ჰოლანდიური კრეატიული მიდგომა საპირფარეშოებისა და ყოფაცხოვრების მიმართ

რითი განსხვავდება ნიდერლანდური ცხოვრება ჩვენისაგან? ვფიქრობ, ყველაფრით! დღეს მსურს გაგიზიაროთ ჰოლანდიელთა ყოფის ყველაზე ძველი და უცნაური თავისებურებები.

ცხოვრება ნიდერლანდებში

ამ ქვეყნის მკვიდრნი ყოველთვის მომწონდნენ ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულებითა და მთელი თავისი პერიპეტიებით. რაც არ იყოს, ბოლოს მაინც გაივლის და ყველაფერი დალაგდება. ნუთუ საუკეთესო ცხოვრებისეული სტრატეგია არაა? თუმცა ამ ყველისა და ნავების მოყვარულ ბედნიერ ერს ბევრი უცნაურობა ახასიათებს, რომელთა შესახებაც დაბლა ვისაუბრებთ.

პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები მეტად ამტანები არიან. კლიმატიდან და არაკომფორტული ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ჰოლანდიელებს შემოდგომი ცივ დილას საზაფხულო ფეხსაცმლით სამსახურამდე 20კმ-მდე მანძილის გავლა ჩვეულებრივ შეუძლიათ.

რით შეუძლიათ ჰოლანდიელებს ჩვენი გაოცება

1. პრაქტიკულობა ყველაფერში

ქვეყნის ფართობი არც ისე დიდია, ამიტომაც ჰოლანდიელები ცდილობენ მისი ყველა კუთხე გამოიყენონ. მაგალითად, მათთვის ეკლესიაში ღვინის დეგუსტრაციის გამართვა სავსებით ნორმალური ამბავია. ამით მორწმუნთა გრძნობები შეურაცხყოფილი სრულებით არ იქნება!

2. წინასწარ დაგეგმვა

ყველა ჰოლანდიელს აქვს დიდი კალენდარი, სადაც მომავალი წლის გეგმას იწერს. ამ ხალხს ყველა მოვლენა გათვლილი და მონიშნული აქვთ, ნურაფერი ნუ გაგაკვირვებთ.

3. ეკონომია ყველაფერში

თუ რომელიმე ქვეყანაში ეკონომია ცუდ ტონად ითვლება, ნიდერლანდებში პირიქითაა. ყველა მაქსიმალურად ცდილობს ფასდაკლების სისტემა და სპეციალური შეთავაზებები გამოიყენოს.

4. არანაირი მინიშნებები

ნიდერლანდებში მინიშნებებით საუბარი მიუღებელია. აქ ხალხი პირდაპირ თქმასაა მიჩვეული. როგორც ხედავთ ეკონომია არა მხოლოდ ფულზე, არამედ სხვა სასარგებლო რესურზებზეც ვრცელდება. მაგალითად, დროის ეკონომია!

5. წვიმა ცხოვრებას ხელს არ უშლის

თუ ჩვენთან წვიმიანი ამინდის გამო შესაძლოა გეგმები ჩაგვეშალოს ან გადავდოთ, ჰოლანდიაში წვიმა ხელის შემშლელ ფაქტორად არ ითვლება. ქვეყანაში ფაქტიურად სულ წვიმს. მის გამო ბარბექიუს ხომ არ გააუქმებენ?

ტურისტებს ხშირად აოცებთ ფასიანი საპირფარეშოების არარსებობა, მაგალითდ ამსტერდამში. თუმცა თქვენ აქ შეხვდებით ღია საპირფარეშოებს, რაც ზოგისთვის შესაძლოა შოკოსმომგვრელი აღმოჩნდეს.

შესაძლოა შენთვის საინტერესო იყოს ის ფაქტი, რომ საშუალო სტატისტიკური ჰოლანდიელისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ოჯახია. პრაქტიკულად მთელი თავისუფალი დრო ტიტების დარგვას, ბავშვებთან და ძაღლთან დროის გატარებას ხმარდება…