თანამედროვე ნივთების 12 ანალოგი წარსულიდან: რომელიმეს იცნობთ?

ტექნოლოგია მუდმივად იცვლება, უფრო მეტიც, სწრაფი ტემპებით ვითარდება. საუბარია არა მხოლოდ ახალი საგნების შექმნაზე, არამედ ძველების მოდერნიზაციაზეც კი. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი ისე რადიკალურად იცვლება, რომ თუ მათ ძველ ვერსიებს გადახედავთ, მათში ყველასათვის ნაცნობი ობიექტების ამოცნობა უბრალოდ გაგიჭირდებათ. გაგაცნობთ ნივთებისა და გაჯეტების 12 ადრეულ ვერსიას, რომელთა გარეგნული იერსახეც თანამედროვე ანალოგებისაგან რადიკალურად განსხვავდება.

1. შლაპა

არანაკლებ თვალშისაცემია ტანსაცმლის დიზაინში დროთა განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები. ის, რაც ორიოდე საუკუნის წინ სტილისა და კარგი გემოვნების სიმბოლოდ ითვლებოდა, დღეისათვის მხოლოდ მასკარადებზე ჩასაცმელად თუ გამოდგება. მოდის უპირატესობის მსგავსი ცვლილების ნათელი მაგალითია შლაპა, რომელიც ცინგის დინასტიის პერიოდში მოდის მწვერვალად აღიქმებოდა.

დღეისათვის მოდა ძირითადად მოხერხებულობისა და პრაქტიკულობისაკენაა მიმართული, ამიტომაც შლაპებსაც კი შეეცვალათ მთლიანად ბუმბულებით დაფარული ლურჯი აბაჟურის მსგავსი იერსახე. სტილის სიმსუბუქე და სიმარტივე, ისევე, როგორც მინიმალისტური დეტალები, თანამედროვე შლაპების უმთავრეს მახასიათებლებს წარმოადგენენ.

2. პორტატული კამერები

საუკუნენახევრის წინ კამერის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა რამდენიმე ათეული წლის შემდგომ გამოშვებულ იქნა ამ გაჯეტის პორტატული ვერსია, რომელიც მშვიდობიანი მიზნებისათვის ნამდვილად არ გამოიყენებოდა. მსოფლიო ომების დროს მტრედებს პატარა კამერებს ამაგრებდნენ და ცაში უშვებდნენ. ამგვარად, შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვის წარმოება ავიაციის გამოყენების გარეშე.

ოცდამეერთე საუკუნეში ხელის კამერებმა გასულ საუკუნესთან შედარებით გაცილებით ფართო გავრცელება და გამოყენება ჰპოვა. მათ არა მხოლოდ სამხედრო ან სხვა სამთავრობო უწყებები, არამედ უბრალო ადამიანები, მაგალითად, ბლოგერებიც კი იყენებენ. შესაბამისად, დღეისათვის პორტატული კამერების პრაქტიკულობა და მოდიფიკაციების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

3. სკამები

ძველად ავეჯის ისეთ ნაირსახეობას, როგორიცაა სკამი, დღევანდელზე ბევრად მეტი ფუნქცია გააჩნდა. ძირითადი ფუნქციის გარდა სკამები მონარქების ატრიბუტსა და სხვა გაჯეტების ნაწილსაც კი წარმოადგენდნენ. მაგალითად, შეჯიბრებათა წინ ჟოკეების წონის გასაზომადაც იყენებდნენ. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ამაგრებდნენ სკამებზე ნამდვილ სასწორებს.

დღესდღეისობით სკამებისაგან არც სამეფო ტახტებსა და არც უცნაურ მოწყობილობებს არ ამზადებენ, არამედ თავიანთი პირდაპირი ფუნქციებით მოიხმარენ. მათი იერსახე კი რადიკალურად შეიცვალა: დიზაინისა და იერსახის მიხედვით ბევრად გამარტივდნენ და წონაშიც ბევრად შემსუბუქდნენ. ამასთან, დღესდღეისობით ხელოვნების ნიმუშებად ქცეული ნამდვილი სამეფო ტახტებისა და სკამების დათვალიერება ავეჯის მაღაზიებსა და დიზაინის სტუდიებშიცაა შესაძლებელი.

4. ფოკუსირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა

გასული საუკუნეები დღევანდელობას უცნაური გამოგონებების რაოდენობით ნამდვილად არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითი ყურადღების კონცენტრირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობაა, რომელიც იერსახით კოსმონავტის სკაფანდრის ნაწილს უფრო მოგაგონებთ. სინამდვილეში კი ამ ხელსაწყოს უმთავრეს ფუნქციას ადამიანის ზედმეტი ხმაურისაგან იზოლირება და თვალთახედვის შეზღუდვა წარმოადგენდა. ამრიგად, გაჯეტი თავის მფლობელს ფაქტიურად გარესამყაროსაგან მოწყვეტის საშუალებას აძლევდა, რაც მისთვის მნიშვნელოვან პროცესზე კონცენტრირებას უმარტივებდა.

საბედნიეროდ, ამ ერთეულს პირდაპირი “მემკვიდრეები” არ გააჩნია, თუმცაღა მოგვიანებით ყურადღების კონცენტრაციისათვის განკუთვნილი მრავალი ვარიანტი გამოჩნდა. უცნაური კაფსულებიდან დაწყებული, რომლებიც ადამიანს გარესამყაროსაგან იზოლირებაში ეხმარებიან, ჩვეულებრივი ყურსასმენებით დამთავრებული, რომელიც ადამიანთათვის ყურადღების კონცენტრირების კომფორტულ საშუალებად იქცა. გარდა ამისა, ქუჩაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს კონცენტრირებისათვის განკუთვნილ არამატერიალურ ვარიანტებს, მაგალითისათვის, თემატურ ტრენინგებს ესწრებიან ანდაც სპეციალური სავარჯიშოებით სარგებლობენ.

5. მანეჟი

მანეჟი ბავშვისთვის დასასვენებელი ადგილის ფუნქციით გადმოძრომის შესაძლებლობის გარეშე უკვე რამდენიმე ათწლეულია გამოიყენება, თუმცაღა ერთ დროს ამ ნივთის ერთ-ერთი მოდიფიკაციის ფოტოსურათმა დიდი მღელვარება გამოიწვია. საუბარია ე.წ. ფანჯრიან გალიაზე, სადაც  ბავშვებს ათავსებდნენ, ისინი კი სინამდვილეში ბინის გარეთ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, ფაქტიურად სიმაღლეზე ეკიდნენ. ამ მოწყობილობის შემქმნელების აზრით, ამგვარად ბავშვის ერთ ადგილზე გაჩერება და მისი ორგანიზმისათვის აუცილებელი D ვიტამინის მზის სხივებისაგან მიღება შესაძლებელი ხდებოდა.

რათქმაუნდა, ბავშვთა სიცოცხლისათვის ასეთი ღია საფრთხის მომტანმა ობიექტმა გავრცელება ვერანაირად ვერ ჰპოვა, თუმცა მანეჟები ჯერ კიდევ პოპულარობით სარგებლობენ. უფრო მეტიც, მისი თანამედროვე მოდიფიკაცია არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ ფუნქციონალურიც კია: ბაზარში ისეთი მოდელების მოძიება, რომელთა განთავსებაც ბინაში და სუფთა ჰაერზეც თანაბრად მარტივია, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

6. საცვლები

საცვლებით სარგებლობდნენ პრიმიტიული ტომების წარმომადგენლებიც კი, რომელთათვისაც, ცხელი კლიმატიდან გამომდინარე, სხვა ტანსაცმლის ჩაცმა უბრალოდ შეუძლებელი იყო, თუმცაღა ტანსაცმლის ამ შემადგენელი ნაწილის გარეგნული იერსახე, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალზედ უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, ახალი გვინეის ტერიტორიაზე მცხოვრები მამაკაცები “კოტეკას” სახელწოდებით ცნობილ ნივთს ატარებდნენ. იგი წარმოადგენდა ბუდეს, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გოგრისაგან იყო დამზადებული. ეს ტანსაცმელი განკუთვნილი იყო მამაკაცის სასქესო ორგანოს დასაფარავად, რადგანაც მაშინ სხვანაირი ტანსაცმელი უბრალოდ არ გამოიყენებოდა.

