რატომ აქვს ზოგიერთ პერანგს ზურგზე მარყუჟი და ღილი

რა თქმა უნდა, თითოეულ მამაკაცს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია პერანგი საყელოს უკანა ნაწილზე არსებული იდუმალი მარყუჟით. საინტერესო იქნება, თუ მის ფუნქციას გავეცნობით. კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს პერანგების ზუსტად იგივე მოდელები საყელოზე დამატებული ღილით. მოდით გავარკვიოთ, თუ რა მიზეზითაა განთავსებული აღნიშნული დეტალები ასეთ უცნაურ ადგილზე.

თავდაპირველად პერანგის უკანა მხარეს განთავსებულ მარყუჟს უტილიტარული დატვირთვა ჰქონდა. იგი გამოგონილ იქნა აშშ-ს მკერავების მიერ, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის არმიისა და ფლოტისათვის ტანსაცმელს კერავდნენ. გემებზე საკმაოდ პატარა სივრცე იყო და შესაბამისად მათზე არსებული ტანსაცმლის კარადები თავიანთ “სახმელეთო” ანალოგებთან შედარებით ბევრად ახლოს მდებარეობდნენ. საკიდის ამგვარ კარადებში ჩამოკიდება არ შეიძლებოდა, ხოლო პერანგის ტრადიციული შიდა მარყუჟის საშუალებით კაუჭზე ჩამოკიდებისას ამაზრზენი ნაკეცები ფორმირდებოდა. შედეგად, მკერავებმა გადაწყვიტეს მარყუჟის უკანა მხარეს გაკეთება. ამგვარად თავიდან აცილებულ იქნა ნაკეცების ფორმირება, რამაც ოდნავ მაინც შეამსუბუქა მეზღვაურთა ყოფა და ყოველდღიური ცხოვრება.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამოქალაქო დიზაინერებს ჩამოკიდვის სიმარტივის თვალსაზრისით გარე მარყუჟიანი საზღვაო პერანგები იზიდავდათ. იდეა ყმაწვილებისათვის განკუთვნილი საუნივერსიტეტო ფორმის დიზაინად გარდაიქმნა. სტუდენტების პერანგებისათვის გარე მარყუჯების დამზადება პირველად 1950-იან წლებში კომპანია “Gant Shirtmakers”-მა დაიწყო. მათ პროდუქციას იელის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა ატარებდა. მართალია, ამ დროისათვის მარყუჟს უკვე დაკარგული აქვს ყველანაირი უტილიტარული მნიშვნელობა და უბრალოდ მოდურ დამატებას წარმოადგენს, რომლის მნიშვნელობასაც არავინ უკვირდება.

ამის მიუხედავად, მარყუჟის შემდგომ ისტორიას ერთი საინტერესო დეტალი უკავშირდება. სტუდენტებმა მას მეტსახელად “ხილის მარყუჟი” უწოდეს ხილისა და ბოსტნეულის ღეროსთან, რომლითაც ფერმერები მათ კრეფენ, მსგავსებიდან გამომდინარე. მარყუჟმა ამგვარი დასახელება იმიტომ მიიღო, რომ მდედრობითი სქესის სტუდენტები მისით ყმაწვილებს ძალზედ ხშირად ქაჩავდნენ. პერანგზე მარყუჟის აწყვეტა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი სტუდენტების წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა, ამიტომაც პოპულარული ბიჭების უმრავლესობა საკუთარი ხელით იწყვეტდა მათ, რათა დაცინვისა და შევიწროების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. უფრო მეტიც, აუწყვეტავი მარყუჟის მქონე სტუდენტები არატრადიციული ორიენტაციის მქონე სუბიექტებადაც შეიძლებოდათ ჩაეთვალათ. აღნიშნული გარემოება შესაძლოა დაცინვისათვის დამატებით მიზეზად ქცეულიყო.

საყელოზე მიბმული ღილის ისტორია კი 1890-იან წლებში დაიწყო. იგი იმდროინდელ ეპოქაში წარმოუდგენლად პოპულარული კომპანიის “Brooks Brothers”-ის დიზაინერებმა გამოიგონეს. სინამდვილეში საყელოს სამი ღილი ჰქონდა-ერთი უკან და კიდევ ორი წინ. სამივე მათგანის დახმარებით ხდებოდა საყელოს ტანსაცმლის ზედაპირზე დამაგრება შესაძლებელი. ეს მხოლოდ ერთი მიზნისათვის იყო საჭირო-საყელოს ქვემოთ ჰალსტუხი ისე დაემაგრებინათ, რომ არ გახსნილიყო და სანდომიანი მოქალაქის გარეგნული იერი არ შეებღალა. XIX საუკუნის ბოლოს გალსტუკები დღევანდელთან შედარებით ბევრად დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.