უკანასკნელი თავშესაფარი: სად მიაქვთ ჩამოწერილი თვითმფირნავები

ნებისმიერი მოწყობილობა ადრე თუ გვიან იცვითება, იშლება ან სხვაგვარად ხდება გამოუსადეგარი. როდესაც სანუკვარი მომენტი დგება, მანქანების უმეტესობა „უკანასკნელ გზაზე“ მიემართება. თვითმფრინავებიც არაა გამონაკლისი, თუმცაღა საინტერესოა, უბრალოდ ნაგავსაყრელზე გადააქვთ ისინი? თვითმფრინავი მანქანაზე გაცილებით რთული მოწყობილობაა და მათზე ამდაგვარი მოქმედება არც ისე გონივრული იქნება.

თვითმფრინავები, ისევე როგორც საზღვაო გემები, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებიან მაღალტექნოლოგიური წარმოების მოწყობილობის ფუნქციით. ზოგიერთი ავიაკომპანია 5-6 წელიწადში ერთხელ იცვლის მანქანებს. ამასთან, ასეთი მოკლევადიანი ზოგადად ისეთი თვითმფრინავებია, რომელთაც ერთი ან თუნდაც ორი მფლობელი უკვე შეიცვალეს. საფრენი აპარატების უმეტესობის საერთო მუშაობის ხანგრძლივობა 20 წელია. რა თქმა უნდა, ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა თვითმფრინავის აგების ხარისხითა და იმით განისაზვრება, მიადგა თუ არა მას სერიოზული ზიანი გამოყენების დროს. ამისდა მიუხედავად, ადრე და გვიან “დამსახურებული დასვენების” დღეც დგება და თვითმფრინავების შემდგომი ბედი ძალზედ განსხვავებულად წარიმართება.

1. ხელახალი გამოყენება

ალბათ ეს ყველაზე იშვიათი რამაა, რაც ექსპლუატირებულ თვითმფრინავებს შეიძლება დაემართოთ. ამ მანქანებს ხომ აღარ შეეძლებათ ფრენა და ეს არცაა აუცილებელი. ამასთან, ბევრი კომპანია ყიდულობს ძველ ბორტებს, რათა მათ საფუძველზე რაღაც სხვა შექმნან. უმარტივესი მაგალითია სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მშენებლობა თვითმფრინავის ფიუსელეჟის ბაზაზე. ძველი მანქანების გამოყენების უფრო ეგზოტიკური მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, VirginGalactic–მა ერთხელ შეიძინა რამდენიმე ჩამოწერილი Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავი და კოსმოსური ხომალდი შექმნა. დაბოლოს, ზოგიერთი იშვიათი ან გამორჩეული აპარატის გამოყენება შესაძლებელია სამუზეუმო ნიმუშების შესაქმნელად.

3. დასაფლავების დროა

იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავი უკიდურესად მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, უმეტეს შემთხვევაში მისი უბრალოდ აღება და გადაგდება არ შეიძლება. ამ მიზეზით, თვითმფრინავები იგზავნება სპეციალურ სასაფლაოებზე, სადაც მათ ღია ცის ქვეშ ტოვებენ. დღესდღეისობით მსოფლიოში უამრავი საჰაერო ხომალდის სასაფლაოა, სადაც მანქანების კოსმიური რაოდენობა მათ ნაწილობრივ ან სრულად განადგურებას ელოდება. იდეალურ შემთხვევაში, თვითმფრინავების სასაფლაო მხოლოდ დროებითი საცხოვრებელს წარმოადგენს. სამწუხაროდ, “დროებითობას” ჩვეულებრივ ახასიათებს განუსაზღვრელი ვადით შეფერხება ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემებიდან გამომდინარე.

3. გადამუშავება და რაციონალიზაცია

იდეალური ვარიანტია მეორადი მანქანისთვის. სამგზავრო თვითმფრინავი რამდენიმე ტონა შავ ლითონის, მრავალი კილოგრამი ფერადი ლითონის, მათ შორის ოქროსა და ვერცხლისაგან შედგება. გარდა ამისა, იგი შეიცავს რეზინას, პლასტმასს, მინას. ეს ყველაფერი კარგია. რაც მთავარია, თვითმფრინავების გადამუშავება ბუნებას დაბინძურებისგანაც იცავს. სამწუხაროდ, ავიაკომპანიების დიდი ნაწილი საჭიროდ არ თვლის გადამუშავებაზე ფულადი სახსრების გაღებას, ამას ამჯობინეს თვითმფრინავის უბრალოდ სასაფლაოზე გადაყვანა, ხოლო მეორადი პროდუქტის დემონტაჟისთვის მანქანის მყიდველის მოძიება არც ისე მარტივი საქმეა. ყველაზე ხშირად საჰაერო ხომალდები ექვემდებარება ნაწილობრივ განადგურებას ექვემდებარება: მათგან იღებენ ყველა დანაყოფს, მოწყობილობასა და ძვირადღირებულ კომპონენტებს. ზოგი გადასამუშავებლად იგზავნება, სხვებს კი ამოწმებენ და ხელახლა იყენებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საჰაერო ხომალდის აპარატურის უმეტესობის ვარგისიანობის ვადა ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე თავად თვითმფრინავის.