ნუმეროლოგიის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ თითოეული ბინისა თუ სახლის ნომერი პირდაპირ მოქმედებს მათ მობინადრეებზე. აღნიშნული ნომერი განსაზღვრავს საცხოვრებლის ბუნებას, რაც ასევე გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ თუ სტუმრად მისულ ნებისმიერ ადამიანზე. მოდი გავარკვიოთ, თუ რამდენად შესაფერისი და იღბლის მომტანია თქვენი სახლის კარებზე მითითებული ნომერი.

იღბლიანი ნომერი

სწორი ენერგეტიკა, რომელიც საშუალებას  იძლევა ხალხმა თავი კომფორტულად, თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნონ, სხვა საკითხებთან ერთად ასევე სახლისა თუ ბინის ნომერზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ექსპერტები აზრით, საცხოვრებელ ბინაში მნიშვნელოვანი მხოლოდ ბინის ნომერია. კერძო სახლში, რაღა თქმა უნდა, მხედველობაში მხოლოდ სახლის ნომერი მიიღება.

როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ, შეგესაბამებათ თუ არა კონკრეტული საცხოვრებლის ბუნება? ამისათვის ჯერ უნდა დათვალოთ მისი ნომერი. ამისათვის ერთმანეთს უნდა მიუმატოთ სახლისა (თუ ბინის) ნომრის ციფრები, რათა ერთნიშნა ნომერი (1-დან 9-მდე) მიიღოთ. მაგალითად, 143-ე ბინის ნომერი იქნება 1 + 4 + 3 = 8. ქვემოთ მოცემულია თითოეული ვარიანტის განმარტება, ამიტომაც ერთგვარი ტესტის ჩაბარება მოგიწევთ.

რა საიდუმლოს მალავს ბინის ნომერი?

1. ერთიანი

ასეთი ბინები და სახლები ზედგამოჭრილია დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ადამიანებისათვის. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს სათავეში მოქცევას, ვინაიდან და რადგანაც გამოირჩევიან განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა და გამძლეობით, ამიტომაც ნამდვილად არ აკვირვებთ სამუშაოსა და ბიზნესში მიღწეული წარმატებები. სიამოვნებას ანიჭებთ ახალი იდეების მოსინჯვაც.

პირველი ნომერი ხშირად მსხვილი ხელმძღვანელების სახლებისა და ბინებისთვისაა დამახასიათებელი . მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე ადამიანი ჯერ კიდევ ვერაა ასული აღნიშნულ სიმაღლეზე, მაშინ მას ნამდვილად აქვს დაწინაურებისა და კარიერულ კიბეზე აღმასვლის პოტენციალი.

2. ორიანი

იდეალური საცხოვრებელი ნაზი და დახვეწილი ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების შესანიშნავი უნარი გააჩნიათ. ამ ადამიანებს მუდმივად შეუძლიათ სწორი რჩევების გაცემა. მოთმინების, სიკეთისა და მგრძნობელობის უნარი მათი განსაკუთრებული თვისებებია. კომფორტსა და სიჩუმეს ყველაზე მაღალ პლანზე აყენებენ.

ასეთ სახლებსა და ბინებში ხშირად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დელიკატურად და გაგებით ეკიდებიან. ასეთ საცხოვრებელში არსებული პოზიტიური ენერგია ხელოვნებით დაკავებასა თუ ბუნების სამსახურისათვის თავის დათმობას უწყობს ხელს.

3. სამიანი

ამ ნომრით დანომრილი სახლები და ბინები გართობისა და ზეიმის მოყვარული სტუმართმოყვარე ადამიანებისათვისაა ზედგამოჭრილი. როგორც ჩანს, საცხოვრებელი ენერგიულობითა და ოპტიმიზმითაა გაჟღენთილი, რაც გავლენას ახდენს როგორც მასპინძლებზე, ასევე სტუმრებზეც. ამნომრიან სახლში გადასვლა შინაგანი სამყაროს გახსნასა და უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობაში დაგეხმარებათ.

4. ოთხიანი

მათთვის განკუთვნილი საცხოვრებელი, ვისაც ცხოვრებისგან სტაბილურობა და მომავლის რწმენა ესაჭიროებათ. ამგვარი სახლების მაცხოვრებლებს, როგორც წესი, არჩეული მიზნისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მისასვლელად პრიორიტეტების დასახვა ახასიათებთ. ისინი ჭკვიანები და თანმიმდევრულები არიან, არც ფიზიკური შრომა აშინებთ. წესრიგი, სიზუსტე და ეკონომიურობა თითოეული ასეთი სახლის საერთო მახასიათებლებია.

5. ხუთიანი

ალბათ ყველაზე იღბლიანი რიცხვია ენერგიული ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან ცვლილებებისაკენ, ამიტომაც აქ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი მზად არიან შესაძლებლობის დადგომისთანავე ჩაატარონ ექსპერიმენტი. ასეთ ნომრიან საცხოვრებლებში ხშირად ბინადრობენ ქარიზმატული ადამიანები, რომლებიც სხვებს მაგნიტის მსგავსად იზიდავენ. ასეთი სახლებისა და ბინების ენერგია ორგანიზაციული უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

სად ცხოვრობენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანები?

6. ექვსიანი

პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანების არჩევანი. აქ მცხოვრებები, როგორც წესი, თავშეკავებულები, ფრთხილები და გულმოდგინეები არიან. ისინი იმაზე სწუხან, თუ სხვადასხვა მხრიდან როგორ გამოიყურება მათი სახლი (თუ ბინა), ამიტომაც ყვავილების, აქსესუარებისა და ნახატებისათვის ყოველთვის პოულობენ ადგილს. მათში ყოველთვის წესრიგი სუფევს, მაშინაც კი, თუკი პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ჰყავთ. საინტერესოა, რომ ფინანსების მხრივაც ყველაფერი წესრიგში აქვთ.

7. შვიდიანი

იღბლიანი რიცხვი შემოქმედებითი ადამიანებისა და მეცნიერებისათვის. აქ კითხვა და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ. ფიზიკურ შრომას მსუბუქად უდგებიან, თუმცაღა მის აუცილებლობას აღიარებენ. ექსპერტების აზრით, ამ ნომრის მქონე სახლები დასვენებისა და განტვირთვისათვის ზედგამოჭრილია, განსაკუთრებით ჩაკეტილი ადამიანებისათვის.

8. რვიანი

ამ სახლების მცხოვრებლებს საიდუმლოებების შენახვა და დუმილი ახასიათებს. კარგად უვითარდებათ ორგანიზაციული უნარები. ასეთი სახლებისა და ბინების მცხოვრებნი, როგორც წესი, ფინანსურად წარმატებულები არიან. ეწვიან აქტიურ ცხოვრებას. ჰყავთ ბევრი ნაცნობი და მეგობარი. პრინციპულად და დარწმუნებით იღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს. გააჩნიათ მიდრეკილება პოლიტიკური საქმიანობისაკენ.

9. ცხრიანი

ოპტიმალური საცხოვრებელი სახლია ყოველმხრივ განვითარებული ადამიანებისათვის. სწორედ ამიტომ ასეთ სახლებსა და ბინებში უმეტესად ცხოვრობენ ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, რომელთათვისაც სხვების დახმარება ცხოვრების წესადაა ქცეული. ითვლება, რომ სწორედ ეს ნომერი უწყობს ხელს ფარული შესაძლებლობების დანახვას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ფინანსურ, ასევე კარიერულ წინსვლაში თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

აი, სწორედ ასეთია ნუმეროლოგიის სპეციალისტების რამდენიმე საინტერესო დასკვნა. არასოდეს მიფიქრია, რომ სახლისა თუ ბინის ნომერი იქ მცხოვრებლებზე გარკვეულ გავლენას ახდენდა. რჩება მხოლოდ იმის შემოწმებაღა, თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი განმარტებები რეალობას. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი