შესაძლებელია თუ არა დასველებული ტელეფონის გადარჩენა ბრინჯით

ადამიანთა უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდიათ ტელეფონის დასველებასთან დაკავშირებული პრობლემა. შესაძლებელია, ტელეფონი უბრალოდ ძლიერმა წვიმამ დაუსველათ, აბაზანაში ანდაც უნიტაზშიც კი ჩაუვარდათ. შოკურ მდგომარეობაში მომიწია გარკვეული გზების მოგონება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადამერჩინა აუცილებელი გაჯეტი, ამიტომაც ჩვენი აზრით, ამგვარი მოვლენებისათვის წინასწარაა საჭირო მომზადება.

ტელეფონი წყალში ჩავარდა

ანალიტიკური ჯგუფის Mobile Research Group-ის თანახმად, ტელეფონები უმეტესად უნიტაზებში უვარდებათ. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადამიანს მოწყობილობის შარვლის უკანა ჯიბით ტარება ხიბლავს. მისი გახსნისთანავე მძიმე ნივთი დაუყოვნებლივ ვარდება ჯიბიდან.

მეორე ადგილზეა აბაზანა, რადგანაც იქ ხალხი გარკვეული საქმეებით კავდებიან. მესამეზე-ზღვები და ოკეანეები. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება თქვათ უარი კლდის ზემოთ არსებული მთელი სილამაზის ფოტოაპარატით დაფიქსირებაზე?

რა ხდება სმარტფონის შიგნით

სანამ კონკრეტულ რჩევებსა და ხრიკებზე გადავალთ, უმჯობესია გავერკვეთ, თუ რა ემართება ტექნიკას წყალში ჩაძირვის შემდგომ.

აკუმულატორზე წყლის მოხვედრისას იგი მაშინვე არ ითიშება. გარკვეული დროით შესაძლებელია ნორმალურად იმუშაოს, მაგრამ აქედან გამომდინარე დენის ნაკადი დაჟანგვის პროცესს აჩქარებს. პლატის ყველა ლითონის ელემენტი წყლის ზემოქმედებით იჟანგება. ჯანგის ნაწილაკები ბევრად უფრო სწრაფად ფორმირდება,  რაც უფრო მეტი ელექტროლიტები, ანუ მარილებია წყლის შემადგენლობაში.

ამიტომაც პირველი რამ, რაც მოწყობილობის წყლიდან ამოღების მერე უნდა გააკეთოთ, მისი გამორთვაა. ჩართვა მხოლოდ სრულის გაშრობის მერე იქნება შესაძლებელი.

თუ ტელეფონი ზღვის წყალში მოხვდება, მაშინ ამის გათვალისწინება მოგიწევთ. ჯანგის ნაწილაკები ბევრად უფრო სწრაფად ფორმირდება,  რაც უფრო მეტი ელექტროლიტები, ანუ მარილებია წყლის შემადგენლობაში. მარილიან წყალში მოხვედრის შემდგომ ტელეფონი მტკნარი წყლით ფრთხილად უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარილების გაშრობის შემდგომ ყველა ხვრელი დაიკეტება. თუ ყველა კონვექტორსა და გარსს არ გარეცხავთ, მოგიწევთ მიკროფონთან, დინამიკთან და ა.შ. დაკავშირებულ პრობლემებთან შეგუება.

რისი გაკეთება არ შეიძლება

  • არ ჩართოთ ტელეფონი, სანამ სრულად არ გაშრება;
  • არავითარ შემთხვევაში არ შეაერთოთ გაჯეტი დასატენად;
  • სწრაფი გაშრობისათვის არასოდეს გამოიყენოთ ფენი. ამ გზით დაზიანებული ნივთის შიგნით წყალი მეტად გავრცელდება;
  • მოწყობილობა ცხელ რადიატორზე არ განათავსოთ. ამგვარად შესაძლებელია ხელი შეუწყოთ თერმული წებოს დნობას, რომლითაც კორპუსია დაკავშირებული. ამის შემდგომ იგი უბრალოდ დაიშლება ან ჰერმეტულობას დაკარგავს. იგივე ეხება ფენის ცხელ ჰაერსაც.
  • არც კი გაიფიქრო მიკროტალღურ ღუმელში გაშრობა. ამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება.
  • არ შეიძლება ტელეფონის შეჯანჯღარება. ამგვარად სისველე ტელეფონის სხვა ნაწილებსაც გადაეცემა. ნამდვილად არაა საჭირო ტელეფონის დაზიანების არეალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

რისი გაკეთება შეიძლება

1. ტელეფონის წყალში ჩავარდნისთანავე უმჯობესია სწრაფადვე ამოიღოთ და გამორთოთ.

2. მოხსენით ჩასადები და მაქსიმალურად დაშალეთ. თანამედროვე მოწყობილობებიდან შეუძლებელია ბატარეის ამოღება, თუმცა SIM ბარათისა და მეხსიერების ბარათის ამოღებას ნამდვილას შეძლებთ.

3. ახლა აუცილებელია ტელეფონის საფუძვლიანად გაშრობა. ყველაზე საინტერესო ნაწილსაც მივადექით. ბრინჯი გამოგადგებათ? პასუხი-დიახ, გამოგადგებათ, თუმცაღა მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინება მოგიწევთ.

სხვადასხვა სახის მარცვლეულები მაღალი შეწოვადობის უნარით გამოირჩევიან, ამიტომაც ეფექტურად იწოვენ წყალს. ბრინჯი ყველაზე ხშირად გამოიყენება გლუვი ფორმისა და სწორი ზომიდან გამომდინარე. მანანის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგანაც ამგვარად მხოლოდ ხვრელები დაიცობა, წიწიბურა კი ეკრანსა და კორპუსს დაკაწრავს.

4. ასე, რომ ბრინჯი უნდა მოათავსოთ კონტეინერში, რომლის ჰერმეტულად დახურვაც შესაძლებელია. გაჯეტი კონტეინერში ისე უნდა მოათავსოთ, რომ ხვრელების უმეტესობა ქვევითკენ იყოს მიმართული-ეს ტენიანობის უკეთ გამოდევნას შეუწყობს ხელს. შემდგომ ბრინჯით ტელეფონი მთლიანად უნდა დაფაროთ და კონტეინერი ჰერმეტულად დახუროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიწოვს ბრინჯი სითხეს ჯერ მოწყობილობიდან და არა ჰაერიდან.

5. ამის შემდეგ, ტელეფონიანი კონტეინერი ერთი ან ორი დღით უნდა გააჩეროთ. მხოლოდ შემდეგ სცადეთ ტელეფონის ჩართვა და შედეგის შეფასება.

თითოეული ამ მოქმედების გათვალისწინება ამ საკითხში გამოუცდელ ადამიანებთან შედარებით დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ, თუმცაღა უნდა გესმოდეთ, რომ ამ მეთოდით ტელეფონს ყოველთვის ვერ გააკეთებთ. უმჯობესია მიმართოთ სერვის ცენტრს, სადაც მოწყობილობას ისე დაშლიან და გააშრობენ, რომ პროცესმა ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიაროს.