როგორ ამოვიყვანოთ იოდის ლაქები 12 სხვადასხვა ზედაპირიდან

იოდი ჭრილობებისა და ნაკაწრების სამკურნალო უნივერსალური პრეპარატია, რომელიც ნებისმიერ სახლში შეგიძლიათ მოიძიოთ. ამასთან, შესაძლოა ფეხი აგისრიალდეს და ბოთლი შემთხვევით გაგივარდეთ ხელიდან, რის შედეგადაც ტანსაცმელი, ავეჯი და იატაკიც კი შესაძლოა დალაქავდეს. ნივთთან გამომშვიდობებას ნუ იჩქარებთ. იოდის ლაქების მოსაშორებლად ეფექტური ხალხური საშუალებები გამოიყენება.

ლაქებთან ბრძოლის საშუალებები

თუ ნივთი იოდით დალაქავდა, დაუყოვნებლივ მის გასუფთავებას უნდა შეუდგეთ.  ტანსაცმელი მხოლოდ ნაკერებიანი მხრიდან უნდა დაამუშავოთ. საჭიროა ჭუჭყის კიდიდან ცენტრში გადაადგილება, რომ ზომაში არ გაიზარდოს. ქსოვილი საფუძვლიანად გასასუფთავებლად მასალა უნდა გაჭიმოთ. კაუსტიკური საშუალებების გამოყენებისას აუცილებლად უნდა ატაროთ დამცავი ხელთათმანები და სახის ნიღაბი. წინასწარ შეამოწმეთ შერჩეული ნივთიერება მასალის მცირე ფართობზე.

1. რძე

რძეში დაასველეთ ბამბის საფენი ან დოლბანდი და გადაუსვით დალაქავებულ ადგილზე. ცხიმიანობის პროცენტი უმნიშვნელოა. ეფექტის გასაზრდელად ნივთიერება შეგიძლიათ გააცხელოთ. საფენი ლაქიდან 20 წუთის განმალობაში არ უნდა მოაშოროთ.  შემდეგ ლაქა სარეცხი საპნით უნდა გახეხოთ, ნივთი კი გარეცხოთ.

2. უმი კარტოფილი ან კრახმალი

ეს ხრიკი ხელს შეგიწყობთ მკვრივი ქსოვილებიდან (მაგალითად, ჯინსის, ტყავის, დერმატინის) ლაქის მოცილებაში. გაზომეთ კარტოფილი დალაქავებული ადგილის ზომაზე, გაჭერით და ნახევრით იოდის ლაქა დაამუშავეთ. თხელ მასალაზე საჭიროა ორივე მხრიდან დაამუშაოთ,  მკვრივზე კი მხოლოდ ერთი მხრიდან. კიდევ ერთი ვარიანტია ლაქაზე დაფქვილი სახამებლის მოყრა. დაიტანით საშუალება ლაქაზე, მოასხით წყალი და თითებით მსუბუქად წაუსვით. დატოვეთ კარტოფილი ან სახამებელი რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ სუფთა ღრუბლით ნაზად გახეხეთ ლაქა. გასუფთავების დროს არავითარ სასურველია არ გასცდეთ დალაქავებულ ადგილს.

3. ლიმონის წვენი

ბუნებრივი მათეთრებელი იოდსაც კი კარგად უმკლავდება. გამოსადეგია როგორც ლიმონის ახლად გამოწურული წვენი, ასევე გახსნილი მჟავაც. სითხით დაამუშავეთ ლაქა და თითებით მსუბუქად შეაზილეთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჯაგრისი, რადგან ამით ქსოვილს საფრთხეს უქმნით. ცივი წყლით ამორეცხეთ ლაქა. გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა მანამ, სანამ იოდი საბოლოოდ არ გაქრება. დაბოლოს, ნივთი სარეცხ მანქანაში უნდა შეაგდოთ.

4. სოდა და ძმარი

ძმრით გაჟღენთილი სოდა ეფექტურად აშორებს სხვადასხვა ორგანულ ლაქებს, მათ შორის იოდის რთულად ამოსაყვან ლაქებსაც კი. პირველ რიგში, ლაქას უნდა მოაყაროთ დიდი რაოდენობით სოდა და დაუმატოთ ს.კ. ძმარი. პროდუქტებს შორის დუღილის რეაქცია წამოიწყება, რომელიც რამდენიმე წუთში დასრულდება. რამდენიმე საათის შემდეგ ნარჩენები სველი ტილოთი უნდა მოაშოროთ. საბოლოოდ, ტანსაცმელი კონდიციონერის გამოყენებით სარეცხ მანქანაში უნდა გარეცხოთ.

5. სარეცხი საპონი

ნივთი ბრტყელ ზედაპირზე განათავსეთ ისე, რომ დალაქავებული ადგილი ზევით მოექცეს. შიგნიდან ჩაუდეთ ღია ფერის მასალა. სქლად წაუსვით 72%-იანი სარეცხის საპონი და 1 საათი გააჩერეთ. თუ ეს ტანსაცმელია, მაშინ აჯობებს მანქანაში გარეცხოთ. ავეჯის შემთხვევაში კი აჯობებს საპნის ნარჩენების სველი ხელსახოცით მოშორება.

6. დენატურირებული სპირტი

დენატურირებული სპირტით ან ჩვეულებრივი არყით შეგიძლიათ ისარგებლოთ. დაასველეთ იოდიანი ლაქა და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ სარეცხი საპნის გამოყენებით ხელით გაასუფთავეთ ნივთი.

7. აცეტონი

ეფექტური, თუმცა საშიში ნივთიერებაა, ამიტომაც მისი გამოყენება მხოლოდ უხეში მასალებსა და მყარ ზედაპირებზეა შესაძლებელი. დაასველეთ ბამბის საფენი აცეტონში და მსუბუქად წაუსვით ლაქაზე. არ შეიძლება აღნიშნული პროცესის დროს ზედმეტი ძალის დატანა. შემდეგ დარჩენილი აცეტონი სუფთა ღრუბლით უნდა მოაშოროთ. ამ ცხოვრებისეული ხრიკის გამოყენებისას აუცილებელია გააღოთ ფანჯრები, რადგანაც აღნიშნულ ნივთიერებას ტოქსიკური სურნელი გააჩნია.

8. წყალბადის ზეჟანგი

1 ლიტრი გაყინული წყლისაგან და 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგისგან მოამზადეთ ხსნარი. მიღებული სითხეში ამორეცხეთ ტანსაცმელი. თუ ავეჯიდან გიწევთ ლაქის მოშორება, დაასველეთ ბამბის საფენი და ისე დაამუშავეთ ლაქები.

9. ნიშადურის სპირტი

საუკეთესო ვარიანტია ღია ფერის ტანსაცმლიდან თუ ავეჯიდან ლაქების მოსაშორებლად. ერთმანეთს შეურიეთ 250 მლ წყალი და 1 ს.კ. ამიაკი. ხსნარში დაასველეთ ბამბის საფენი და გადაუსვით ლაქაზე. სპირტის ზემოქმედებით იოდი დაიწყებს დაშლას და ბამბაში შეიწოვება. დაბოლოს, გარეცხეთ ნივთი ან დამუშავებული ადგილი წყლით გაასუფთავეთ.

10. ჭურჭლის სარეცხი სითხე

ნებისმიერი გელი წავა. დაიტანეთ ნივთიერება ლაქაზე და გააჩერეთ 3-4 საათი. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ გელზე ცოტაოდენი წყალი დაასხით და კიდევ 30 წუთი დაელოდეთ. როდესაც სარეცხი სითხის ზემოქმედებით იოდი დაიშლება, სარეცხი საპნის გამოყენებით ხელით გარეცხეთ ნივთი და შეაგდეთ მანქანაში.

11. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება

აღნიშნული მეთოდი აქტუალურია ორგანული წარმოშობის დელიკატური ქსოვილებისა და მასალებისათვის. განათავსეთ ლაქის ქვეშ თეთრი ბამბის ქსოვილი და დააუთოეთ ლაქა 15 წუთის განმავლობაში. უთო ამოძრავეთ წინ და უკან, მაგრამ არა ქაოტურად ან სხვადასხვა მიმართულებით, რათა იოდიანი ლაქა არ გაჭიმოს. შემდეგ ლაქების მოსაშორებლად უმჯობესია ნივთი სარეცხ მანქანაში შეაგდოთ.

12. ფოტორეაგენტი

ფოტორეაგენტი (იგივე ნატრიუმის ჰიპოსულფიტი) გამოსადეგია რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლაშიც კი. წაუსვით ნივთიერება ლაქაზე, გააჩერეთ ცოტა ხანი და შემდეგ ნარჩენები ონკანის წყლით ჩამორეცხეთ. ეს ეფექტური, თუმცა ტოქსიკური საშუალებაა, ამიტომაც მისი გამოყენებისას უმჯობესია რეზინის ხელთათმანები ატაროთ.

რაც უფრო ადრე შეუდგებით ქსოვილის დასუფთავებას, იოდის მოშორების უფრო მეტი შანსი გექნებათ. საშუალებათა უმეტესი ნაწილი თითქმის ყველა სახლში მოიძიება, ასე რომ დალაქავებული ადგილის გასუფთავებას უმარტივესად შეძლებთ. განსაკუთრებულ შემთხვევებში გირჩევთ გამოიყენოთ ლაქების მოსაშორებელი საშუალებები, მაგალითად, Vanish Oxi Action, SARMA, Bos Plus Maximum, Ace Oxi Magic, Udalix Oxi Ultra, Aist, Astonish OXY PLUS.