როგორ გავწმინდოთ გაჭედილი უნიტაზი, სატუმბის გარეშე

გაჭედილი უნიტაზის ყურება არც ისე სასიამოვნო პროცესია. როგორც წესი, ეს ყველაზე შეუსაბამო მომენტებში ხდება და ზოგჯერ საჭირო იარაღებიც არ აღმოგაჩნდებათ ხელთ. კარგი ამბავი ის არის, რომ პრობლემის მოგვარებას სანტექნიკოსის გამოუძახებლადაც შეძლებთ. მთავარია საკუთარი ხელით მოამზადოთ დამხმარე საშუალებები, რომლებიც გაჭედილ კანალიზაციას თოკსა და დგუშზე უკეთ გაუმკლავდებიან.

ბინებში ბლოკირების მიზეზები

1. დალაგების შემდგომ უნიტაზში შემთხვევით მოხვედრილი ტექსტილის ნივთი.

2. საკვების ნარჩენები. ყველაზე საზიანოა ყავის ნალექი, მდუღარე ჩაი და მაკარონი. ისინი მილის კედლებზე ეწებებიან და გასასვლელს კეტავენ.

3. სამშენებლო ნარჩენები, როგორიცაა თაბაშირი, წებო, ფუთა. ნარევი ეწებება კანალიზაციის მილებზე, სწრაფად მაგრდება და გასასვლელს კეტავს.

4. უმჯობესია ტუალეტის ქაღალდი ჩააგდოთ ნაგვის ურნაში და არა ტუალეტში. თუ მილსადენი დიდი ხნის განმავლობაში არ შეგიცვლიათ, ცელულოზა არ იშლება და კედლებზე ეწებება.

5. ხისტი წყლის კირქვის ნარჩენები. მარილები და ტუტეები ქმნიან მკვრივ საფარს კანალიზაციის ზედაპირზე.

6. შინაური ცხოველის საკვები და ტუალეტის შემავსები.

რატომ იჭედება მილები კერძო სახლებში

1. ზემოაღნიშნული მიზეზები.

2. სადგამისათვის მილების არასწორი შერჩევა. 100 მმ ოპტიმალური დიამეტრია.

3. ჰორიზონტალური მილების არასწორ მდგომარეობაში გადაყვანა. თუ დაქანება არასაკმარისია, შიგთავსი ნელა გაედინება და ნაწილობრივ იჭედება კანალიზაციაში. გადაჭარბებული დახრილობისას წყალს დრო არ რჩება, რათა გამდინარე ნივთიერებების გაწმენდა მოხდეს და ისინი მილებში რჩებიან. 100 მმ მილების სწორი დახრა 1,2-2 სმ-ია მეტრზე.

4. ტუალეტის თასის დამონტაჟება სადგამიდან 1 მეტრზე მეტი მანძილის დაშორებით.

5. სანიაღვრე მილის არარსებობიდან გამომდინარე, რომელიც უზრუნველყოფს აბაზანის ვენტილაციას, გადინების ნაკადი ნელდება ან საერთოდ წყდება.

6. თუ მილი საკმარისად ღრმად არაა, შესაძლოა გაიყინოს, რის შედეგადაც ბლოკირება წარმოიქმნება.

როგორ უნდა გაათავისუფლოთ გაჭედილი კანალიზაცია

1. პლასტმასის ბოთლი

დგუშის ნაცვლად შეგიძლიათ 1,5 ლიტრიანი ბოთლი გამოიყენოთ. მისი ქვედა ნაწილი დანით უნდა გაჭრათ. დაიჭირეთ ბოთლი ყელით, მჭიდროდ მოარგეთ თავსახური და თქვენს მიერ “შექმნილი” დგუში სადინარ ხვრელში გაატარეთ. რამდენიმეჯერ აწიეთ და დაწიეთ აღნიშნული “ხელსაწყო” მანამ, სანამ სითხე გადინებას არ დაიწყებს.

ბოთლის აწევისას მასში საჰაერო ბალიში ფორმირდება, დაწევისას კი ჰიდრავლიკური დარტყმის მსგავსი პროცესი ვითარდება და აკუმულირებული ჰაერი წყალს აწვება, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება გაჭედვის წერტილთან მიახლოება. შედეგად ბლოკირებული ადგილი მკვეთრი, რიტმული მოძრაობების წყალობით გაიხსნება და სითხეც უპრობლემოდ გააგრძელებს გადინებას. წარმატებული სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდგომ ბოთლი მჭიდრო პოლიეთილენის შეფუთვაში უნდა მოათავსოთ და გადააგდოთ.

2. “თოჯინა”

ნაკეთობა ბლოკირების თვითნაკეთ სახვრეტელას წარმოადგენს. “თოჯინა” ქვიშით მჭიდროდ შეფუთული ქსოვილის ჩანთაა (ან ძველი წინდა). აუცილებელია ყელის მჭიდროდ გადაბმა ტურნიკეტზე და მასზე გრძელი თოკის ან მავთულის დამაგრება. ნაკეთობის დამზადების შემდგომ აუცილებელია მოათავსოთ იგი უნიტაზში და სანიაღვრეს დააწვეთ. სითხე “თოჯინას” ტრუბაში შეიწოვს, თქვენ კი სახვრეტელას უკან ამოწევა მოგიწევთ. ნაკეთობა საკმაოდ მძიმეა, ამიტომაც იგი ეშვება უნიტაზის შიგნით და გაჭედვის წერტილს ვერტიკალური მილისაკენ უბიძგებს. თუ პროცესმა პირველივე ჯერზე წარმატებით ვერ ჩაიარა, შედეგის მიღებამდე განაგრძეთ “თოჯინის” გამოყენება.

3. წებოვანი ლენტა ან დამცავი ფირი

ბლოკირების პრობლემის მოსაგვარებელი ინოვაციური მეთოდი, რომელიც ჩინეთში ახლახანს გამოჩნდა. თავდაპირველად უნიტაზიდან წყალი უნდა ამოიღოთ და უნიტაზის საჯდომი ბოლომდე გაამშრალოთ. ჰაერის ცირკულაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აღნიშნული ადგილი წებოვანი ლენტის ან სპეციალური დამცავი ფირის სქელი ფენით დაფაროთ. წყლისაგან უნდა გაათავისუფლოთ რეზერვუარი. ამ დროს წებოვანი ლენტის ქვემოთ ფორმირებულ იქნება ჰაერის მასები, რომლითაც შეგიძლიათ ბლოკირების წერტილს მიაწვეთ, უბრალოდ საჭირო იქნება მოქნილი მოძრაობებით დააწვეთ დამცავ ფირს. აღნიშნული ვარიანტი შესანიშნავია ორგანული და კატის შემავსებლების გაჭედვის დროს.

4. ცხელი სითხე

თუკი საცობის მიზეზი ცხიმოვანი ნალექებია, ცხელი სითხით შეძლებთ მასთან გამკლავებას. ჯერ დააცარიელეთ თასი. შემდგომ აიღეთ ცხელი წყლით სავსე სათლი და შიგთავსი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი სიმაღლიდან 90 გრადუსიანი კუთხით ჩაასხით შიგნით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მდუღარე წყალი, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია პლასტმასის მილების ზედაპირის დეფორმაცია გამოიწვიოთ. რამდენჯერმე შეასრულეთ აღნიშნული მოქმედება და შემდგომ ჩარეცხეთ ტუალეტი.

5. ცხოვრებისეული ხრიკები ცხელი წყლითა და სხვა პროდუქტებით

1. თასიდან წყლის მოცილების შემდგომ სანიაღვრეში ჩაყარეთ 200-300 გრ სოდა და შემდგომ ერთი ჭიქა ძმარი. ნახევარი საათის შემდგომ ჩაასხით 5 ლიტრი ცხელი სითხე უნიტაზში და ტუალეტი ჩარეცხეთ.

2. თასში ჩაასხით 60 მლ თხევადი საპონი, შამპუნი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე და გააჩერეთ 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეავსეთ თასი 4 ლიტრი ცხელი წყლით. თხევადი საშუალება მილის ზედაპირს სრიალას გახდის, რაც საცობის გათავისუფლებას გაამარტივებს. დააჭირეთ ჩარეცხვის ღილაკს და დააცარიელეთ უნიტაზი. თუკი სითხე გაედინება, ესეიგი ოპერაცია წარმატებით იქნა დასრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმეორეთ აღნიშნული პროცესი მანამ, სანამ საცობი არ გათავისუფლდება.

6. ქიმიური საშუალებები

რთულ სიტუაციებში უმჯობესია სპეციალური შემადგენლობებით ისარგებლოთ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატები არა მხოლოდ ცხიმოვან გროვებს დაშლის, არამედ თმასა და პატარა ნაჭრებსაც მოაცილებს. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციასა და შემადგენლობას. თუ კომპონენტებს შორის მჟავასაც წააწყდებით, მაშინ მოგიწევთ უარის თქმა აღნიშნულ საშუალებაზე, რადგანაც პლასტმასის მილების დეფორმაციას გამოიწვევს.

ამოტუმბეთ სითხე თასიდან და სანიაღვრე, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად, საშუალებით შეავსეთ. პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე, შესაძლოა მოგიწიოთ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე შუალედით მოცდა. ზოგიერთ საცხოვრებო ქიმიკატთან ერთად აუცილებელია 5 ლიტრი ცხელი წყლის გამოყენება. შემდგომ ამოტუმბეთ სითხე ავზიდან და შედეგი შეაფასეთ. აუცილებლად ატარეთ ნიღაბი და დამცავი ხელთათმანები, რათა ტოქსიკური აირების ჩასუნთქვა თავიდან აიცილოთ. თუ შესაძლებელი იქნება, პროცედურის მიმდინარეობისას უმჯობესია ოთახი გაანიავოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ სხვადასხვა ნივთიერებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოულოდნელი ქიმიური რეაქცია გამოიწვიოთ.

როგორ შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან კანალიზაციის გაჭედვა

1. იატაკის გაწმენდის შემდგომ ჯერ სითხე გაასუფთავეთ ნაგვისაგან და მხოლოდ შემდგომ ჩაასხით უნიტაზში.

2. რეგულარულად აწარმოეთ კანალიზაციის პროფილაქტიკური წმენდა საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებით ჟანგისა და კირქვის მოსაცილებლად.

3. ნუ ჩაყრით უნიტაზში სამშენებლო ნარჩენებს, მცირე საგნებს, საკვების ნარჩენებს, ბავშვთა სათამაშოებს ან სხვა ნივთებს, რამაც შესაძლოა საცობის გაჩენა გამოიწვიოს.