7 უცნობი ფაქტი პროდუქტების შესახებ, რომლებსაც მწარმოებლები მალავენ

კვების მრეწველობის განვითარების ამჟამინდელი დონე პროდუქტების მოდიფიცირებისას და მათთვის მწარმოებლისთვის სასარგებლო თვისებების მინიჭების საშუალებას იძლევაც. გასაკვირიც კი არაფერია იმაში, რომ ხშირად მხოლოდ მარკეტინგის მანიპულაციები წარმოადგენს რომელიღაც კონკრეტული პროდუქტის მთავარ უპირატესობას. აქ მოცემულია 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი პოპულარული პროდუქტების შესახებ, რომელთა გამომჟღავნებასაც მწარმოებლები თავს არიდებენ.

1. ჩიფსების ბოლომდე ჭამა

ადამიანთა უმეტესობას საკუთარი თავისათვის ერთხელ მაინც შეუმჩნევია, რომ ჩიპსის ჭამის პროცესი მხოლოდღა შეკვრის დაცარიელების შემდეგ სრულდება, ხოლო მანამდე შეჩერება და ჭამის შეწყვეტა ვერანაირად ვერ გამოსდით. როგორც ჩანს, ამ პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს გააჩნიათ მთელი რიგი განყოფილებები, რომლებიც ეძებენ სხვადასხვა გზას ხალხის მიერ დანაყრების წერტილის გადალახად.

მაგალითად, ჩიფსებში ხშირად გამოიყენება ხრიკი, როდესაც მომხმარებელს სრულად ვერ აღიქვავს მათ გემოს, რომელიც მერყეობს მარილის, შაქრისა და ცხიმის კომბინაციას შორის, ამიტომაც ადამიანის ტვინს გადაეცემა იმპულსს, რომ იმის ამოსაცნობად, თუ რას მიირთმევს, უფრო მეტი დოზით მიიღოს აღნიშნული საკვები. სწორედ ამ ეფექტიდან გამომდინარე ვერ ნაყრდება ადამიანი ჩიფსის შეკვრის მხოლოდ ნაწილობრივ გათავებით. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია მაღალი კალორიულობა, ამიტომაც ხშირი მოხმარება არასურველია.

2. “შოკოლადის” პასტა

ბევრი ჩვენთაგანი, პრინციპში, შოკოლადის პასტასთან მიმართებაში არც ისე ცუდი დამოკიდებულება გააჩნია. მწარმოებლები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ყურადღება გაამახვილონ ტკბილეულში თხილის, კაკაოსა და შოკოლადის შემცველობაზე და ასევე თამამად უწოდებენ თავიანთ პროდუქტს “შოკოლადის” პასტს. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ შოკოლადი, კაკალი და კაკაო ნამდვილად ძვირადღირებული ინგრედიენტებია, თუმცაღა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ხოლო შაქარი და პალმის ზეთი დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი.

3. “სასარგებლო” ბატონები და მშრალი ლანჩები

ფიტნეს ბატონებსა და მშრალ ლანჩებს მწარმოებლები ყველაზე ხშირად ჯანსაღ საკვებად ასაღებენ, ამიტომაც ბევრი ჩვენგანი ქვეცნობიერად თვლის, რომ მათი შემადგენლობა აუცილებლად დიდი რაოდენობით ცილებსა და მცირე რაოდენობით ცხიმებს უნდა შეიცავდეს, თუმცაღა უმეტესობა ჩვენთაგანს აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა ამ პროდუქტებში შაქრის არსებობას იმ დიდ მოცულობებში, რომლებითაც ისინია დანაწილებული. ფიტნეს შოკოლადების სპორტულ კვებასთან დაკავშირება კი მარკეტოლოგებს ფასის რამდენჯერმე ზრდის გამართლების საშუალებას აძლევს.

მშრალ ლანჩებთან დაკავშირებული მდგომარეობაც საკმაოდ რთულია. მშობლები ხშირად ენდობიან რეკლამებს და დილით შვილებს ამ ტიპის საკვებით ანაყრებენ. გარდა ამისა, ასევე მოსახერხებელია: ფანტელებს ან ბურთულებს რძე დაასხით, მეტი არც არაფერი დაგჭირდებათ. ამასთან, ამ ლანჩებში შაქრის შემცველობა ისეთია, თითქოს დედა შვილს კანფეტებს დილითაც აძლევს და უზმოზეც. ამგვარი პრაქტიკით ბავშვის საკვებ რაციონს ვერანაირ სარგებელს ვერ მიანიჭებთ, ამიტომ არ ღირს საუზმეზე მშრალად კვება.

4. მაღაზიის თაფლი

მცირე დოზებით არსებული ნატურალური თაფლი ძალზედ სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე: იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხსნის სტრესს და ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, თუმცაღა სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ყველა ამ სასწაულებრივ ეფექტს საერთო არაფერი არ აქვს მაღაზიიდან მიღებულ თაფლთან.

პირველ რიგში, მაღაზიაში გასაყიდ თაფლს სიროფსა და შაქარს ამატებენ, რაც მის სასარგებლო თვისებებს აქრობს. გარდა ამისა, ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ ორგანიზმისათვის საზიანო კონსერვანტებისა და სხვა ნივთიერებების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობის გასაზრდელად და ასევე ამ დროის განმავლობაში მისი დანაწევრებისა და ჩაშაქრების თავიდან ასაცილებლად, რაც ნატურალურ თაფლს ახასიათებს – ამ გზით ის ბევრად მეტხანს ინარჩუნებს მიმზიდველ იერსახეს. გარდა ამისა, თაფლი ხშირად შეიცავს დამატებითი სარგებლობისათვის განკუთვნილ დანამატებს: თხილს ან ჩირს, თუმცაღა პროდუქტის ასეთი განვითარების მთავარი მიზეზი მისი ღირებულების ბანალური შემცირებაა.

5. ბეკონი

მიჭირს ამის აღიარება, თუმცა მაღაზიის თაროებზე დადებული ბეკონი პრაქტიკულად არანაირ კავშირში არაა ნატურალურ პროდუქტთან. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, თუმცა საკმაოდ ხშირად გვიწევს საუბარი არასწორად დამუშავებული და დაჭრილი ხორცის თაობაზე. მათი სარგებელი ძალზე გაზვიადებულია და მათ უზარმაზარ პოპულარობას უფრო მეტად უზრუნველყოფს რეკლამებსა და ფილმებში ბეკონის რეგულარული გამოჩენა, ვიდრე ორგანიზმზე დადებითი გავლენა, ამიტომაც მის გამო ბევრად დიეტური ხორც-პროდუქტების დათმობის იდეა არც ისე ჭკვიანურია.

6. “უცხიმო”, “უგლუტენო”, “არაგენმოდიფიცირებული”

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ მარკეტოლოგები ოსტატურად ადამიანების წონის დაკლების სურვილს და ცხიმი სპორტსმენი და ფიტნეს გოგოების უმთავრეს მტერად აქციეს. სინამდვილეში, ზომიერი რაოდენობის ცხიმი უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია ადამიანისთვის, თუმცა მწარმოებლები, პირიქით, არწმუნებენ მომხმარებელს, რომ უცხიმო პროდუქტები ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი და მაღაზიის თაროებზე კომფორტულად აწყობენ.

ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ “უცხიმო”, “უგლუტენო” და “არაგენმოდიფიცირებული” ტექსტის შემცველი მარკეტინგული აღნიშვნები სრულიად გვერდს უვლის მწარმოებლებისთვის დადგენილ წესებს. ასე რომ, მაგალითად, თუკი პროდუქტი შეიცავს ერთ გრამზე ნაკლებ ტრანსცხიმს, შესაძლებელია შემცველობის ეს ნაწილი სულ არ მიეთითოს. გარდა ამისა, უცხიმო საკვები არა მხოლოდ უსარგებლო იქნება წონის დაკლებისას, არამედ მათგან ჯანმრთელობის ზიანიც შეიძლება მიიღოთ, თუ მათ გარდა არაფერს მიირთმევთ, ამიტომაც წონის დაკლების მიზნით, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტ დიეტოლოგებს, რადგანაც მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტების ხელოვნურით ჩანაცვლება ნამდვილად ვერ გამოგადგებათ.

7. ბავშვთა კვება

ჩვილი ბავშვების მშობლები ცდილობენ დარწმუნდნენ იმაში, რომ ბავშვთა საკვები, რომელთაც მაღაზიებში იძენენ, მათი შვილებისათვის აუცილებლად უსაფრთხო იქნება, ამიტომაც შეგნებული დედები და მამები საქონლის შემადგენლობას უნდა გაეცნონ. როგორც თანამედროვე პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი სიფრთხილეც კი არაა ყოველთვის გამოსადეგი ჩვილების იმ პოტენციური საფრთხისგან დასაცავად, რომელიც ამ პროდუქტების მოხმარებიდან გამომდინარეობს.

საქმე იმაშია, რომ ბავშვის ფაფების შემადგენლობის შესწავლისას შესაძლოა გაგიჩნდეთ აზრი, რომ ინგრედიენტები ძალზე დამაბნეველადაა დაწერილი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შემადგენლობა გაყიდვის რეგიონიდან გამომდინარე იცვლება: ზოგან აკრძალულია რომელიღაცა ნივთიერება, რის გამოც ბავშვთა კვებაში არ იყენებენ, იქ კი, სადაც წესები არც ისე მკაცრია, მწარმოებლები ხელიდან არ უშვებენ მათი ზოგიერთი საქონლის თვითღირებულების შემცირებით მოგების გაზრდის შესაძლებლობას, ამიტომაც ბავშვისთვის საკვების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების აზრი. უმჯობესია ბავშვები ნატურალური საკვებით გამოკვებოთ და არა ფხვნილებით, რომელთა უაზრო რაოდენობისგანაც მაღაზიის თაროებზე ტევა აღარაა.