სამუდამო ფარანი პლასტმასის ბოთლისგან: დაამზადეთ იგი მარტივად

ჩვეულებრივმა ნივთებმაც შესაძლოა გაგვაოცოს, მთავარია მათი სწორად გამოყენება და შესაძლებლობები ვიცოდეთ. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გამოცდილ ხრიკებს, რომლებიც ბუნებაში, აგარაკზე, სახლსა და ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში მეტად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

1. მარადიული ფანარი

სილიკატური წებოს ფოსფორთან ნარევი შესაძლოა ძალიან სასარგებლო საგნად იქცეს. ექსპერიმენტისათვის დაგჭირდებათ მშრალი კომპონენტები და პლასტმასის ბოთლი. ფოსფორისა და სილიკატური წებოს ნარევს(პროპორციით 1:1) დაასხით ცხელი წყალი და კარგად მოურიეთ. ცხელი წყალი ფოსფორის ნათებას საგრძნობლად აძლიერებს. თუ ლაშქრობებისას თან ამ ნივთიერებათა მცირე რაოდენობას წაიღებთ და საჭიროების შემთხვევაში მათ ნარევს ცეცხლზე გაათბობთ, სინათლის ალტერნატიულ წყაროს მიიღებთ. იმისათვის, რომ ნარევის გამოყენება მოსახერხებელი იყოს, ის პლასტმასის ბოთლში ჩაასხით, რომლის გაცხელებასაც პერიოდულად შეძლებთ. ეს ხრიკი შეგიძლიათ მარადიული ფანრისა და სასიგნალო სანათისათვის გამოიყენოთ.

სასარგებლო რჩევა: სინათლის გასაძლიერებად აუცილებელი არაა ნარევიანი ჭურჭლის გათბობა, ამის მაგიერ საკმარისია მისი ცოტახანს ძლიერ დანჯღრევა, რადგანაც ამ დროს ჭურჭლის შიგნით ხახუნის შედეგად ტემპერატურა მოიმატებს და მაშასადმე ნათებაც უფრო ძლიერი გახდება.

2. ბოსტნაში ტენიანობოს კონტროლი

პლასტმასის ბოთლი და რამოდენიმე სამზარეულოს ღრუბელი მარტივად შეიძლება წვეთოვანი სარწყავ სისტემად გარდაიქმნას. მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ და ფინანსურადაც საკმაოდ ეკონომიური საშუალებაა. ამ ხრიკით შექმნილი სისტემა უნივერსალურია, საჭიროების შემთხვევაში მცენარე საჭირო ტენს მიიღებს, ხოლო თუ ნიადაგი ზედმეტად სველია, ღრუბელი ზედმეტ ტენს შეიწოვს. თვითნაკეთი წვეთოვანი სარწყავი სისტემა საშუალებას იძლევა ბოსტანი უფრო იშვიათად მორწყათ და ამასთანავე ზაფხულში რამოდენიმე დღით ყურადღების გარეშედაც დატოვოთ.

წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამზადება იწყება იმით, რომ პლასტმასის ბოთლში ხდება გარკვეული თანმიმდევრობით ნასვრეტების გაკეთება. ბოთლი შიგნიდან სამზარეულოს ღრუბლის ნაჭრებით ივსება. შემდეგ კი საჭიროა მიღებული სისტემა ბოსტანში ნარგავებთან ახლოს დამარხოთ. გვალვის შემთხვევაში ბოთლში წყლის ჩასხმა დაგჭირდებათ, რომელიც თანდათანობით ნიადაგში გადავა და მცენარეთა ფესვებს დაატენიანებს. თუ წვიმა წამოვა, ცარიელი ბოთლი ნარგავთა ფესვებს დაპლობისა და ზედმეტი ტენისაგან დაიცავს. იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, ღრუბელი პერიოდულად უნდა ჩაანაცვლოთ.

3. სწრაფად დამზადებადი ავეჯი ბაღისათვის

იმისათვის, რომ პლასტმასის ბოთლები არ გადაყაროთ და მათი გამოყენებაც შეძლოთ, თქვენ შეგიძლიათ მათი საშუალებით საკმაოდ მოხერხებული და პრაქტიკული ავეჯი დაამზადოთ ბაღისათვის. ამისათვის პირველ რიგში საყრდენი ჩარჩო დაგჭირდებათ, რომელიც შეგიძლიათ ხისგან ან მეტალისაგან დაამზადოთ. შემდეგ საჭიროა მასზე თოკის დახმარებით ბოთლები დაამაგროთ. საყრდენი ჩარჩოს დამზადებისას გაითვალისწინეთ პლასტმასის ბოთლების ზომა, რათა ისინი ჩარჩოს ნაპრალებში არ გაეტიოს.

4. სისუფთავე და წესრიგი

პლასტმასის ბოთლების გამოყენება დასუფთავების ამბავშიც გამოგადგებათ. ამისათვის საჭიროა მას ძირი მოაჭრათ, ხოლო გვერდები კი წვრილ ზოლებად დაჭრათ. შემდეგ რამოდენიმე ესეთი ბოთლი ერთმანეთზე მაგრდება, ხოლო თავები კი ცეცხლის გამოყენებით შედუღდება, რათა ერთი მთლიანი კონა მიიღოთ. მიღებული ცოცხი საჭიროა ხის ჯოხზე დაამაგროთ და აგარაკსა თუ ქუჩაში კომფორტულად შეძლებთ ფოთლებისა და დიდი ზომის ნაგვის გახვეტას.

5. თვითნაკეთი თაგვმჭერი

თუ სახლის ეზოში თაგვი გაჩნდა, მისი ქიმიკატების საშუალებით მოშორება არც ისე კარგი იდეაა. ამით შესაძლოა ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს, ნიადაგსა და სახლის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა შინაურ ცხოველებს. მღრნელთან საბრძოლველად უმჯობესია პლასტმასის ბოთლისაგან დამზადებული სპეციალური დამჭერი გამოიყენოთ. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეთოდით არ მოგიწევთ მღრნელის მოკვლა, რადგანაც ის თაგვის ცოცხლად დაჭერაზეა გათვლილი. პლასტმასის ბოთლის გარდა მის დასამზადებლად კიდევ დაგჭირდებათ ხის დაფა და დგარი, მეტალის მავთული, რამოდენიმე თვითმჭრელი შურუპი და ლურსმანი.

თავდაპირველად საჭიროა ბოთლში ორივე მხარეს თითო ნასვრეტი გააკეთოთ, ნასვრეტი ბოთლის დაახლოებით შუაში, უფრო თავისაკენ უნდა იყოს. ნასვრეტი რკინის მავთულით უნდა გაკეთდეს, რათა შემდეგ შესაძლებელი იყოს მავთულის მოხრა და მისი საშუალებით ბოთლის დაფიქსირება. სასურველია, რომ მავთულის თავისუფალი ნაწილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ბოთლის სიმაღლიდან 5სმ-ზე იყოს დაშვებული. მავთულის ქვედა ბოლოსგან პეტლი უნდა გააკეთოთ ისე, რომ ხის დაფასა და ბოთლს შორის 2-3სმ სიგრძის სივრცე დარჩეს. დაფაზე მავთულის დასამაგრებლად თვითმჭრელი შურუპი ან ლურსმანი გამოიყენება. თაგვმჭერის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სანამ თაგვი მასში შევა, ბოთლის თავი ზემოთ უნდა იყოს, ხოლო ძირი კი დაფას ეყრნობოდეს.

დამატებითი მავთულის გამოყენებით ბოთლის შიგნით სატყუარა მაგრდება. ბოთლის თავთან ხის საფეხური უკეთდება, რომელიც ოდნავ უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ბოთლის ნასვრეტის მდებარეობა. მისი საშუალებით თაგვი ბოთლის შიგნით მოხვდება, მაგრამ როცა ბოთლი დაიხრება, გამოსასვლელი ხის საფეხურით დაიბლოკება.

6. ნავი

პლასტმასის ბოთლებისაგან შექმნილი კიდევ ერთი გასაოცარი გამოგენება – ნავია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში საკმაო რაოდენობის ბოთლები დაგჭირდებათ. პლასტმასი – არაჩვეულებრივი მასალაა, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს, მთავარია იზრუნოთ იმაზე, რომ ბოთლის კიდეები ერთმანეთზე კარგად იყოს მიბჯენილი. ბოთლების ერთმანეთზე მისამაგრებლად შეგიძლიათ წებო გამოიყენოთ.