რატომ არაა კერძო სახლი ქალისთვის ხელსაყრელი

ყველა გახარებული საუბრობს კერძო სახლში ცხოვრება. ნებისმიერი ადამიანის ოცნებაში ეს დიდ სასახლეს, ბაღს, საცურაო აუზსა და შიგნით თავლას მოიცავს. თავლებთან დაკავშირებით ნამდვილად ვიხუმრეთ, თუმცა დანარჩენზე სრული სერიოზულობით ვისაუბრებოთ. ვინმეს მაინც უცდია თუ არა გონივრული კითხის დასმა: საჭიროა თუ არა კერძო სახლი?

ჩვენს რედაქციაში არიან ყმაწვილები, რომელთა აზრითაც, სინამდვილეში კერძო სახლის ქონა საუკეთესო იდეა ნამდვილად არაა. სასაცილო ის არის, რომ ძირითადად ამ იდეას გოგოები შეეწინააღმდეგენ. როგორც ყოველთვის, აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა და ვიკამათეთ, თუმცა ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ყველამ საკუთარი აზრი შეინარჩუნა. ამასთან, გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი არგუმენტები.

საჭიროა თუ არა კერძო სახლი

უფრო სწორად, კერძო სახლი პრესტიჟის, უფრო მეტიც, მამაკაცის პრესტიჟის საკითხია. თუ მდიდრული სახლი გაქვს, მაგარი ხარ, თუმცა ეს ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება იმ მომენტამდე, სანამ აღნიშნულ  სუპერსახლში გადახვალთ. რამდენადაც ოჯახის მცირე მეურნეობა ქალის სუსტ მხრებზე გადადის, შედეგსაც ვიმკით.

სახლი ჩვეულებრივ ბინასთან შედარებით უფრო დიდია. მის დალაგებას ბევრად უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ამას დამატებული ტერიტორია, რომლის მოვლაც აუცილებელია. არა, ბიჭებიც, რა თქმა უნდა, შინაურები არიან: ალაგებენ,  ეხმარებიან კიდეც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საყვავილეების მოვლით დაკავდნენ, ხოლო რომელ გოგონას არ სურს საყვავილის ქონა?

სახლი იშვიათად მდებარეობს უშუალოდ ქალაქში. არა, რათქმა უნდა, არსებობს სახლები, სადაც კერძო სექტორი ვრცელი და წარმატებულია, თუმცა სტანდარტულად კერძო სახლები გარეუბანში მდებარეობს. ეს ყველაფერი კი ინფრასტრუქტურულ პრობლემებს იწვევს. სკოლები და საბავშვო ბაღები ჩვეულებრივზე შორს არიან, კლინიკები და სპორტული დარბაზებიც. მანქანა ხდება საჭირო, ეს კი მყისიერად ზრდის ხარჯებს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მანქანა ავტომატურად საცობს უდრის.

სჭირდება თუ არა ქალს კერძო სახლი

სახლი ძვირადღირებულია. ყოველ შემთხვევაში რემონტისა და კომუნიკაციების თვალსაზრისით. თუ ჩვეულებრივი ქალაქის ბინის მხოლოდ შიგნიდან გარემონტებაც საკმარისია,  კერძო სახლი გარედანაც ითხოვს მას. თუ წყლის, ელექტროენერგიის და კანალიზაციის საკითხები ბინაში უკვე მოგვარებულია,  კერძო სახლში შესაძლოა ამ ყველაფრის შენ თავად აშენება მოგიწიოთ. საცხოვრებელი ოფისი არაა, ყველაფრის საკუთარი ხარჯებით დაფარვა გიწევთ.

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. სახლი მეზობლებისაგან მხოლოდ მოჩვენებითაა თავისუფალი. მეზობლები იქვე არიან, ღობის უკან. მათ შეუძლიათ ყოველდღე მოაწყონ კარაოკე მწვადითა და ფეიერვერკით. ხო მართლა, რაც შეეხება ღობეს. მისი დამონტაჟებაც დაგჭირდებათ – რას იტყვიან გარშემომყოფები? ანდაც ისინი გადაწყვეტენ, მაგალითად, თქვენს ქუჩაზე გზა უფრო სქელი ასფალტით დაფარონ და ხარჯებში საკუთარი წილის შეტანას მოგთხოვენ.

წარმოიდგინეთ შემდეგი რამ. ქმარი მუშაობს როტაციულ საფუძველზე, მიდის,მაგალითად, ზღვაზე. ანდაც ნავთობის მოპოვებას რამდენიმე თვე სჭირდება. ცოლი ამ სახლში მარტოა. ასევე ბავშვებიც, დავუშვათ, სამი, თითოეულის კონტროლი აუცილებელია. ყველანი უნდა გაამზადოთ სკოლისათვის, წაიყვანოთ, მოიყვანოთ, თავადაც წახვიდეთ სამსახურში და თავსაც მიხედოთ. და ეს ყველაფერი გარეუბანში. ქალისთვის ასეთია აღნიშნული პერსპექტივა, თუ დამხმარეს არ დაუქირავებთ.

და მონეტის სხვა მხარეები

დიდი სახლი საინტერესო რამაა: ოჯახის გარდა, მასში სხვა ნათესავების განთავსებაც შეიძლება. შვილები შესაძლოა დაქორწინდნენ/ გათხოვდნენ და სანამ საკუთარი სახლი არ ექნებათ, დიდ მშობლიურ სახლში იცხოვრონ. შემდეგ მათ შვილები ეყოლებათ. ასე რომ, ეზოში შესამჩნევი იქნება რამდენიმე მანქანა, ძაღლები, კატები და ა.შ, თავისუფლება კი სრულიად გაქრება.

მაგრამ შესაძლოა სხვანაირი სიტუაციაც განვითარდეს. სახლი “სარეზერვოდ” იქნა აშენებული, შვილები კი ფეხს დაკრავენ და სადაც უნდათ, მიდიან. საუკეთესო შემთხვევაში, სტუმრად ბარბექიუს დასაგემოვნებლად წავლენ. შესაბამისად უზარმაზარ სახლში მარტო რჩებით. ვერავინ ახალგაზრდავდება და შესაბამისად  უკეთესი იქნება სადმე ბინაში გადასვლა, სადაც ხალხი მუდმივად გეყოლებათ ახლოს …

რედაქციისაგან

ძნელია არ დაეთანხმოთ იმ ფაქტს, რომ თუ ნორმალური ქალი ბრძანდებით და საშუალო შემოსავალი გაგაჩნიათ, დიდი ალბათობით აღარ გექნება კერძო სახლის “მიხედვის” დრო. სხვა საქმეა, თუკი დიდძალ სიმდიდრეს ფლობთ და შეგიძლიათ პასუხისმგებლობა დაქირავებულ ადამიანებს დააკისროთ. ამასთან, არავის არაფერს არ ვაძალებთ-კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ. იქნება და ჩვენი გოგონების დარწმუნება შეძლოთ!

საჭიროა თუ არა კერძო სახლი, აღნიშნული კითხვა საკმაოდ რიტორიკულია. მანამ, სანამ მასზე იოცნებებთ, ან კიდევ იყიდით, აუცილებლად უნდა შეაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. რადგან ყველაფერს გააჩნია „პლუსი“ და „მინუსი“.