საბედნიეროდ, ტექსტილის ინდუსტრიამ უხსოვარი დროიდან დიდი ცვლილებები განიცადა, ამიტომაც საცვლები დღესდღეისობით ბევრად უფრო მისაღები მასალისაგან მზადდება, ვიდრე ბოსტნეულის კანია. გარდა ამისა, თანამედროვე სამოსი ბევრად უფრო ფუნქციონალური და უსაფრთხოა და ათობით სხვადასხვა ტიპი და დიზაინი გააჩნია, რისი საშუალებითაც საცვლები მამაკაცთათვის ბევრად უფრო კომფორტულ ატრიბუტს წარმოადგენს.

7. მზისაგან დამცავი სათვალეები

რიგითი თანამედროვე ადამიანებისათვის რთული წარმოსადგენია, რომ ძველად მზისაგან დამცავი სათვალეები ასე გამოიყურებოდა, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მზის სხივებისაგან ნამდვილად იცავენ. მართალია, ამ შემთხვევაში, სინათლის გარდა აღნიშნული მოწყობილობა მხედველობის უმეტეს ნაწილსაც კი ბლოკავდა.

დღესდღეისობით სათვალეები ობიექტივის დაჩრდილვის სხვადასხვა ხარისხის მქონე ბევრად უფრო მსუბუქი და კომფორტული მასალებისაგან მზადდება. თანამედროვე ანალოგების დიზაინის მრავალფეროვნებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. გარდა ამისა, დღეისათვის სათვალე არა მხოლოდ მზის სხივების ნაწილობრივ დასაბლოკად განკუთვნილი ნივთი, არამედ პოპულარული აქსესუარი და მოდური იმიჯის ელემენტიცაა.

8. ფოტო იარაღი

ფოტო იარაღი წინათ ჯარისკაცებისა და მომავალი სნაიპერების მოსამზადებლად განკუთვნილი შეიარაღების საკმაოდ პოპულარულ სახეობას წარმოადგენდა. მაგალითად, წარსულში ამ ტექნოლოგიის პოპულარული მოდიფიკაცია 89 ტიპის პულიმიოტი იყო. იგი წარმოადგენდა ფოტოაპარატს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სასწავლო მიზნებისათვის გამოიყენებოდა.  პულიმიოტით შესაძლებელი ხდებოდა სამიზნეთა ფოტოების გადაღება, რითიც რეალური ტყვიებით სროლასთან საკმაოდ ახლოს იდგა. კარგი, მაღალი ხარისხის ფოტოები იმას ნიშნავდა, რომ ჯარისკაცმა “მიზანში” მოარტყა.

თანამედროვე მსოფლიოში ფოტოგრაფიული იარაღი ბევრად უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე შვიდი ათეული წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიული იარაღის მთავარ ფუნქციად შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფოტოდაზვერვა ხდება, დღეისათვის ეს გაჯეტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ცნობილი საბჭოთა ისტორიის პერსონაჟების ანალოგიურად-ფოტონადირობისათვის.

9. თმის საშრობები

დღეისათვის რთული წარმოსადგენია, რომ ისეთ მოწყობილობას, როგორიცაა თმის საშრობი, საცხოვრებელი სახლების ფართო ელექტრიფიკაციამდე დიდი ხნით ადრეც შეიძლებოდა ეარსება, თუმცაღა ასეთი გაჯეტი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მისი იერსახე თანამედროვე ანალოგებისაგან საოცრად განსხვავდებოდა. ასე, მაგალითად, თმის საშრობის ადრეულ მოდიფიკაციას ჯოხიანი სპატულა წარმოადგენდა. ამ პატარა ნივთის მუშაობის პრინციპი ასე გამოიყურებოდა: სპატულის შიგნით მდუღარე წყალს ასხამდნენ და მისით თმას იხვევდნენ.

დღეისათვის თმის საშრობი იერსახით რადიკალურად განსხვავებულია მისი გასული საუკუნეების პროტოტიპისაგან. გარდა ამისა, გაჯეტმა ბევრად მეტი ფუნქციაც შეიძინა: გარდა თმის გაშრობისა, მისით შესაძლებელია თმის გასწორება, დახვევა და სრული ვარცხნილობის უზრუნველყოფა.

10. კბილის საწმენდები

პირის ღრუს უძველესი დროიდან უვლიდნენ, ამიტომაც გასაკვირიც კი არაა, რომ ერთი და იმავე კბილის საწმენდის ისტორია უკვე რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ამასთან, რიგითი თანამედროვე ადამიანისათვის მათი პირველი ვარიანტების იერსახე, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაკვირვების მომტანია. მაგალითად, ბრიტანეთის მოქალაქეები 1620 წელს იყენებდნენ კბილის საწმენდებს, რომელიც მოოქროვილი კაუჭით დაბოლოებულ კერამიკულ ფიგურას უფრო წააგავდა. ნამდვილად რთული წარმოსადგენია, თუ როგორ იყენებდნენ აღნიშნულ გაჯეტს კბილების საკვების ნარჩენებისაგან გასაწმენდად.

საბედნიეროდ, თანამედროვე ტენდენციებმა და ცხოვრების რიტმმა ნივთების უმეტესობა ზედმეტი დეტალებისა და გაფორმებისაგან გაათავისუფლა. დღეისათვის კბილის საწმენდები მარტივად და ფუნქციონალურად გამოიყურება, ვინაიდან და რადგანაც ბამბუკისა ან სხვა ხის თხელი ჯოხისგანაა დამზადებული, თუმცაღა თანამედროვე ანალოგის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა ჰიგიენურობაა, რადგანაც კბილის საწმენდები ერთჯერადია და ას ან მეტ ცალად იყიდება.

11. სამედიცინო მასალები 

ყველას, ვინც მედიცინის ისტორიითაა დაინტერესებული, ერთხელ მაინც უნახავს ეს საზარელი გარეგნობის მქონე ხელსაწყოები, რომელთაც ძველი ექიმები ხალხის სამკურნალოდ იყენებდნენ, თუმცაღა აღნიშნული ტენდენცია ექიმების მიერ გამოყენებად კონტეინერებზეც კი ვრცელდება. მაგალითად, წინათ წურბელას უცნაური იერსახის ქილებში ინახავდნენ, რომლებიც წარსულში დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო ხშირად გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისათვის, თუმცაღა ამ კონტეინერის გარეგნული იერსახე მის გამოყენებაზე ნაკლებად თუ მიუთითებს.

დღესდღეისობით წურბელები სამედიცინო მიზნებისათვის პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ამიტომაც ასეთი უცნაური კოლბების გამოყენებამაც მნიშვნელობა დაკარგა. თანამედროვე აღჭურვილობა ზედმეტი დეტალებით ნამდვილად არაა გაფორმებული, არამედ შექმნილია სამედიცინო კვლევისა და მოხერხებულობის მოთხოვნების შესაბამისად.

12. სამზარეულოს კომპლექტები

ამ უცნაური ობიექტის დათვალიერებისთანავე გაგიჩნდებათ მოსაზრება, რომ წარსულის აბორიგენების ერთგვარ საშინელ იარაღს აკვირდებით.გარკვეული გაგებით, ეს სიმართლეც კია, რადგანაც საუბარი ზვიგენის კბილებისაგან დამზადებულ მაგიდის დანაზეა. ამგვარი გაჯეტის გამოყენების უსაფრთხოებაზე საუბარი საჭიროც აღარაა-ჭამის დროს მათით თვითდაზიანების მიყენება სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

სამზარეულოს თანამედროვე კომპლექტების გამოყენება მიზნად არა მხოლოდ ძირითადი ფუნქციების შესრულებას, არამედ მოხერხებულობის უზრუნველყოფასაც ისახავს. სტეიკის დანებიც კი მზადდება მკვეთრი ან მომრგვალებული წვერებით, რომელთაგან თვითდაზიანების მიყენებაც მეტად გაძნელებულია.