რა უნდა იქონიოთ თან სანტექნიკის მაღაზიაში, ხარისხიანი ონკანის ასარჩევად

შესაფერისი ხარისხის სანტექნიკის შერჩევა ძალზედ საპასუხისმგებლო და არც ისე მარტივი პროცესია, რომელიც სპეციფიკურ ცოდნასა და გარკვეულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. ყველაზე რთული კი კარგი შემრევის შერჩევაა. ამასთან, თუკი მაღაზიაში მისვლისას ერთ სასარგებლო რამეს იქონიებთ თან, წყლის ნაკადების შერევისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ხარისხიანი აღჭურვილობის შეძენის ამოცანას ბევრად მარტივად გაართმევთ თავს.

არცერთ დიასახლისს არ სურს სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ონკანის რამდენიმე თვეში ერთხელ გამოცვლა. მსგავსი პროცესის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია თითბერისგან დამზადებული სანტექნიკის შერჩევა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მწარმოებლები 10-დან 9 შემთხვევაში კოლოფზე არ უთითებენ იმ მასალის სახელწოდებას, რომლისგანაც მოწყობილობა იქნა დამზადებული.

ამ პრობლემური საკითხის მოგვარება წლებით გამოცდილი ერთი პატარა ხრიკის გამოყენებითაა შესაძლებელი. საკმარისია მაღაზიაში თან იქონიოთ მცირე ზომის ნეოდიმის მაგნიტი. მისი მოპოვება არც ისე რთულია. მაგნიტი შეგიძლიათ რომელიმე ძველი, გატეხილი მოწყობილობიდან ამოიღოთ. დაბოლოს, თავიანთი სიიაფიდან გამომდინარე უმჯობესია მაგნიტების ნაკრები შეიძინოთ (მით უმეტეს, რომ სახლში ყოველთვის გამოგადგებათ).

სანტექნიკის მაღაზიაში მისვლისას თან უნდა იქონიოთ მაგნიტი და უბრალოდ მიქსერს რამდენიმე ადგილას უნდა მიამაგროთ. თუ თითოეულ ადგილზე მიეკრო, ესე იგი შეიძლება სანტექნიკის დანადგარის შეძენა, ანუ გამოსადეგია. ამგვარი დიდი ალბათობით თითბერისაგან იქნება დამზადებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაგნიტები ამ ლითონს ისევე მკაფიოდ არ ეკვრის, როგორც ფოლადს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგნიტები თუთიის შენადნობებსა და სილუმინს არ მიეკრას (სწორედ ამ მასალებისგან მზადდება იაფფასიანი სანტექნიკა).