იაფფასიანი რემონტის ცოცხალი მაგალითი: როგორ გავამდიდროთ ინტერიერი

რემონტის საკითხს ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რამეთუ მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის მსგავსად უმსხვერპლოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის, თუმცა უნდა აღიაროთ, რომ ხშირად სხვათა აზრზე ხდებით დამოკიდებულები, როდესაც ბინა თქვენია და არა მათი! ღირს თუ არა ბინის მდიდრულად გაფორმება, ისიც ძვირადღირებული ხელოსნების ხელით, როცა ბინის იაფფასიანი რემონტიც სავსებით შესაძლებელია?

ჩვენი რედაქცია ესპანეთში მცხოვრებმა ერთი ქალბატონის ისტორიით დაინტერესდა. იგი არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა, თუმცაღა სრულიად სხვა სურათი დახვდა. წინა მაცხოვრებლებს სანტექნიკის ჩათვლით ყველაფერი წაუღიათ, ბუდეებიც კი მოხსნილი დახვდა. მართამ ბევრი იფიქრა და რემონტის უზომო ხარჯების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა იგი თავად გაეკეთებინა. დღეს კი საკუთარ თავს “იაფფასიანი რემონტის ცოცხალ მტკიცებულებას” უწოდებს.

ბინის იაფფასიანი რემონტი

მართას თქმით, თავდაპირველად მცირეწლოვანი შვილებიდან გამომდინარე უსაფრთხო ბუდეების შეძენა მოუწია. მან უყოყმანოდ განათავსა საკუთარი ოჯახი ყველაზე სუფთა ოთახში, რისთვისაც იატაკის და კედლების წინასწარი გარეცხვა მოუწია. იმისათვის, რათა ბავშვები უსაქმოდ არ ყოფილიყვნენ, მათ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე ხატვის ნება დართო, თავად კი კრანის დაყენებას შეუდგა.

სანტექნიკის მოწესრიგების შემდეგ (ამისათვის მართას მთელი დღე დასჭირდა) მან გადაწყვიტა წინა მაცხოვრებლების ყველანაირი კვალი გაექრო და ამისათვის იატაკიც კი აყარა. ამას მოჰყვა “ბიუჯეტური” რემონტის ხანგრძლივი პერიოდი. მართა ღებავდა კიდეც, ზელდა კიდეც, აწებებდა კიდეც და აწყობდა კიდეც. ყველაზე მეტად ფილების სწორად დაგება გაუჭირდა. წარმატებული მხოლოდ მეორე მცდელობა გამოდგა.

ბავშვებისათვის განკუთვნილი პირველი ოთახი ჭერამდე მათვე მიერ იქნა მოხატული. ცნობისმოყვარე ბავშვები აღნიშნულ საკითხზე გამუდმებით მუშაობდნენ, მართა კი ამ გადაწყვეტილებამ მეტად შთააგონა. კედლების დასრულების შემდეგ მანაც გადაწყვიტა საკუთარი მხატვრული ნიჭის წარმოჩენა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ქალბატონს ახალი კარნიზების შეძენა და ფარდების ჩამოკიდებაღა მოუწია. ესეც ასე!

მართამ ლამინირებულსა და ხის იატაკზე უარი განაცხადა, რადგანაც ესპანეთის ცხელი ჰავიდან გამომდინარე უფრო გრილ ფილებზეა მოთხოვნა. კედლებზე არანაირი შპალერი, მხოლოდ აკრილის საღებავი და საკუთარი ნახატები. მინიმალური რაოდენობის ავეჯი, რომლის ორმოცდაათი პროცენტიც სამზარეულოშია წარმოდგენილი. ქალის თქმით, ბინაში კონდიციონერის გარდა თითქმის აღარაფრის დამატებას აღარ აპირებს, რადგანაც საცხოვრებლად უკვე გამოსადეგია. მოსაწყენი საღებავის შეცვლა კი ყოველთვისაა შესაძლებელი.

 ბინის იაფფასიანი რემონტი

მოდი ვნახოთ, თუ მართას რომელი იდეის გადმოღება ღირს. ყველა ადამიანს როდი გააჩნია ნამდვილი ვილების ასაშენებლად საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები. ჩემი მაგალითი აიღეთ, კედელი უხეში აგურისაგან მაქვს აშენებული. გასწორებითა და ლაქის დატანით მთლიან პროცესსაც დავასრულებდი. მოკლედ, როგორ მოვიქცეოდი მე, თუკი ბინის იაფად გარემონტებას გადავწყვეტდი.

1. პირველი, რაზეც აქცენტი უნდა გააკეთოთ, დროა. თუ ერთდროულად ორი საქმით არ ხართ დაკავებული და ზეგანაკვეთურად მუშაობა არ გიწევთ, რეალურად შეძლებთ მთლიანი რემონტის თუ არა, მისი მცირე ნაწილის გაკეთებას მაინც. ამდაგვარად თანხები არა მხოლოდ მასალებზე, ბრიგადაზეც კი დაგეზოგებათ. შპალერისა და ძველი თაბაშირის მოშორება, ისევე როგორც სამშენებლო ნარჩენების გატანა, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. მაგალითისათვის მართაც გვეყოფა.

2. შეგიძლიათ საქმე კიდევ უფრო წინ წაიგდოთ და დამოუკიდებლად მოჭიმოთ, გაასწოროთ და შეფითხნოთ კედლები, დააგოთ იატაკი, დახმარებას კი თემატური ვიდეორგოლებით სავსე დიდებული იუთუბი გაგიწევთ. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას და თანდათანობით ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას ისწავლით. შესაძლოა გადაკეთებაც მოგიწიოთ, თუმცა ერთბაშად რომიც არ აშენებულა.

3. უნდა გესმოდეთ, რომ კლასიკური სტილის დიზაინი იაფი ნამდვილად ვერ დაგიჯდებათ, თუნდაც ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება დააპიროთ. მოგიწევთ ძვირფასი მასალისა და ავეჯის შეძენა, რაც თქვენს გეგმებსა და ბიუჯეტში ნამდვილად არ შედის. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებიც არ დაგიჯდებათ იაფი. გამოგადგებათ ბევრად მარტივი და ფუნქციონალური დიზაინები, როგორებიცაა სხვენის, ეკლექტიკა და სკანდინავიური ვარიანტი.

მსგავსი მიმართულებები ლაქით დაფარულ ჭერებსა და ასეთივე ბეტონისა თუ აგურის კედლებს ითვალისწინებს. თუკი გაუცნობიერებლად არ გარდაქმნით, ძვირიც არ დაგიჯდებათ. გაფორმების სიმარტივე აგრესიული დეკორით ან ზოგიერთი ღია ფერის ლაქით კომპენსირდება. ამაზე ექსპერტიმენტის ჩატარება ყოველთვის შეგიძლიათ.

4. ჭერზე ფულის დაზოგვა დამჭიმავის დამონტაჟებით შეგიძლიათ. დიდხანს ძლებს და ძველი ჭერის ყველა ბზარს მალავს. სიმაღლე გლუვი ზედაპირით კომპენსირდება, რაც დისკომფორტს თავიდან აგაცილებთ. იმისათვის, რომ აუტკივარი თავი საერთოდ არ აიტკიოთ, შეგიძლიათ ჭერზე სქელი რელიეფური შპალერი გააკრათ.

5. გირჩევნიათ კედლები უბრალო შპალერებითა და მცირე ორნამენტებით გააფორმოთ, რათა მასალის ჭარბი მოხმარება თავიდან აიცილოთ. ზოგადად, დღეისათვის უამრავი სახის თაბაშირი არსებობს და თუკი კარგად მოძებნით, უმარტივესად შეძლებთ აღნიშნული პროცესისათვის აუცილებელი ვარიანტებისა და მეთოდების მოძიებას.

6. ძირი უბრალოდ ლინოლიუმით უნდა დაფაროთ. როგორც ჩანს, ეს ყველაზე მარტივი და საიმედო გზაა. ჩემი აზრით კი, მასა და იაფფასიან ლამინატს შორის არჩევანის გაკეთებისას პრაქტიკულობიდან გამომდინარე ლინოლიუმისაკენ უფრო გადავიხრები. იგი ფერთა მრავალფეროვანი პალიტრითაც გამოირჩევა. ერთადერთი პრობლემა მისი სწორად განთავსება, ან თუნდაც დაწებებაა.

რამდენიმე ზოგადი მითითება 

1. თუ გარეუბანში ცხოვრობთ და ფიქრობთ, რომ ამის გაკეთებას თავად ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ დაიქირავოთ ერთი უნივერსალური მშენებელი, რომელიც ყველა სახის სამუშაოს თანაბარი სიზუსტით ასრულებს. ეს ბრიგადის დაქირავებაზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

3. აუცილებლად გააკეთეთ შეფასება, რათა ნათლად გაიაზროთ, თუ რისი შეძენისათვის ხართ მზად. მუდმივად გაესაუბრეთ მშენებლებს იმაზე, თუ რა და როგორ იქნება, ერთად შეადგინეთ დოკუმენტი, რათა მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით არ შემოიფარგლონ.

4. მალე ფანჯრების შეცვლაც მოგიწევთ და კარგს იზამთ, თუკი მწარმოებელს შეუკვეთავთ, მით უმეტეს, თუ ყველა მათგანის შეცვლას გადაწყვეტს. ასე ბევრად იაფად გამოხვალთ, ვიდრე მემონტაჟის შემთხვევაში, რომელთანაც ფასის დაკლებაზე მოლაპარაკება საკმაოდ დამღლელია.

4. ახალი ავეჯი ძვირფასია, ბინა კი რამენაირად უნდა აღიჭურვოს. დიდ დახმარებას გაგიწევთ სავაჭრო საიტები, სადაც ხალხი კარგ მდგომარეობაში არსებულ რაღაც-რაღაცებს ხშირად საკმაოდ დაბალ ფასებში ყიდის. ამით შეგეძლება ხელნაკეთ დეკორსაც კი დაემშვიდობო.

5. გამოიმუშავეთ საკუთარი მიდგომა და შემოქმედებითობას გზა გაუხსენით. ეს თქვენი სასიცოცხლო სივრცეა და მხოლოდ თქვენ გაქვთ მის გასაფორმებლად ყველაზე გაბედული იდეების გამოყენების უფლება. მთავარია, ეს ყველაფერი იაფი დაგიჯდეთ.

ბინის იაფფასიანი რემონტი საშინლად ნამდვილად არ გამოიყურება. უბრალოდ მაღლა ადით და მართას ისტორია ხელმეორედ გადაიკითხეთ. უმჯობესი იქნება საკუთარიც გაგვიზიაროთ. კომენტარებში მოგვიყევით, თუ რაზე შეძელით ფულის დაზოგვა.