შესაკრავი ელვა თითქმის ყველა სახის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარზე გვხვდება. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ”მაგრამ”: ისინი პერიოდულად ფუჭდება და შეკეთებას საჭიროებს. რა უნდა გააკეთოთ, როცა საჭიროა მორბედის შეცვლა, ენის შეკეთება, ან თუნდაც მაშინ, როცა ელვა იშლება? სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ყველანაირი სახის პრობლემა თავად.

1. ელვის დაზიანებული ძირი

შესაკრავი უმეტესად ძირში ფუჭდება, რადგანაც მასში ხშირად ქსოვილის ბოჭკოები იჭედება. დროთა განმავლობაში ელვის დამჭერი მასალა ცვდება და ელვაში იჭედება. ამ შემთხვევაში უმჯობესია ძირთან არსებული ქსოვილი თითებში მოიქციოთ და ნემსების ლაქით გაჟღინთოთ. გაშალეთ სამოსი ბრტყელ ზედაპირზე და სწორ მდგომარეობაში დატოვეთ გასაშრობად. შემდეგ კვლავ დაამუშავეთ მასალა. უკეთესია შეარჩიოთ ქსოვილის შესაფერისი ლაქი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის წებო ან „მომენტი“. გაშრობის შემდეგ მასალა ბევრად გამკვრივდება და ნაკლებად გაფუჭდება.

2. მორბედის გატეხვა

მორბედი შეიძლება გატყდეს შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე: უხარისხო შენადნობის, გახსნისა და დაკეტვისას არასწორი მოპყრობის გამო იმ შემთხვევაში, როცა დეტალის მასალა ელვის მასალას არ ემთხვევა. მორბედის კიდეები ერთმანეთს შორდება, იჭიმება, რაც მოძრაობის პროცესს ართულებს. შედეგად, შესაკრავი მთლიანად უსარგებლო ხდება და ელვის შეკეთება ხდება აუცილებელი.

შეკეთების თანმიმდევრობა:

1. წვერიანი ხელსაწყოთი გადაწიეთ ელვის გარე დამჭერები, რათა მორბედი მოაცილოთ.

2. ყურადღებით დააკვირდით მას. თუ კიდეების მოჭერის ხარისხი განსხვდება, აუცილებელია გაათანაბროთ ფართო მხრის შევიწროებით.

3. გასათანაბრებლად ბრტყელტუჩათი ორივე კიდეს რიგრიგობით მოუჭირეთ. მნიშვნელოვანია: დეტალს შუა ნაწილზე ვერ მოუჭერთ, რადგანაც ამით მის საბოლოოდ გატეხვაც გამოიწვევთ. არაა საჭირო ზედმეტად მოჭერაც, რადგანაც შესაძლოა მორბედი ელვას ვეღარ მოერგოს.

4. მას შემდეგ, რაც დეტალი პირვანდელ ფორმას დაიბრუნებს, მორბედი ელვაზე დააბრუნეთ და გამოცადეთ.

3. შესაკრავი იშლება

დაშლილი შესაკრავი მორბედის სისუსტეზე მიუთითებს. გაცვეთილი მორბედი ელვის დახურულ მდგომარეობაში დაფიქსირების ფუნქციას ვეღარ ასრულებს. პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მორბედის ზედა და ქვედა მხარეზე მოჭერაა. ამასთან, ეს მეთოდი მხოლოდ ცოტახნით თუ აღადგენს ელვის მუშაობას. თუკი მსგავსი რამ გამეორდება, მორბედი უნდა შეიცვალოს.

ამისათვის საჭიროა ელვის გახსნა, რათა მის ზედა ნაწილში არსებული ბოლოები გაათავისუფლოთ. მოაშორეთ გატეხილი მორბედი და ახალი დაუყენეთ. დაბოლოს, ელვის ზედა ბოლოები ისევ სამოსს უნდა მიაკეროთ. ალტერნატიული ვარიანტია სუსტი მორბედის სახრახსნისით გახსნა, მოხსნა და შემდეგ იმავე მეთოდით ახლის დამაგრება, რის შემდეგაც ყველა კიდეს ბრტყელტუჩათი უნდა მოუჭიროთ.

