ყველამ როდი იცის, რომ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, პირდაპირ უდაბნოს შუაგულში, ერთგვარი უნიკალური ნაგებობა არსებობს. საუბარია კლდეში გამოკვეთილ სამარხზე, რომელიც პოეტურად “მიტოვებულ სასახლედ” მოიხსენიება. მიუხედავად იმისა, რომ კლდე ბევრგანაა გამოკვეთილი, აღნიშნული ნაგებობა სხვებისაგან ნამდვილად განსხვავდება. პირველ რიგში, როგორც ჩანს, დაუმთავრებელ მდგომარეობაშია. მეორეს მხრივ, ამ სამარხში…არასოდეს არავინ დაუკრძალავთ.

სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ესაა უზარმაზარი არქიტექტურული კომპლექსის, “მადაინ-სალიჰის” ნაწილი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, ანუ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ნაბატეების ძველი სამეფოს არსებობის პერიოდში აიგო. საერთო ჯამში, კომპლექსი შედგება კლდეში გამოკვეთილი 111 სამარხისა და 20 სხვა ტიპის შენობისაგან. 2008 წელს მადაინ-სალიჰის კომპლექსი იუნესკოს სიაში მოხვდა და საუდის არაბეთიდან მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

სამარხ “მიტოვებული სასახლის” თავდაპირველი სახელწოდება კასრ ალ-ფარიდია. შენობა საკმაოდ მასშტაბურია: მისი სიმაღლე თანამედროვე ოთხსართულიანი შენობისას უტოლდება და როგორც ჩანს, ადამიანი, ვისთვისაც აღნიშნული სამარხი აიგო, საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსით სარგებლობა-“მიტოვებული სასახლე” რეგიონში აღმოჩენილი სამარხებიდან ერთ-ერთი უდიდესია.

შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე მდებარეობს ნაგებობა ნებისმიერი სხვა შენობებიდან საკმარისად განცალკევებით. ამავე დროს, კასრ ალ-ფარიდის სიახლოვეში ერთდროულად რამდენიმე მსგავსი ხელუხლებელი ქვის ბლოკია, რომლითაც ანალოგიური შენობების საფუძვლის ჩაყრა ასევე შეიძლებოდა.

კასრ ალ-ფარიდი მისი შექმნის პერიოდისათვის დამახასიათებელი სრულიად ტიპიური ნაგებობაა. ნაბატეების სამეფოს ცივილიზაცია აქტიურად ითვისებდა ქვიშაქვის უზარმაზარი ბლოკებისაგან გარე ელემენტებისა და სრულფასოვანი შენობების გამოკვეთის ტექნოლოგიას. ამასთან, “მიტოვებულ სასახლე” არაერთი გამორჩეული თვისებით ხასიათდება, რითიც გამოირჩევა მადაინ-სალიჰის  არქიტექტურული კომპლექსის ათობით სხვა ნაგებობას შორის.

ასე, მაგალითად, არქეოლოგები სრულებით დარწმუნებულები არიან, რომ სამარხი ბოლომდე დასრულებული არაა, რის გამოც მხოლოდ წინა ფასადი გააჩნია. გარდა ამისა, მკვლევარებმა შეძლეს იმის გარკვევა, რომ კასრ ალ-ფარიდი ზევიდან ქვევით იქნა გამოკვეთილი-ესეც იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლებს უზარმაზარი კლდის მწვერვალზე ასვლა და სამუშაოების იქიდან დაწყება მოუწიათ, თანდათანობით კი ქვევით, უფრო მეტიც, ბლოკის მხოლოდ ერთი მხრიდან ეშვებოდნენ.

ამას გარდა, კასრ ალ-ფარიდთან დაკავშირებული დაკავშირებული ყველაზე თვალშისაცემი ფაქტი მაინც ესაა: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგებობა სამარხია, იქ არავინ დაუკრძალავთ. არქეოლოგებმა შენობის შემოწმებისას შიგნით იპოვეს სამარხი, რომლის შენებაც, მთლიანი სტრუქტურის მსგავსად, არ დასრულებულა. გარდა ამისა, ნაგებობის გეომეტრიული ფორმების უნიკალური სიზუსტე და საერთო მასშტაბი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, რადგანაც ამგვარი შთამბეჭდავი ობიექტების გამოკვეთის მექანიზმი და მშენებლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები დღემდე უცნობია.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი