ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ამჟამინდელი დონის და მსოფლიოში თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებშიც კი, მსოფლიოში ჯერ კიდევ რჩება ადგილები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს. ადგილები სახიფათო ცხოველებითა და საზარელი წარსულით, გასაიდუმლოებული სახელმწიფო ორგანიზაციები და რიგითი ადამიანებისათვის დახურული წმინდა ნაგებობები, რომლებიც მთელ პლანეტაზე გაფანტული და რომელთა არსებობაზეც ყველამ როდი იცის. ყურადსაღებია მათზე არსებული ინფორმაციის მცირე დეტალებიც კი. ყურადღება გაამახვილეთ მსოფლიო რუკაზე არსებულ ათიოდე იდუმალ წერტილზე, სადაც რიგითი ადამიანები არ დაიშვებიან.

1. კუნძული ქეიმადა გრანდე (ავსტრალია)

კუნძული კეიმადა გრანდე ოკეანეის შუაგულში არსებული საოცრად თვალწარმტაცი ადგილია, რომელიც სან პაულუს სანაპიროდან 34 კილომეტრში მდებარეობს. იქ არსებული ულამაზესი პეიზაჟები და კლიმატის ზღაპრულ ადგილს მოგაგონებთ. უკვე მრავალი წელია საექსკურსიო კატერიდან მხოლოდ ილჰასა და ქეიმადა გრანდეს ხედებით ტკბობაა ნებადართული, რადგანაც ზღაპრულ მიწაზე დადგმული ერთი ნაბიჯიც კი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ და ეს ყველაფერი კუნძულის ჭეშმარიტი მკვიდრების, ათასობით გველიდან გამომდინარე. სინამდვილეში, ამავე მიზეზით, ქეიმადა გრანდემ მიიღო თავისი მეორე სახელწოდება, გველის.

ქეიმადა გრანდეს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ქვეწარმავლები ირევა, რომელთა უმეტესობაც არც ისე უვნებელია. ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, გველებს შესაძლოა ყოველ 5 კვ.მ-ზე წააწყდეთ.  კუნძულზე მობინადრე ქვეწარმავლების ყველაზე საშიში სახეობაა კუნძულის ბოტროპსი, იგივე ოქროს შუბ-გველგესლა (ასევე შუბისპირა გველი). ეს სანდომიანი გარეგნობის ქვეწარმავალი ოქროს შკალით პლანეტაზე ერთ–ერთ ყველაზე მომაკვდინებელ გველს წარმოადგენს.

კაცობრიობას ქვეწარმავალთათვის პოტენციურად ზღაპრული მიწის ჩაბარება ნამდვილად არ სურდა: რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მრავალი ადამიანი ცდილობდა კუნძულის გველებისაგან გათავისუფლებას, თუმცა მიღებულმა ზომებმა სასურველი შედეგები ვერ მოიტანა, ამიტომაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქეიმადა გრანდესათვის ნაკრძალის სტატუსი მიენიჭებინა და სტუმრობისათვის დაეხურა: ტურისტებს სასეირნო კატერებით ნაპირებზე ატარებენ, თუმცა ტერიტორიაზე გადასვლის ნებას არასოდეს აძლევენ. გველის კუნძულზე ცივილიზაციის ერთადერთი კვალია ავტომატურ რეჟიმში მომუშავე რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული შუქურა.

2. კუნძილი ფოველია (იტალია)

კიდევ ერთი კუნძული, რომელზეც სტუმრობა რიგითი მოქალაქეებისათვის აკრძალულია, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიდოსა და ვენეციას შორის მდებარეობს. უკვე რამდენიმე საუკუნეა ფოველიას ტერიტორიაზე  არავინ შემოსულა და ეს ყველაფერი მისი ცუდი სახელიდან გამომდინარე, რადგანაც მიწის ეს ნაკვეთი დედამიწაზე არსებულ ერთ – ერთ ყველაზე საშიშ და მისტიკურ ადგილადაც კი ითვლება. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კუნძული ვიზიტორთათვის ოფიციალურად არ დაუხურავთ, თუმცაღა იქ სტუმრობა ჯერჯერობით ცუდი იდეაა.

კუნძულის საზარელი რეპუტაციის მიზეზი შავი ჭირის ეპიდემიაა, რომელმაც 1777 წელს იფეთქა: იტალიისა და ვენეციის მკვიდრთათვის ეს საშინელ ტრაგედიად იქცა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქმე იმაშია, რომ დაინფიცირებულები იზოლირებულად მოათავსეს მატერიკიდან ყველაზე მოშორებით არსებულ კუნძულ ფოველიას საავადმყოფოში. ისტორიკოსების მონაცემებით, იქ შავ ჭირს მინიმუმ 150 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში, საავადმყოფოს შენობა და კუნძულის სხვა ნაგებობები მიტოვებული იყო.

კუნძულის ინფრასტრუქტურა განახლდა 1922 წელს და იქ გაიხსნა ფსიქიატრიული კლინიკა, რამაც აღნიშნული ადგილის პოპულარობა გაზარდა კიდეც. ცნობილი ქალაქური ლეგენდის თანახმად, იქ მომუშავე ექიმი ატარებდა ექსპერიმენტებს პაციენტებზე, რომელთა უმეტესობასაც ფოვეგიის ტერიტორია არც დაუტოვებიათ. 1968 წლიდან კი კუნძული კვლავ მიტოვებულ იქნა. რა თქმა უნდა, ძლიერი ნერვების მქონე ადამიანები რამენაირად მაინც ახერხებენ მასში შეღწევას. სიტუაციამ  გამოსწორება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც იტალიის მთავრობამ კუნძული გრძელვადიანი იჯარით გადასცა ბიზნესმენ ლუიჯი ბრუგნაროს, რომელიც სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანებისათვის განკუთვნილი ყოფილი თავშესაფრის კურორტად გადაკეთებას აპირებს. ამ საქმიდან რა გამოვა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

3. ლასკოს გამოქვაბული (საფრანგეთი)

მღვიმეების განშტოებული სისტემა, რომელიც 1940 წელს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიმდინარე არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად იქნა აღმოჩენილი, დღესდღეისობით პირველყოფილი კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციულ ძეგლად ითვლება, რომლის ანალოგიც დღემდე აღმოუჩენელია. მთავარ ღირებულებას წარმოადგენს მღვიმის კედლებზე შესრულებული კლდის ნახატები: ისტორიკოსების აზრით, ისინი დაახლოებით 17 ათასი წლის წინ იქნა შესრულებული, რაც მათ პრეისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

საინტერესოა იმის გარკვევა, რომ აღმოჩენებიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1963 წლამდე, არქეოლოგიური კვლევების პარალელურად, მღვიმეები ტურისტებისთვის ღია რჩებოდა. ამასთან, მოგვიანებით მეცნიერებმა უნიკალური ნახატებს უამრავი დაზიანება შეამჩნიეს. ანალიზებმა აჩვენეს, რომ ამის მიზეზი ვიზიტორების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა იყო, რამაც სოკოს გაჩენა გამოიწვია, მან კი, თავის მხრივ, დააზიანა კლდის ნახატები, ამიტომაც პირველყოფილი ადამიანების დატოვილი უძველესი ნაშთების შენარჩუნების მიზნით მღვიმეები ვიზიტორთათვის ნაწილობრივ იქნა დახურული.

ამასთან, ამან ტურისტების ნაკადზე გავლენა საერთოდ ვერ იქონია, რადგანაც იმ ყველაფრის დანახვა, რაც ლასკოს ამჟამინდელ დახურულ ნაწილში მდებარეობს, მისგან მხოლოდ 200 მეტრის დაშორებითაც კი შეიძლება. არსებობს ობიექტი სახელწოდებით Lascaux II (ფრანგ. ლასკო II), რომელიც წარმოადგენს ხელოვნურ გამოქვაბულს, სადაც თითოეული უძველესი ნახაზი მაქსიმალური სიზუსტითაა შესრულებული.

4. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული (ინდოეთი)

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული მდებარეობს ბენგალის ყურეში და ანდამანიის არქიპელაგის ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, ამ ადგილის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც მკვლევარებს იქ შესვლა ეკრძალებათ. და რაც ყველაზე გასაოცარია, ადამიანები ვერ ახერხებენ კუნძულის სიღრმეში შესვლასაც კი, რადგან მათ ამის გაკეთების უფლებას სხვა ხალხი არ აძლევთ.

საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე ათასწლეულია კუნძულზე ცხოვრობს მცირერიცხოვანი ტომი, რომელსაც მეცნიერებმა სენტინელსი უწოდეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები განცალკევებულად არსებობენ და ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტის დამყარების ყოველგვარ მცდელობას ერიდებიან. უფრო მეტიც, კუნძულის ავტოქტონი მოსახლეობა დაუპატიჟებელი სტუმრების მიმართ აგრესიით გამოირჩევა, ამიტომაც ინდოეთის ხელისუფლებამ კუნძულის მონახულებასთან დაკავშირებით აკრძალვა დააწესა. კუნძულისა და მისი მოსახლეობის ამსახველი მხოლოდ ფოტოების გადაღება მოხერხდა და ისიც ნავებიდან და ნაპირთან მიუახლოვებლად.

5. ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკა

ვატიკანს მრავალი კრიტერიუმიდან გამომდინარე შეიძლება ეწოდოს უნიკალური სახელმწიფო. ამ მახასიათებლებს შორის გაბედულად შეიძლება მათი ღრმა ინფორმაციული საიდუმლოებების მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისაგან შენახვის შესაძლებლობა. ასე რომ, ვატიკანის ცნობილ სამოციქულო ბიბლიოთეკა ინახავს დაახლოებით 45 ათასი წიგნს, რომელთა გვერდებზეც წმინდა საყდრის საიდუმლო არქივები იმალება. მათ შორის შეიძლება წააწყდეთ ქრისტიანული სწავლების წარმოშობის შესახებ არსებული უნიკალური ინფორმაციით სავსე უძველეს ხელნაწერებსაც.

საოცარია ბიბლიოთეკის მასშტაბი: თაროები, რომელთა საერთო სიგრძეც 85 კილომეტრია, ინახავს მიქელანჯელოს პაპისადმი მიწერილი წერილების ორიგინალებს, გალილეო გალილეის ნამუშევრებს, განკარგულებას მარტინ ლუთერის ეკლესიიდან განკვეთის შესახებ, ტაძრის ორდენის საბუთებს. არქივში ფასდაუდებელი ხელნაწერების შეგროვება გვიანდელ ანტიკურ პერიოდში – მე -4 საუკუნეში დაიწყო. საიდუმლო არქივში შესვლა მხოლოდ ვიზიტორთა საკმაოდ ვიწრო წრისთვისაა ნებადართული. ბიბლიოთეკის ოთახებში შესვლის მოსურნე მკვლევარებს წერილობითი ნებართვის მოთხოვნა ევალებათ.

6. მსოფლიო მასშტაბის მარცვალსაცავი (ნორვეგია)

ნორვეგიის კუნძულ შპიცბერგენზე მდებარეობს ე.წ. განკითხვის დღის უნიკალური საცავი. სოფელ ლონგერბინში საიდუმლო გვირაბია, რომელიც მიწისქვეშ 130 მეტრზე ჩადის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა კულტურების თითქმის მილიონი ჯიშის 4 მილიონზე მეტ თესლის ნიმუშს ინახავს.

ამ ტიპის პირველი მარცვალსაცავი, იგივე თესლსაცავი, შექმნილ იქნა რუსი მეცნიერ-ბოტანიკოს ვავილოვის მიერ ლენინგრადის რეგიონში. ამის შემდეგ, ეს ტენდენცია ამერიკელებმაც აიტაცეს, რომლებიც ფორტ-ნოქსის ბანკის შენობაში სპეციალურ კოლბებს ინახავენ. ხოლო მსოფლიო მასშტაბის მარცვალსაცავის შპიცბერგენზე გახსნა უკვე ნორვეგიელების იდეა იყო. გაერომ გეგმა დაამტკიცა და ნაგებობა 2006 წელს იქნა აშენებული.

6. მორმონების საცავი (აშშ)

ძნელია ერთიანად ამის დაჯერება, თუმცაღა მორმონების რელიგიური მოძრაობის საცავი ითვლება ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილად. ბუნკერი მდებარეობს სოლტ-ლეიკ-სიტის სიახლოვეში. ამის შესახებ პირველად 1965 წელსაა ნახსენები. გვირაბი გრანიტის მთაშია გაჭრილი და კლდეში 180 მეტრის სიღრმეზე ჩადის. დაახლოებით 15 ტონა წონის მქონე მასიური კარები შესასვლელად გამოიყენება. ობიექტი დღედაღამ დაცულია – პერიმეტრის გარშემო შეიარაღებული ხალხი დგას.

არქივთან თავისუფალი წვდომა აკრძალულია. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ინახება საიდუმლო ბუნკერში, არ არსებობს. მცირე ინფორმაციის თანახმად, მორმონების საცავში უნიკალური ისტორიული დოკუმენტები ინახება: ინფორმაცია იესო ქრისტეს საგვარეულო ხისა და მისი სავარაუდო შთამომავლების შესახებ, მიკროფილმების ბიბლიოთეკა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 40 ათასი ერთეულს შეადგენს. თავად საცავის გარდა, შიგნით განთავსებულია ლაბორატორიები და ადმინისტრაციული შენობები.

8. არეა 51 (აშშ)

ეს ადგილი შეთქმულების თეორიის მოყვარულთა მიერ დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ნევადის სამხრეთ ნაწილში, ლას – ვეგასიდან 130 კილომეტრში, მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ობიექტი იქნა აშენებული. ბაზა პლანეტის რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო წერტილად ითვლება. დიდი ხნის განმავლობაში მცირე დეტალიც არ იყო ცნობილი მის შესახებ, ხოლო ოთხმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში გავრცელდა ჭორი, რომ არეა 51 შეისწავლიდა უცხოპლანეტელებს, რომელთაც თავიანთი თეფშებით მოძრაობისას წონასწორობა დაკარგეს. ამასთან, აღნიშნული ვერსია ოფიციალურად უარყვეს აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა.

უცნაურია, მაგრამ 2013 წლამდე ამერიკის მთავრობა არეა 51-ის არსებობას უარყოფდა. CIA– ს ოფიცრების საზოგადოებრივი პრესრელიზების შემდეგ, ბაზის დანიშნულების ვერსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური ვერსიით, 1955 წლიდან ზონის ტერიტორიაზე ცდიან სტელს-ტექნოლოგიით აღჭურვილ ახალ თვითმფრინავებს, თუმცა გასაიდუმლოების დონე კვლავაც მაღალია: ბაზის თავზე არსებული საჰაერო სივრცე დახურულია, ასევე შეზღუდულია წვდომა სახმელეთო გზით.

9. ისე-ძინგუს ტაძარი (იაპონია)

ისე-ძინგუს ტაძარი იაპონური ტრადიციული რელიგიის მიმდევართათვის, სინტოისტებისათვის, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. იგი მდებარეობს ქალაქ ისაში, მიეს პრეფექტურაში. კვიპაროსებისა და ფიჭვების შუაგულში, ქალღმერთ ამატერასუ-ომიკამის საპატივცემულოდ, ფართომასშტაბიანი სატაძრო კომპლექსი იქნა აღმართული, რომელიც შედგება ორი ძირითადი ნაგებობისაგან – ნაიკუს შიდა საკურთხევლისა და გოკუს ტაძრისაგან, ხოლო მათ გარშემო განთავსებულია მეორადი მნიშვნელობის კიდევ 120 ტაძარი.

კომპლექსი ხის მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული და ვიზიტორებისათვის მასში შესვლა აკრძალულია. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ სასულიერო პირების გარკვეულ წრეს შეუძლია, ხოლო ორი მთავარი ტაძრის, ნაიკუსა და გეკუს ბარიერის გადალახვის უფლება მხოლოდ იმპერატორს, მისი ოჯახის წევრებს და მღვდელმთავარს აქვთ. გარდა ამისა, ისე-ძინგუში ინახება ყველაზე მნიშვნელოვანი სინტოისტური რელიქვია იატა ნო კაგამი, იგივე წმინდა სარკე, რომელიც იმპერატორის რელიქვიათა რიცხვსაც მიეკუთვნება.

ძველი ხელნაწერების მიხედვით, ნაიკუს პირველი ტაძარი აგებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში. მას შემდეგ, ყოველ ოც წელიწადში ერთხელ, ნაგებობას სრულად ანგრევენ და ანახლებენ. აღნიშნული ტრადიციის დაცვა ახალი ცხოვრებისათვის განკუთვნილ სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას განასახიერებს.

10. მეტრო 2 (რუსეთის ფედერაცია)

პირველი ინფორმაცია მოსკოვის მეტროპოლიტენის დონეზე დაბლა მდებარე D 6 საიდუმლო ხაზის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის 1991 წლის მოხსენებაში. 2004 წელს კი, ვლადიმერ შევჩენკომ, მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის დროინდელმა პროტოკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად დაადასტურა ამ კლასიფიცირებული ობიექტის არსებობა.

მეტროს საიდუმლო ხაზის მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობდა იოსებ სტალინი. ობიექტის დანიშნულებაა სხვადასხვა სამთავრობო ლოკაციების დაკავშირება ერთმანეთთან და ვნუკოვოს აეროპორტთან. ითვლება, რომ D 6-ს რამდენიმე დონე გააჩნია. ყველაზე ღრმა კი მიწისქვეშ 250 მეტრზე ჩადის, კრემლის ქვევიდან იწყება და ტროპარევომდე მიემართება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი