ბრიტანელმა მშენებელმა ძველი ბეღელი განაახლა და 1.2 მლნ დოლარად გაყიდა

ბეღელში ცხოვრება ცოტას თუ ენდომება თუ მთლად გამოუვალი სიტუაცია არაა. ვერ ვიტყვით, რომ საცხოვრებლად ყველა ბეღელი კოშმარულია, ამისთვის საკმარისი იქნება ბრიტანელი მშენებელი გავიხსენოთ, რომელმაც სოფლის ბეღელი ოცნების სახლად გადააქცია და გასაყიდად 1,25მილიონ დოლარად გამოიტანა. იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია ბეღლის შიგნით შევიხედოთ და დავინახავთ, რომ ერთ დროს დასანგრევად განკუთვნილი ნაგებობა მდიდრულ სახლად გადაიქცა.

რა თქმა უნდა, არავინ გაუწევს ბეღელში ცხოვრებას რეკომენდაციას, მით უფრო თუ ის ავარიულ მდგომარეობაშია. თუმცა ზოგმა შესაძლოა ასეთი ნაგებობაც კი შეიძინოს და მისგან ელიტური საცხოვრებელი შექმნას, რომელსაც მაღალი ჭერი და ღია დაგეგმარება ექნება. ბრიტანელმა მშენებელმა – რობ ლონგ-კოლკმა იქიდან გამომდინარე, რომ კარგად იცოდა თუ როგორი ფასები იყო სოფელ გრეიტ-ელინგემში საცხოვრებელ ფართებზე, გადაწყვიტა ფერმერისაგან მიტოვებული ბეღელი შეეძინა.

რედაქციის ინფორმაციით, მშენებელს დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ნახევრად დანგრეული მარცვეულის შესანახი მდიდრულ აპარტამენტად, სახელწოდებით “The Old Grain Store” გარდაექმნა, რომლის გაყიდვასაც 1,25მილიონ დოლარად გეგმავს.

მართალია ბეღელისთვის ერთი შეხედვით ეს დიდი ფასია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით მის ამჟამინდელ კეთილმოწყობასა და მდებარეობას, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი გეტყვით, რომ “დიახ, ფასი ძვირადღირებულია, თუმცა თქვენ მიიღებთ 372კვ.მ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სივრცეს ლამაზ ადგილსა და ფანჯრებიდან და აივნიდან უმშვენიერესი ხედით.”

იმისათვის, რომ საკმაოდ ძველი ავარიული ნაგებობა საცხოვრებლად გამოსადეგ სახლად გადაქცეულიყო, საჭირო გახდა კედლებისა და იატაკის შეცვლა, ფუნდამენტის გამაგრება, ტიხრების გაკეთება, კომუნიკაციის გაყვანა და თანამედროვე დიზაინის შექმნა. სირთულის მიუხედავად, ტიტანურმა შრომამ შედეგი გამოიღო. სოფლის ბოლოში ძველი ავარიული ბეღელის ნაცვლად მდიდრული სახლი დგას, რომელშიც მშენებლმა ოთხი საძინებელი საკუთარი აბაზანით, სამი დიდი მისაღები, უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, სასადილო ოთახი და კინოდარბაზი გააკეთა.

იმისათვის, რომ ოთახები ფართო და ნათელი ყოფილიყო, მან სივრცე ორ დონედ გაყო, ხოლო ინტერიერისათვის კი ღია ფერის მასალები გამოიყენა. იქიდან გამომდინარე, რომ ბეღელი მუდმივ საცხოვრებელ სივრცედ გადაკეთდა, საჭირო გახდა გათბობის სისტემის ორგანიზება, თუმცა სტანდარტული რადიატორების ნაცვლად უპირატესობა იატაკს ხვდა, რომელშიც შიგნითვეა გათბობა ჩამონტაჟებული.

კეთილმოწყობილი სახლის გარდა ტერიტორიაზე სამ მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი და დასასვენებელი ზონებიც მოეწყო.

საინტერესო ფაქტი: სახლის ღირებულებაში 0,6ჰექტარი მიწაც შედის, რომელზეც ბაღია განთავსებული. თუ თქვენი აზრით, ეს მცირე ფართობია, სახლის მფლობელს დამატებით კიდევ გარშემო არსებული 7ჰექტარის შეძენაც შეუძლია.

და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი მომავალი მფლობელისათვის არის ის, რომ ვინც ქალაქში მუშაობს და მსგავსი თანხები აქვს, სოფელი გრეით-ელლინგემი მაგისტრალიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, კემბრიჯსა და ლონდონამდე მისვლა საკმაოდ სწრაფაა შესაძლებელი.

დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ფასებიდან გამომდინარე, უცნაური არაა, რომ არაერთი შემოქმედებითი ადამიანი დანგრევის პირას მყოფ ნაგებობებსა და საზოგადო შენობებს ყურადღებას აქცევს. მეტიც, ბევრი მათგანი საზოგადოებრივი ტუალეტთა საცხოვრებელ სახლად გადაკეთებას კი არ უშინდება.