სახლში სავარაუდოდ ყველას მოეპოვება ნივთები, რომელთა მოშორებაც სურთ. რა თქმა უნდა, გატეხილი და ფუნქცია დაკარგული ნივთების შენახვა საჭირო არაა, უმჯობესია ნაგავი მოიშოროთ. დღევანდელ სტატიაში კი გაგიზიარებთ თუ სად შეგიძლიათ ძველი ნივთების ჩაბარება.

სად შეიძლება ძველი ნივთების ჩაბარება

ხშირად, ჩვენ მოდას ავყვებით და იმ ნივთებს ვყრით, რომელთა წყალობითაც ინტერიერის დამშვენებას შევძლებდით. მოდი შევხედოთ თუ რომელ ძველ ნივთებს შეგვიძლია ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ.

1. საბჭოური ხალიჩები ორნამენტებით

ბევრი თვლის, რომ მსგავსი ტიპის ხალიჩები ძვემოდური და უგემოვნოა. წარსულში კი მათ შესაძენად მყიდველები რუსეთში სპეციალურად ჩადიოდნენ. ჩვენ მათ ვყრით, არადა დღესდღეობით ზოგიერთი ბიზნესები საბჭოურ ხალიჩებს ყიდულობს და საზღვარგარეთ მეტად ძვირად ყიდის. ნუ იჩქარებთ ბებოს ხალიჩის სანაგვეზე მოსროლას. თუ ის ხელითაა გაკეთებული და დამზადებულია შალისა ან აბრეშუმისგან, მსგავსს ხალიჩას ფასი კვლავაც გააჩნია. ქარხუნული წარმოების შალის ხალიჩაც შესაძლოა ფასეული აღმოჩნდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის კარგ მდგომარეობაშია და მისი ტირაჟი შეზღუდული იყო. დააკვირდით ეტიკეტს, თქვენ ასე შეძლებთ საჭირო ინფორმაციის გაგებას და ხალიჩის ფასის დადგენას.

თანამედროვეობაში მსგავსი ხალიჩის ნახვა შეგიძლიათ კაფეებში, არტ-სტუდიებში, დიზაინერთა და ხელოვანთა სახლებში. ასე რომ დაფიქრდით, ღირს კი დეკორის ამ ელემენტის გადაგდება?

2. ბროლის ჭურჭელი

დღესდღეობით ბროლის ჭურჭლის სერვანდში შენახვა მოდური აღარაა, ასე ჩვენი ბებიები იქცეოდნენ. თუმცა არც მათი გადაყრა ღირს. თანამედროვე მინიმალისტურმა სტილმა თავი მალევე შეიძლება მოგაბეზროთ. აი ბროლის ლარნაკში ჩაწყობილი ხილი კი ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. პლიუს ამას ნამდვილი ბროლი ყოველთვის შეგიძლიათ სარფიანად გაყიდოთ. მერწმუნეთ, მოყვარულებს ყოველთვის იპოვით.

3. ჩაისა და სადილის ჭურჭლის ნაკრები

ჭურჭლის ნაკრები ბევრნაირია, ზოგი მათგანი წლების შემდეგაც მოდურად და საინტერესოდ გამოიყურება. მცირე ზომის ფინჯანიდან ჩაის სმისას, თავი შესაძლოა ინგლისის დედოფლის მიღებაზე იგრძნოთ. ბავშვობისდროინდელი ნაკრები კი ბებოსთან გატარებულ დროს მოგაგონებთ.

თუ უპირატესობას უფრო პრაქტიკულ ფინჯნებს ანიჭებთ, ნაკრები შეგიძლიათ გაყიდოთ. ახალი ნაკრები, რომელიც წლებით ყუთში იდო, ახალ მეპატრონებს აუცილებლად იპოვის. ლამაზი ჭურჭელი კარგ მდგომარეობაში მით უფრო არ უნდა გადაყაროთ. კიდევ შეიძლება ვინმე გაახაროს.

4. ავეჯი

უზარმაზარი ფიქსირებული კარადები ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს მოეწონოს, მაგრამ მაღალი ხარისხის კარადები და ბუფეტები ნამდვილად შეგიძლიათ ინტერიერის დასამშავენებლად გამოიყენოთ. საბჭოური ავეჯის გადაღებვა ან სრულად რესტრავაციაა შესაძლებელი, რითაც მას მეორე სიცოცხლეს აჩუქებთ. ისევ და ისევ, უამრავ კაფეში შეგიძლიათ ძველებური ავეჯის ნახვა, რომელიც გარემოში არაჩვეულებრივად ჯდება და კაფის სტუმრებს ახარებს.

5. ძველი წიგნები

ძველად წიგნები უფრო დაფასებული იყო, ვიდრე ახლა ციფრულ სამყაროში. ამიტომაც ბევრს სახლში საოჯახო ბიბლიოთეკა შემოენახა, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. ზოგიერთი წიგნი შესაძლოა ბავშვობასთან ასოცირდეს და თქვენში დადებითი ემოციები აღძრას. ასეთი ნივთები სანაგვეზე მოხვედრას იმსახურებენ?

კოლექციონერებს შორის მეტად დაფასებულია პირველი გამოცემის წიგნები, ასევე ისინი, რომლებიც იშვიათი ილუსტრაციებით გამოირჩევა, საბავშვო წიგნები, რომლებიც კარგად იქნა შემონახული. ნაკლებად ფასეული წიგნები, რომლებიც უხარისხო ქაღალდზეა დაბეჭდილი და არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ მაკულატურაში ჩააბაროთ.

რომ შევაჯამოთ, გირჩევდით სახლის შემდეგ გენერალური დალაგებისას არ იჩქაროთ რაიმეს გადაგდება, ისინი შესაძლოა კიდევ ვინმეს გამოადგეს ან თავად თქვენ თბილი მოგონებებით გაგახაროთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი