გაზქურა ყველა სამზარეულოში მთავარი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომლის ფუნციონირებაზეც კერძის ხარისხია დამოკიდებული. მომზადების პროცესში ცხიმი გროვდება არა მხოლოდ თავად გაზქურის ზედაპირზე, არამედ მართვის პანელზეც. თუ მათ საჭირო ყურადღებას არ მიაქცევთ, ჭუჭყი და ცხიმი დაგროვდება, რაც ტექნიკის მუშაობას გაუარესებს და ცეცხლის რეგულირებას გაართულებს. ჩვენ გიკარნახებთ ხელთ არსებული საშუალებებით თუ როგორ უნდა გაწმინდოთ გაზქურის სახელურები.

მომზადების ეტაპი

რთულად მისადგომი ადგილებიდან ცხიმის ლაქების მოსაშორებლად დაგჭირდებათ საწმენდი საშუალება, კბილის საწმენდი ჩხირი, ბამბის რგოლები და ჩხირები, ძველი კბილის ჯაგრისი, პარალონის ღრუბელი და რბილი ჩვარი. მსუბუქ დაბინძურებას ყველა საშუალება გაუმკლავდება, ჩვეულებრივი სველი ხელსახოციც, ხოლო ჩამჯდარი ცხიმისათვის კი უფრო ძლიერი ვარიანტები ამოარჩიეთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი – დაადგინეთ სახელურის ტიპი: მოსახსნელია თუ უძრავი. ამ ინფორმაციას გაზქურის ინსტრუქციაში მოიძიებთ. თუ დოკუმენტაცია არ შემოგინახავთ, ეცადეთ თავად გაერკვეთ. სახელური მსუბუქად მოქაჩეთ. ნაწილი ან მარტივად შორდება, ან ადვილზე უძრავად რჩება. პირველ შემთხვევაში სახელურის გაწმენდა მეტად მარტივი იქნება, ხოლო მეორე ვარიანტში კი ცოტა გაწვალდებით. ხრიკი: თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნაწილი მოძრავია, მაგრამ ვერ ხსნით, მათი დამაგრების ადგილას WD-40 დაასხით და გაიმეორეთ მცდელობა. აეროზოლი შიგნით დაგროვებულ ჭუჭყსა და მტვერს მოაშორებს, შედეგაც კი სახელურის მოხსნას შეძლებთ.

როგორ გავწმინდოთ მოსახსნელი სახელურები

მოსახსნელი სახელურების გაწმენდა ჩვეულებრივი გელით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეგიძლიათ. აიღეთ ჯამი, ჩაასხით 2ჭიქა ცხელი სითხე და დაუმატეთ 2-3ჩ.კ. სარეცხი საშუალება. მოხსენით სახელურები და მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ. 15-30წუთის შემდეგ(დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე) ამოიღეთ და ჯაგრისითა და ღრუბლით გაწმინდეთ. გაიმეორეთ პროცედურა მეორე სახელურისთვისაც, შემდეგ ორივე გამდინარე წყალში გაავლეთ და პირსახოცით გააშრეთ. სანამ სახელურები შრება, პანელს სველი ღრუბელი გადაუსვით, რათა მორჩენილი ჭუჭყი მოაშოროთ. სახელურების დაყენებამდე ნაწილები რბილი ხელსახოცით გაწმინდეთ, რათა ლაქები არ დარჩეს.

როგორ გავწმინდოთ უძრავი სახელურები

ამ შემთხვევაში საჭიროა ნაწილების ზედაპირის საფუძვლიანად გაწმენდა. ბამბა ქლორის შემცველ ან რაიმე მსგავსს ნივთიერებაში დაასველეთ და მისით რეგულატორები დაამუშავეთ. ალტერნატიული ვარიანტი – ხსნარი პულვილიზატორში ჩაასხით და დაბინძურებულ ადგილს აპკურეთ. დაელოდეთ 5-7წუთი, შემდეგ კი სახელური ჯაგრისით, კბილისა და ბამბის ჩხირებით გაწმინდეთ. შეეცადეთ ყველა კუთხის გაწმენდას. შემდეგ სახელურები სველი ღრუბლით გაწმინდეთ, ზედაპირი სუფთა ხელსახოცით გარეცხეთ და პირსახოცით გაამშრალეთ.

როგორ მოვაშოროთ ცხიმი სენსორულ ზედაპირს

აქ ყველაფერი მარტივადაა: გახსენით სამედიცინო სპირტი წყალში, პროპორციით 1:1. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ღრუბელი და მისი გამოყენებით პანელი გაწმინდეთ. ალტერნატიული ვარიანტი: სუფრის ძმარი ან მსუბუქი ლიმონმჟავა. მნიშვნელოვანია არ გამოიყენოთ აბრაზიული ნაწილაკების შემცველი საწმენდი საშუალებები და უხეში ღრუბლები, რადგანაც მათ შესაძლოა გაზქურა დაკაწრონ.

1. ლიმონის წვენი

ახალგამოწურულ ლიმონის წვენს ცხიმის გამომყვანი უნარი გააჩნია. მცირე ზომის ჭურჭელში ჩაწურეთ ლიმონი, მასში კბილის ჯაგრისი დაასველეთ და სახელურები დაამუშავეთ. თუ ნადები მხოლოდ ოდნავ მოშორდება, ჯაგრისს სოდა დააყარე და განაგრძეთ გაწმენდითი პროცედურა. ჯაგრისი მორიგეობით ორივე საშუალება გამოიყენეთ და სახელურების გაწმენდა დაასრულეთ. შემდეგ მონარჩენი სველი ღრუბლით მოწმინდეთ და ზედაპირს მშრალი ხელსახოცი გადაუსვით. წვენის მაგიერ შეგიძლიათ ლიმონმჟავა გამოიყენოთ. გახსენით 2ჩ.კ. ლიმონმჟავა ფინჯან წყალში და გაწმინდეთ რეგულატორი. დაელოდეთ 30წუთი და ხსნარი სველი ღრუბლით მოწმინდეთ.

2. ძმარმჟავა

პროდუქტი კარგად წმენდს მოსახნელ სახელურებს და ჩამჯდარ ცხიმსაც კი აშორებს. 700მლ წყალში გახსენით 1ჭიქა 9%-იანი ძმარი. მოხსენით სახელურები, მოათავსეთ ჭურჭელში და მიღებული ხსნარი დაასხით. ქვაბი გაზქურაზე მოათავსეთ და ცეცხლი საშუალო რეჟიმზე დააყენეთ. დაელოდეთ, სანამ სახელურები გაცივდება, შემდეგ ცივი წყალი დაასხით, გააშრეთ და თავის ადგილას დააბრუნეთ.

3. საყოფაცხოვრებო საპონი

საყოფაცხოვრები საპნის შემადგენლობაში შემავალი ტუტე სხვადასხვა სახის დაბინძურებას ეფექტურად უმკლავდება. მეთოდი ყველა ტიპის რეგულატორის გასაწმენდად გამოგადგებათ: მოსახსნელი, უძრავი, სენსორული პანელი. 50გ საპონი გახეხეთ და 1/2ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. შეურიეთ კომპონენტები და ხსნარში ღრუბელი დაასველეთ. კარგად გაწმინდეთ უძრავი სახელურები და სენსორული პანელი. თუ სახელურები იხსნება, ამ შემთხვევაში ისინი ხსნარში 8-10საათით დატოვეთ, შემდეგ კი უხეში ღრუბლით გაწმინდეთ. ზედაპირი სუფთა წყლით გაწმინდეთ და მშრალი ტილო გადაუსვით.

4. ნიშადურის სპირტი

უმჯობესია თუ სუფთა ნიშადურს არ გამოიყენებთ, არამედ უპირატესობა ნიშადურ-ამიაკის წვეთებს მიანიჭეთ, რადგანაც ის უფრო დელიკატურად მოქმედებს. პრეპარატში ბამბა დაასველეთ და გაწმინდეთ დაბინძურებული მონაკვეთები. თუ ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი აირჩიეთ, გახსენით ის წყალში პროპორციით 1:1. პროდურის ჩატარებისას გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი, ხელთათმანები და გახსენით ფანჯრები.

ცხიმიანი ნალექის პროფილაქტიკა

  1. გაზქურის ყოველი გამოყენების შემდეგ სახელურები და სენსორული პანელი საპნის წყალხსნარით ან სველი ხელსახოცით გაწმინდეთ. შემდეგ ზედაპირს ხელსახოცი გადაუსვით, რათა ნადები არ დარჩეს.
  2. იმისათვის, რომ გაზქურის მოვლა გამარტივდეს, კონტროლის პანელი სამზარეულოს ფოლგით დაფარეთ. საკმარისია მოაშოროთ დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, შიგნით კი გაზქურა ახალივით იქნება.
  3. გაზქურისა და სახელურების გაწმენდის დროს ერთდროულად რამოდენიმე საშუალებას ნუ გამოიყენებთ. ისინი შესაძლოა მოულოდნელ რეაქციაში შევიდნენ და ზედაპირი გააფუჭოს.
  4. პროცედურის ჩატარებამდე საწმენდი საშუალება წინასწარ გაზქურის შეუმჩნეველ ადგილას დატესტეთ.

გაზქურის რეგულარული მოვლა მისი ფუნქციონირების ხანგრძლობას გაზრდის და საშუალებას მოგცემთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოამზადოთ. უმჯობესია ყველა გამოყენების შემდეგ რამოდენიმე წუთი გამოყოთ და რათა საათობით წმენდა არ მოგიწიოთ, ცხიმი დროულადვე მოაშოროთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი