ოდესმე შეგხვედრიათ თუ არა ისეთი ცნება, როგორიცაა ადამიანის ვიბრაცია? ესაა განსაკუთრებული სახის ენერგია, რომელიც თქვენგან გამოიყოფა და რომელსაც გარედანაც იღებთ. რა თქმა უნდა, ყველას როდი სჯერა ასეთი ეზოთერული რამეების, თუმცა ამ თემამ ძალიან დაგვაინტერესა.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს ვიბრაციების მაღალი და დაბალი სახეები და აქ ყველაფერი ძალზედ მარტივადაა. თუ ადამიანში მაღალი ვიბრაცია დომინირებს, იგი პოზიტივითა და მოტივაციით ივსება. დაბალი ვიბრაციები იწვევენ ცხოვრებაში მუდმივ დეპრესიასა და იმედგაცრუებას. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რა მოქმედებს ვიბრაციის შემცირებაზე. ამაზე კი დღეს ვისაუბრებთ.

ადამიანის ვიბრაცია

არსებობს 10 ფაქტორი, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ვიბრაციას. თუნდაც არ გჯეროდეთ ცხოვრებაში ადამიანური ენერგიის მნიშვნელობის, მაინც მიაქციეთ ყურადღება ჩვენს არჩევანს. ამ ასპექტებისგან განთავისუფლებით ავტომატურად დაიწყება ცვლილებების კასკადი. ცდად ნამდვილად ღირს!

უარყოფითი ემოციები

რაც უფრო მეტად ბრაზდებით, გეშინიათ თუ ეჭვიანობთ, მით უფრო მეტ ნეგატივს იზიდავთ. ეს შემოფარგლული და სრულიად ლოგიკური სქემა. როდესაც ირგვლივ ყველაფერს გაცვეთილ ფერებში ხედავთ, გაუცნობიერებლად აჯერებთ თავს, რომ ყველაფერი ძალზედ ცუდადაა. უარყოფითი ემოციების ამ ციკლიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანია ისწავლოთ მათი კონტროლი.

თუმცა მანამდე გახსოვდეთ, რომ ემოციების კონტროლი და მათი დათრგუნვა ძალზედ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ექსპერტები გვირჩევენ განვიცადოთ ემოციები, გავუმკლავდეთ მათ და გავაჩეროთ. ეს ხელს შეუწყობს რაიმე პოზიტიურ საკითხზე გადასვლას, რაც განწყობას ნამდვილად აღამაღლებს.

დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ

ხალხი სხვა ადამიანების მიღწევებს მათ მიერ შექმნილ წარმოსახვით იდეალებთან ადარებენ. შედეგად, ძალიან ხშირად გმობთ სხვათა ქმედებებს და არ იღებთ მოსაზრებებს, რომლებიც თქვენსას არ ემთხვევა, თუმცა ეს ნამდვილად არასწორია. მნიშვნელოვანია გააანალიზოთ ის, რაც გარშემო ხდება და ობიექტურად მოეკიდოთ.

უარყოფითი აზრები

უარყოფითი აზრების მუდმივი დინება გამოიწვევს იმას, რომ ისინი დამოუკიდებელ ენერგიულ სუბიექტად გადაიქცევიან. შედეგად, თქვენივე გონების მძევლად იქცევით და ფიქრები გაგაკონტროლებენ. და რაც უფრო მეტს ჩაეშვებით ამ უფსკრულში, მით უფრო რთული იქნება მისგან თავის დაღწევა.

თუ ტვინში რაიმე გამაღიზიანებელმა აზრმა გაგიელვა, იპოვნე ძალა, რომ მას უპასუხოთ. რა თქმა უნდა, უარყოფითი აზრები არც ისე უსაფუძვლოა, ამიტომაც უნდა განსაზღვროთ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, შემდეგ კი განაგრძოთ მისი მოგვარება.

არეულობა ბინაში

სახლში არსებული უწესრიგობა გიმცირებს ვიბრაციებს ისევე, როგორც თავში არსებულ არეულობას. უფრო მეტიც, თქვენი ფიზიკური მდგომარეობა პირდაპირაა დამოკიდებული ბინის სისუფთავეზე, ამიტომაც დარწმუნდით, რომ სახლი სითბოთი და კომფორტით იყოს სავსე. ამის შემდგომ განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და ვიბრაციებიც გაიზრდება!

თვითკრიტიკა

თვითკრიტიკა, რა თქმა უნდა, ცუდი არაა, თუმცა საკმაოდ დიდი მოცულობის შემთხვევაში საქმე პირიქითაა. რაც უფრო ხშირად აკრიტიკებთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტად კარგავთ რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება საკუთარი თავის დამცირების ხარჯზე. უფრო მეტიც, არასოდეს გააკრიტიკოთ საკუთარი გარეგნობა. ხშირად ვცდილობთ საკუთარ თავში უფრო მეტი ნაკლი დავინახოთ, თუმცა ხშირად მათ გამო გვთვლიან სხვები განსაკუთრებულ და მშვენიერ ადამიანებად.

მასმედია

შეგიმჩნევიათ, თუ როგორ უარესდება ახალი ამბები ყოველდღიურად? ეს ჩვენს მდგომარეობაზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს. უფრო მეტიც, როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურზე. რა თქმა უნდა, მსოფლიო სიახლეთა აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა არც ისე სასიამოვნო სიახლეების დაუსრულებელი ნაკადს ნამდვილად შეუძლია ვიბრაციის შემცირება გამოიწვიოს.

გარემო

ცხოვრებაში ბევრი რამაა დამოკიდებული სწორ გარემოზე. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვთ პროგრესულ და განვითარებად ადამიანებთან, მით უფრო მეტად იღწვით საკუთარი თავის განვითარებისაკენ და პირიქით. არასწორი შეურაცხმყოფელი გარემო აუცილებლად შეამცირებს თქვენს ვიბრაციას და თანდათანობით მიწასთან გაგასწორებთ.

ლექსიკონი

გონებრივ მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს საუბრის მეთოდი. თუ მეტყველებაში უხამსი სიტყვები ჭარბობს, ვიბრაციების ზრდის მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, პირიქით, მათი დაღმასვლა დაიწყება. გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჟარგონული საუბარი დიალოგს ესთეტიკას ნამდვილად არ მატებს.

კვება

ადამიანის ვიბრაციის სიმაღლეზე კვებაც კი მოქმედებს. ადამიანს ყველაფერში ბალანსის დაცვა სჭირდება, ამიტომ გასაკვირიც კი არაა, რომ უპასუხისმგებლო კვებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე. ეს ეხება ნებისმიერ მძიმე საკვებს, სწრაფ კვებასა თუ უფრო სერიოზულ პრობლემებს. მაგალითად, კვებითი ქცევის არეულობის დროს (EID) ფსიქიური კომპონენტი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს, არსებითად, ჩვენი ენერგიის ანარეკლია.

საზიანო ჩვევები

ჩვენი დღევანდელი სია საზიანო ჩვევებით სრულდება. პირველ რიგში, ისინი ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ვნებენ. მეორეს მხრივ, ზოგადად ყველანაირი დამოკიდებულება აუარესებს ცხოვრების დონეს,  ამიტომაც გასაკვირიც კი არაა ის ფაქტი, რომ სასმელმა ან მოწევამ შესაძლოა ვიბრაცია შეამციროს.

მითხარით, გჯერათ თუ არა ადამიანის შინაგანი ვიბრაციის? შესაძლოა გქონდიათ კიდეც მათი ზრდის გამოცდილება. სხვათა შორის, თუ ეს თემა გაინტერესებთ, აუცილებლად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მიანიჭოთ თქვენს ცხოვრებას სრულფასოვანი იერსახე მაღალი ვიბრაციების საშუალებით. კომენტარებში გელოდებით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი