა ცხოვრებისეული ხრიკებითაც სარგებლობთ. მოხარულები ვიქნებით, თუკი თქვენს გამოცდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ. მოუთმენლად გელოდებით!