რა უნდა გაუკეთოთ ქოთნის ყვავილებს ზამთარში, უხვად რომ აყვავდნენ

ოთახის მცენარეების მოყვანა არც ისე მარტივი პროცესია. თუ ერთი მათგანი მაინც გაქვთ, მისი მოვლისას მრავალ სირთულეებთან მოგიწევთ გამკლავება. მაგალითად, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ ყვავილი, ანდაც, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოამზადოთ მცენარე ზამთრისათვის?

ჩვენმა რედაქციამ პირველ კითხვას არაერთხელ უპასუხა, თუმცაღა მეორეს შემთხვევაში საქმე ბევრად რთულადაა. ზამთარი ახლოვდება, ამიტომაც დროა რამდენიმე ხრიკით შეიარაღდეთ. ისინი დაგეხმარებიან ოთახის მცენარეების სიცივისაგან დაცვაში.

ოთახის მცენარეების გაზრდა

თუკი მცენარეთა მოვლის სტანდარტულ მითითებებს დაიცავთ, შესაძლოა მათ ზამთარსაც ვერ გაუძლონ. ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისია მხოლოდ 6 ძირითადი წესის ცოდნა. მათზე მცენარეულობის შესახებ სასარგებლო ბლოგში შევიტყვეთ, რომლის წამყვანიც მაქსიმ ტურანსკია.

განათება

შემოდგომა-ზამთრის პერიოდის პირველი პრობლემა მზის სინათლის ნაკლებობაა. ამ მიზეზით სახლის მცენარეები ვერ ახერხებენ საკვები ნივთიერებების სრულად წარმოებას. შედეგად იძულებულნი ხდებიან დახარჯონ ყველანაირი რეზერვი, დაკარგონ ფოთლები, გაიჭიმონ და გაფერმკრთალდნენ. ამ დროს უმჯობესია ყვავილების ქოთნები ფანჯრის რაფაზე დააწყოთ, თუმცა ამავე დროს აუცილებლად დააკვირდით, იღებენ თუ არა მცენარეები მზის სხივებს.

დამატებითი რჩევა

სახლის პირობებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხელოვნური შუქი: ყვითელი ან თეთრი. თუ გსურთ დამატებითი განათების გამოცდა, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსი. პირველი, დამატებითმა ნათურამ 8-12 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ განრიგით ჩართოთ და გამორთოთ იგი.

მეორეს მხრივ, ხელოვნური განათების სიმძლავრე ჩვეულებრივი სინათლის წყაროებზე უფრო მაღალი უნდა იყოს. თუ განათება მაღალხარისხიანია, მასზე ყურება გაგიჭირდებათ. ოთახის ერთი მცენარისათვის გამოსადეგია 20-30 ვატიანი ნათურა. სეკულენტებისა და კაქტუსების ერთ კვადრატულ მეტრზე კი 100-200 ვატიანი ნათურა დაგჭირდებათ.

ასევე გახსოვდეთ, რომ სინათლის წყაროსა და მცენარეს შორის საშუალო მანძილი 30 სანტიმეტრია. ეს იდეალური მაჩვენებელია, რომლის წყალობითაც შეძლებთ საჭირო შედეგის მიღწევას.

მორწყვა

სათანადო კვებისათვის მცენარეებს არა მხოლოდ სინათლე და ნახშირორჟანგი, არამედ წყალიც ესაჭიროებათ. მზის სინათლის რაოდენობის შემცირებასთან ერთად მცენარესაც ეცვლება წყლის წინანდელი მოცულობის მოთხოვნილება. აქედან გამომდინარე აუცილებელია სარწყავი წყლის რაოდენობის შემცირება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნიადაგის ტენიანობის კონტროლი. უმჯობესია ნიადაგის ზედა ფენის გაშრობა. ამ გზით თქვენ შეძლებთ მიკრობების განვითარების თავიდან აცილებას და აღადგენს ფესვებში ჰაერის მოძრაობას. სხვათა შორის, ნიადაგის ტენიანობის დონის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სენსორი.

ტენიანობა

თუ ბინაში ცენტრალური გათბობა გიყენიათ, მაშინ ნამდვილად გამოცდილი გექნებათ უზომო სითბოს ზეგავლენა. მცენარეებისთვის ძალზედ რთულია ასეთ პირობებში ყოფნა, რადგან იძულებულნი არიან ფოთლებიდან ტენი მუდმივად ააორთქლონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღერებისა და კვირტების გამოშრობა და წვეროების გაყავისფერება. გარდა ამისა, მშრალი ჰაერიდან გამომდინარე შესაძლოა მავნებლებიც, მაგალითად, ობობის ტკიპაც შეეჩვიოთ.

ამგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ოთახში ჰაერი ხარისხიანად დაატენიანოთ. ამ მიზნით უმჯობესია სპეციალური დამატენიანებლისა ან სათბურის გამოყენება. სათბური ჩვეულებრივ ეწოდება სხვადასხვა სახის მოწყობილობებს. მაგალითად, შუშისგან დამზადებული ქილა ან თავსახური, კონტეინერი ან გამჭვირვალე ჩანთა, რომლის შიგნითაც შეგიძლიათ იმავე დონის ტენიანობა შეინარჩუნოთ.

ტემპერატურა

ოთახის მცენარეები კომფორტულად თავს 18-დან 22 გრადუსამდე ტემპერატურაზე გრძნობენ, ამიტომაც ცივ სეზონზე ძალზედ მნიშვნელოვანია ქოთნის ყვავილების ორმაგი ქარისაგან დაცვა. რა თქმა უნდა, არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მოულოდნელ ცვლილებებზე საერთოდ არ რეაგირებენ, თუმცა მაინც ნუ გარისკავთ. უფრო მეტიც, ტემპერატურის რეჟიმის მონიტორინგი შეგიძლიათ ჩვეულებრივი თერმომეტრის ან სპეციალური სენსორის საშუალებით.

გადარგვა და სასუქი

გახსოვდეთ, რომ მცენარის ხელახალი გადარგვით თქვენ მას აუცილებლად დასტრესავთ. შემოდგომაზე და ზამთარში იგი უკვე დასუსტებულია, ამიტომაც უმჯობესია ასეთი პროცედურები დათბობამდე გადადოთ. გარდა ამისა, კვებით რაციონს არ უნდა გადააჭარბოთ. მას შემდეგ, რაც ზამთარში აქტიური განვითარება ფერხდება, ოთახის მცენარეები აღარ საჭიროებენ სპეციალურ მინერალურ სასუქებს.

ამასთან, თუ მცენარეს მწვავე სტრესი აქვს გადატანილი, სპეციალური სტიმულატორების გამოყენება ნამდვილად არ გაწყენთ. ესენი წამლებია, რომლებიც მცენარეებს ახალ პირობებში ადაპტაციისას გადარჩენაში ეხმარება.მათი წყალობით ყვავილი შეძლებს სწრაფად შეეგუოს ახალ ტემპერატურას ან მშრალ ჰაერს.

ეს არის მთელი სიბრძნე, რომლის წყალობითაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ოთახის მცენარეების გაშენება შეუფერხებლად წარიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ. და თუ რაიმე საკუთარ ხრიკს ფლობთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში. მოდით, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება!