7 ხრიკი, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს სიამოვნებად აქცევს

დიასახლისების უმეტესობა დიდ დროს ატარებს სამზარეულოში, რის გამოც დასვენების დროც აღარ რჩებათ. მომზადების პროცესისა და ტვირთის შესამსუბუქებლად ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ცხოვრებისეულ ხრიკს, რომლებიც სამზარეულოში საქმიანობას ბევრად გაგიმარტივებთ და კულინარიული შედევრების შექმნის პროცესსაც დააჩქარებს.

ხრიკი №1: კვერცხები ღუმელში გამოაცხვეთ

თუ დღესასწაულის აღნიშვნას აპირებთ და კერძების სიაში ბევრი სალათია, რომელთაგან თითოეულს მინიმუმ ორი მოხარშული კვერცხი სჭირდება, შეეცადეთ გამოიყენოთ მომზადების არასტანდარტული მეთოდი. გაზქურაზე ქვაბში მოხარშვის ნაცვლად უმჯობესია კვერცხები ღუმელში გამოაცხოთ. ამას ცოტა მეტი დრო, საშუალოდ, 20-25 წუთი (დასრულების დრო ღუმელის სიმძლავრესა და ტიპზეა დამოკიდებული) სჭირდება, თუმცაღა შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. კვერცხები მშვენიერი გამოვა როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მათ გასუფთავებას კი უმარტივესად შეძლებთ. მომზადების ამ მეთოდს კიდევ რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:

  • შეგიძლიათ ერთდროულად იმდენივე კვერცხი გამოაცხოთ, რამდენიც გჭირდებათ;
  • არ მოგიწევთ საქმის დაჭერა ცხელ და ორთქლიან ქვაბებთან, რითიც დამწვრობების გაჩენას თავიდან აიცილებთ;
  • კვერცხები მომზადების პროცესში არ გაიბზარება;
  • შეგიძლიათ კვერცხები ღუმელში ხახვის ფოჩებთან ერთად მოამზადოთ, რათა ლამაზი ყავისფერი შეფერილობა მიიღონ;
  • ღუმელში მომზადებული პროდუქტი ბევრად დიდხანს ინახება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, როდესაც ოჯახებში ძალიან ბევრი კვერცხი რჩებათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ღუმელში მომზადებული კვერცხების გემო განსხვავებულია-ისინი ბევრად უფრო ნაზი და ჰაეროვანია, გულები განსაკუთრებით. ამ მიზნით მაღაზიის კვერცხების ყიდვას გირჩევნიათ ოჯახისები შეიძინოთ.

ახლა უშუალოდ მომზადების პროცესზე გადავიდეთ: საჭიროა უბრალოდ ღუმელის 160 გრადუსამდე გახურება, კვერცხების გრილზე ანდაც კექსის ფორმებში მოთავსება და 20-25 წუთის განმავლობაში გამოცხობა. კიდევ ერთი ვარიანტია: საჭიროა კვერცხების კრანის ქვეშ გარეცხვა, ცეცხლგამძლე ფორმაში მოთავსება, ცხელი წყლის (არა მდუღარე) დასხმა და ოთახის ტემპერატურაზე 5-7 წუთით გაჩერება, რათა კვერცხები მომზადების პროცესში გაბზარვის გარეშე გაცხელდნენ. შემდგომ შეგიძლიათ ღუმელში შედგათ, ხოლო გამოღების შემდეგ კვერცხები აუცილებლად გააგრილეთ და გაფრცქვენით.

ხრიკი №2: გაფრცქვენით კვერცხი ჩაის კოვზით

ყველა კვერცხის გაფრცქვნა მარტივი როდია, მით უმეტეს ახლის. ამ შემთხვევაში ნაჭუჭებთან ერთად ცილის ნახევარიც იხსნება, რაც სასიამოვნო სულაც არაა. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად ჩაის კოვზის გამოყენებას გირჩევთ:  კვერცხის გარსის ფართო ბოლო კოვზით გაბზარეთ, რათა ჰაერმა იმოძრაოს, ხოლო შემდგომ მოათავსეთ კოვზი ნაჭუჭსა და კვერცხს შორის, გადაწიეთ და შედეგით დატკბით.

ხრიკი №3: გამოიყენეთ პიცის დანა მწვანილის დასაჭრელად

მწვანილის დაჭრა ხელოვნების განსაკუთრებული სახეა. ზოგს ურჩევნია ნელა და ფრთხილად დაჭრას, ზოგიერთი კი პროფესიონალი მზარეულივით აქუცმაცებს. გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს, კერძოდ, ბასრი სამზარეულოს დანის თაროზე შემოდებას და მის ნაცვლად პიცის საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებას. მუჭში მოიქციეთ მწვანილი, განათავსეთ საჭრელ დაფაზე და მანამდე დაუარეთ პიცის დანით წინ და უკან, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. სამზარეულოს მოწყობილობა ასევე შეიძლება გამოიყენოთ ნიახურის, სტაფილოს და სხვა ბოსტნეულის, ხილის დასაჭრელად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კერძისათვის დიდი ნაჭრები გჭირდებათ.

ხრიკი №4: მწვანილი მიკროტალღურ ღუმელში გააშრეთ

შემოდგომაზე არსებული მწვანილების სიჭარბით გაგულისებულებს სულ გვავიწყდება, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად, რომელსაც ზამთარი მოჰყვება, ბევრად უფრო გაგვიჭირდება განსაცვიფრავი სურნელის მქონე ნამდვილად ახალი და გემრიელი მწვანილის შეძენა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათი ფანჯრის რაფაზე მოყვანა, თუმცა არის მეორე გზაც-მიკროტალღურ ღუმელში კამის, ოხრახუშის, ქინძის, რეჰანისა და სხვა მწვანილების გაშრობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გემოთი ახლისაგან ბევრად განსხვავდებიან, თუმცაღა მათში ბევრი სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული.

თავად პროცესი ძალზედ სწრაფი და მარტივია: მწვანილი უნდა გარეცხოთ, დაბერტყოთ და გაახმოთ. შემდეგ აიღეთ თეფში, მასზე დადეთ ქაღალდის ხელსახოცი, ზემოდან მწვანილი გადაანაწილეთ და მიკროტალღურ ღუმელში შედეთ, სიმძლავრე კი წინასწარ 200 ვატზე უნდა გქონდეთ დაყენებული. გააშრეთ მწვანილი არაუმეტეს ორი წუთის განმავლობაში, შეამოწმეთ მათი მდგომარეობა ყოველ 30 წამში ერთხელ, რათა არ დაიწვას. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საბოლოო მომზადების დრო პირდაპირაა დამოკიდებული მწვანილის რაოდენობასა და ტიპზე. დროის გასვლის შემდეგ გააცივეთ მწვანილი და ჩადეთ ქილაში. ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 12 თვეა, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ მარაგი ბევრად სწრაფად ამოგეწურებათ.

შენიშვნის სახით: მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ გააშროთ არა მხოლოდ მწვანილი, არამედ მჟაუნა, ისპანახი, ზოგიერთი ბოსტნეული და სოკოც კი.

ხრიკი №5: კოვზით გაასუფთავეთ ჯანჯაფილი

შემოდგომაზე ვირუსული დაავადებები ხშირად ვრცელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს სუსტი იმუნიტეტი აქვს. იმისათვის, რომ ცივ სეზონს მომზადებულად შეხვდეთ, საჭიროა მოიმარაგოთ ციტრუსები, თაფლი და ჯანჯაფილი. ამ სამი კომპონენტისგან მიიღება მშვენიერი სასმელები, რომელთაც ორგანიზმზე სასარგებლო ზემოქმედება ახასიათებთ, უმკლავდებიან გაციებას და სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფეციის დადგომისას ებრძვიან მას.

ამ თვალსაზრისით, აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ გაფრცქვნათ ჯანჯაფილი სწრაფად ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. საქმე იმაშია, რომ მიკროელემენტები რბილობშია, რომელიც თხელ კანს მჭიდროდ ეკვრის, ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა გაფრცქვნათ. გამოცდილი დიასახლისები ამ მიზნით გვირჩევენ არა დანისა თუ ბოსტნეულის საფრცქვნელის, რომლითაც ზედმეტობების მოჭრა შეიძლება, არამედ ჩვეულებრივი კოვზის გამოყენებას. ჯანჯაფილი უბრალოდ კოვზით უნდა აფხიკოთ და ნახავთ, რამდენად მარტივია მისი გაფრცქვნა.

ხრიკი №6: გაყინეთ ყველი გახეხვამდე

ზოგიერთი სახის ყველს ძალიან რბილი ტექსტურა გააჩნია, ხოლო შემდგომ სახეხელაზე მათი გახეხვაც რთულდება. მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ამოცანას, თუკი მაცივარში ნახევარი საათით შედებთ ყველს და მხოლოდ ამის მერე გახეხავთ. თუ პროდუქტს მხოლოდ დაქუცმაცებული სახით იყენებთ, შეგიძლიათ ჯერ მთლიანი ნაჭერი გახეხოთ, ხოლო შემდგომ ჩადოთ კონტეინერში და მაცივარში შედოთ. ამ მდგომარეობაში ყველი 5-7 დღე შეინახება.

ხრიკი №7: რბილი პროდუქტი კბილის ძაფით დაჭერით

თუკი კბილის ძაფი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ მისი გამოყენებით ფუმფულა ბისკვიტი რამდენიმე თანაბარ ნაჭრად დაანაწევროთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრის, თხის ყველისა და სხვა რბილი საკვების დასაჭრელად.

უმეტეს შემთხვევებში სახლის ღუმელი არათანაბრად თბება, რაც დიასახლისებს დამატებით თავის სატკივარს უჩენს. სწორედ ამ მიზეზით ცომეულის ძირი ჩვეულებრივ იწვება, ხოლო ზემო ნაწილი პირიქით არანაირ ცვლილებას არ განიცდის. სიტუაციის გამოსწორებაში შემდეგი ცხოვრებისეული ხრიკი დაგეხმარებათ: თუ ღუმელში ზედა მხარეს მეტი სითბოა, ნამცხვრიან ლისტის ქვეშ საცხობი ფურცელი დადეთ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ფურცელი ლისტის ზემოთ უნდა მოათავსოთ. იგი გარკვეულწილად აითვისებს სითბოს, რაც დესერტის შედარებით თანაბრად გამოცხობას გამოიწვევს. სხვათა შორის, აღნიშნული მეთოდი არა მხოლოდ ტკბილეულზე, არამედ ხორციან, თევზის კერძებზეც ვრცელდება, რომლებიც არათანაბარი გამოცხობით ხასიათდებიან.