4. ელვაზე კბილანები არასაკმარისია

დროთა განმავლობაში, ელვას კბილანები შეიძლება მოუცვდეს და მოსძვრეს. შემდეგ, ზოგიერთგან ცარიელი ადგილები წარმოიქმნება, რაც მორბედის მოძრაობას ართულებს. პლასტმასის ელვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სქელი ხაზი და ისეთ ადგილზე გადაიტანოთ, რომელზეც კბილანები აკლია. რამდენჯერმე დაუარეთ ელვას, რათა გაიმეოროთ ელემენტების ფორმა და კვანძი გააკეთოთ. სანთებელის გამოყენებით ხაზი დააფიქსირეთ და ელვა მორბედით შეკარით.

ლითონის ელვის შესაკეთებლად იდენტური კბილანები დაგჭირდებათ. ფორმაც და ზომაც იდენტური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. ძველ ელვას საჭირო რაოდენობის კბილანები მოაშორეთ. ჩასვით ისინი გატეხილ ელვაში და ბრტყელტუჩათი მოუჭირეთ. შეამოწმეთ მოჭერის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი პროცესი გაიმეორეთ. თუ ელვას კბილანები კი არ მოძვრა, არამედ მხოლოდ ბარიერად იქცა მორბედის მოძრაობისთვის, გახსენით ელვა და განათავსეთ იგი ბრტყელ ზედაპირზე. შემდეგ, მსუბუქად დაუარეთ კბილანებს ჩაქუჩით, რათა პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოთ.

5. დაზიანდა მორბედის ენა

საუკეთესო გამოსავალი მორბედის ჩანაცვლებაა, თუმცა თუ ეს ყველაზე შეუსაბამო მომენტში მოხდება, აუცილებლად მოგიწევთ ენის შემცვლელის მოძიება. გამოსადეგია ლითონის სამაგრიც, მრელოკის ბეჭედიც, გულსაბნევიც. ჩაამაგრეთ იგი მორბედში და გახსენით და შეკარით ტანსაცმელი.

6. მორბედი ვერ ფიქსირდება ელვაზე

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა-მორბენალი არ არის ჩამაგრებული და მუდმივად იჭიმება. ჯინსის ან შარვლის შემთხვევაში შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომაც შემდეგ ხრიკს გირჩევთ. გასაღების რგოლი ელვაზე გადაიტანეთ, შეკარით ელვა, ბრელოკი ღილზე დაკიდეთ და შემდეგ მარყუჟი შეკარით. ასევე შეგიძლიათ რეზინის გამოყენებაც. შესაძლებლობის დადგომისთანავე შეეცადეთ მოუჭიროთ მორბედს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში-შეცვალეთ ახლით.

ელვის მოვლის პრინციპები

1. არ დართოთ პატარა ბავშვებს საკეტთან თამაშის უფლება.

2. მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ. შეუფერხებლად გახსენით და შეკარით ელვა.

3. ტყავის ფეხსაცმელზე, ჩანთასა და სხვა აქსესუარებზე არსებული ლითონის ელვა პერიოდულად უნდა გაზეთოთ ცვილით, საპნით, პარაფინით ან გრაფიტით, ასევე რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მტვრისაგან.

4. დარწმუნდით, რომ ლითონის ელვაზე წყალი არ მოგიხვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაკრავი დაგიჟანგდებათ.

5. თუ მორბედი გაიჭედა, ნუ შეეცდებით ელვის მოხსნას. პირველ რიგში შეამოწმეთ, გაჭედილია თუ არა სარჩულში მორბედი, ან აქვს თუ არა კბილანები გატეხილი. შემდეგ ქსოვილის გასათავისუფლებლად შესაკრავი საპირისპირო მიმართულებით აამოძრავეთ.

6. ფეხსაცმლის არჩევისას დაუყოვნებლივ ელვას დააკვირდით. თუ კოჭს ცუდად ერგება, ელვა დიდხანს ვერ გაძლებს.

7. შესაკრავებიანი ტანსაცმლის გარეცხვამდე გადმოატრიალეთ იგი და აირჩიეთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი