“ჯერ ერთად გააკეთე რემონტი, შემდეგ კი იქორწინეთ”, – ბებიას საყვარელი და პრაქტიკული რჩევაა. რემონტის საკუთარი ხელებით გაკეთება, განსაკუთრებით პირველად, საკმაოდ შიშისმომგვრელია. არ იცი, თუ საიდან დავიწყო. არც კი ღირს კამათი იმაზე, რომ ეს ნერვების დაწყვეტის ფასად დაგიჯდება, ხოლო შპალერის გაკვრა მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია. ახლა მე და ჩემი მეუღლე ბინაში რემონტს ვაკეთებთ და შპალერის შერჩევისას წამითაც არ გამიფიქრია რემონტის დასრულების სხვა გზაზე, თუმცა კედლის თანამედროვე გაფორმება მხოლოდ შპალერის გაკვრას როდი გულისხმობს.

დიახ, ეს სახლის მოწესრიგებისათვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი გზაა, თუმცა არა ერთადერთი! შპალერის ასორტიმენტის მრავალფეროვნების მიუხედავად შემოქმედებითი ადამიანი მხოლოდ ამ ვარიანტებით როდი შემოიფარგლება. კედლების გასაფორმებლად აღმოვაჩინეთ თქვენი შთაგონების შესაბამისი საინტერესო ვარიანტები.

კედლის თანამედროვე გაფორმება

საღებავი

შესანიშნავია, როდესაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კედლის სხვა ფერში გადაღებვა. ამისათვის დაგჭირდებათ ლილვაკი, საღებავი და ცოტაოდენი მოთმინება. ეს მეთოდი თანაბრად გამოსადეგია ყველა საყვარელ შპალერთან გამოსაყენებლად. კარგი შედეგის მისაღებად აუცილებელია კედლების შეღებვისათვის სწორად მომზადება. თუ თქვენ ძველ პანელურ სახლში ცხოვრობთ, საჭიროა კედლები ზედმიწევნით შელესოთ, ან თუნდაც საღებავის ფონის ქვეშ გააკრათ შპალერი. თუკი არათანაბარ კედლებს ერთ ფერში შეღებავთ, ყველა ხარვეზი, შვერილები თუ ჩაღრმავებები, მთლიანად გამოჩნდება.

ნახატები კედელზე

მე აღმაფრთოვანებს შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლში განსაკუთრებულ ინტერიერს ქმნიან. კედლის იგივე საღებავით შესაღებად სულაც არაა აუცილებელი ხატვის ცოდნა. უნიკალური სტილი და კომფორტი შესამჩნევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესში მთელი ოჯახი მონაწილეობს. მხატვრებს ძალიან უყვართ თავიანთი ბავშვების საძინებლების ზღაპრული მოტივებით მოხატვა, ამას კი იშვიათად თუ ნახავთ სადმე. არავითარი ნიმუშები, მხოლოდ ფანტაზია, საღებავები და კედელი ტილოს მაგივრად.

ორიგინალური დასაკრავები

კედლის დასაკრავები კატის მიერ დაკაწრულ შპალერს უხილავ ფონად შესაძლოა გასდევდეს. შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი ბინის სტილზე მორგებული დიდი დასაკრავები. ვარიანტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ ოდნავ გაცვეთილი შპალერის როგორმე შეცვლა და არ უნდათ მთელ ბინაში შპალერის ხელახალი გაკვრა. ზარმაცი ადამიანებისათვის განკუთვნილი, თუმცა საკმაოდ მშვენიერი ხერხია.

დეკორატიული თაბაშირი

ნახევრად ანტიკვარული დიზაინის გულშემატკივრებს ამგვარი გაფორმება აუცილებლად მოეწონებათ. თაბაშირის დახმარებით შეგიძლიათ კედლებზე გააკეთოთ ფრესკები, გააკეთოთ მოცულობითი ან იდეალურად გლუვი ნახატი. მოდაშია მოცულობითი საფარები. თანამედროვე 3D პრინტერების წყალობით თქვენი სახლისათვის განკუთვნილი უნიკალური მოცულობითი შპალერები შეგიძლიათ ამობეჭდოთ. ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა ეფექტურობით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

ბეტონის კედლები

თუ გაგიმართლათ და ახალაშენებულ გლუვი ბეტონის კედლებიან სახლში ცხოვრობთ, არ ჯობია ყველაფერი ძველებურად დატოვოთ? ამგვარი ინტერიერი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ნამდვილად არ დაგჭირდებათ დიდი ხანი შპალერის შერჩევაზე. საკმარისია კედლები ტენიანობისა და ობისაგან დამცავი საშუალებით დაფაროთ. მიკროცემენტი ასეთი გაფორმებისათვის აუცილებელი კიდევ ერთი ვარიანტია. გააჩნია აბრეშუმისებრი ტექსტურა და უფრო ღია ჩრდილი.

სარკეები

პატარა ბინებისათვის აუცილებელია სარკეების ქონა. რაც უფრო დიდია ისინი, მით უფრო ტევადი და ნათელი (მსუბუქი კედლებისა და ჭერის კომბინაციაში) ჩანს ბინა. ასე რომ სახლის ერთი კედლის სარკეებით ავსება თავისუფლად შეგიძლიათ. გათვალისწინებულია ფუტურისტული დიზაინი და ტევადობა.

აგური

სხვენი ინტერიერს აგურის კედლების გარეშე საერთოდ არ უხდება. დიდად იღბლიანი ბრძანდებით, თუკი თქვენი ბინა ან სახლი აგურის კედლებითაა ნაშენი. მათ, ვინც ინტერიერის თანამედროვე იერსახით გაფორმებისაკენ მიიღწვიან, აუცილებლად თაბაშირისაგან უნდა გააკეთონ აგურის კედლები.

დეკორატიული პანელები

მათ, ვისაც ინტერიერის კლასიკურ და მდიდრულ სტილში გაფორმება იზიდავთ, უფრო ახლოდან უნდა დაათვალიერონ ბუაზერის პანელები. დეკორატიული პანელების შერჩევა შესაძლებელია მეტნაკლებად გამოხატული ნიმუშით. ისინი მოხერხებულად ემაგრება, სხვადასხვა ფერებშია შესრულებული და ნიმუშებითაც განსხვავდება. ასეთი პანელებით გაფორმებული პასტელ ტონებში მოხატული ოთახი მაშინათვე მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ხით გაფორმება

სიმართლე გითხრათ, ვგიჟდები სახლის ხით გაფორმებაზე. თუ რემონტის შემდეგ სასიამოვნო ხის ჩრდილის მქონე კარგი ლამინატი შემოგრჩებათ, შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ სამზარეულოს წინსაფრად (მე ასეც მოვიქეცი), ან მთლიანად მიამაგროთ საძინებლის აქცენტურ კედელზე. ასეთი კედელი მაშინვე იპყრობს ყურადღებას და ძალზედ დიდ ემოციებსაც იწვევს. ამაზე რას ფიქრობთ?

ზოგ ადამიანs ინტერიერში ხის ჭრილები შემოაქვს: ხის ნაჭრებით მოზაიკებს აკეთებენ, რაც უნიკალური სილამაზით გამოირჩევა. მუდმივად მაინტერესებს, თუ სახლს ორგანულად როგორ ერწყმება ბუნების ნაწილი.

ქვა

ეს ძვირადღირებული ნივთი ქვაა. უნიკალურად გამოიყურება თავად მარმარილოსა თუ გრანიტის მონოლითური ნაჭრები. ეს სიამოვნება არც ისე იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ შთამბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს. გარდა იმისა, რომ აბაზანის ამგვარი გაფორმება სასურველიც  კია, შეგიძლიათ მისით საძინებლის კედლების ნაწილიც გააფორმოთ.

თითოეული ეს იდეა თქვენს ფანტაზიასა და ფინანსურ შესაძლებლობებთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. ზოგიერთი მათგანის განხორციელება საკმაოდ მარტივია, ზოგიერთისათვის კი აუცილებლად მოგიწევთ თანხის დაგროვება. აქ უკვე გემოვნების საკითხია. რომელი ვარიანტი მოგწონთ ყველაზე მეტად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი