7 ხელმისაწვდომი იდეა სამზარეულოს ნივთების კომპაქტურად შენახვისთვის

სისუფთავე და სივრცის ეკონომია მყუდრო სახლის მთავარი მახასიათებლებია. ამ საქმისათვის ნუ მოგერიდებათ ნებისმიერი რჩევისა და ცხოვრებისეული ხრიკის გამოყენება, რომელიც საქმის სწრაფად და მარტივად მოგვარებასა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალურ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ნივთების შენახვის გამარტივებას, დამატებითი სივრცის გათავისუფლებას, სახლის სისუფთავის დაცვასა და თავისუფალი დროის უფრო სასიამოვნოდ გატარებას.

1. შესაფერისი ადგილი საჭრელი დაფებისათვის

საჭრელი დაფები სხვადასხვა ზომის და სტრუქტურისაა. სასურველია, რომ სამზარეულოში მინიმუმ სამი დაფა გქონდეთ: ერთი ხორცის, ერთი ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების და ერთიც თევზის დასაჭრელად, თუმცა პრაქტიკაში კიდევ მრავალი ვარიანტი გამოიყენება, რადგანაც ამჟამად მოზრდილი ხის თეფშებზე ლამაზი სუფრაა მოდაში. ამასთან, კარადაში დაფები დიდ ადგილს იკავებენ, ხოლო მაგიდის ზედაპირზე ხშირად არამდგრად სტრუქტურად იქცევიან, რაც დიზაინის სიმსუბუქეს აზიანებს. ამ პრობლემის თავიდან აცილებაში მარტივი გამოსავალი დაგეხმარებათ: უნდა შეიძინოთ მოწნული კალათა და იგი ჩამოკიდოთ კაბინეტის კარის შიგნით ნიჟარის ქვეშ. ყველა საჭრელი დაფა იქ განთავსდება, სადაც ხელს არავის შეუშლიან.

2. დანების ხის საყრდენი

კულინარიის სფეროს პროფესიონალების მიერ აღიარებულია, როგორც დანის უსაფრთხოდ და მოხერხებულად შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. ამასთან, აღნიშნული ვარიანტი უკვე ცოტა მოსაწყენია და აღარავის უკვირს, თუმცა ხის დაფა, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს, ძალზედ ორიგინალურია, ხოლო საუკეთესო სიახლე ისაა, რომ სამზარეულოს ამგვარი გაუმჯობესება თავადაც შეგიძლიათ, დიდი სირთულის გარეშე. ამის განსახორციელებლად რამდენიმეგან უნდა გახვრიტოთ შერჩეული ხის დაფა გვირგვინა საბურღის გამოყენებით, შემდეგ კი მოათავსოთ მაგნიტები და წებოთი დააფიქსიროთ. ისღა დაგრჩენიათ, რომ  მაგნიტური დაფა კედელზე ჩამოკიდოთ და დანებიც მიამაგროთ მას.

3. მრავალფუნქციური პატარა მაგიდა

კომპაქტური იაფფასიანი ავეჯი ფულის დასაზოგი კარგი საშუალებაა. ამასთან, იგი ხშირად მცირე და არც თუ ისე ფუნქციონალურია. სავსებით შესაძლებელია ამ პრობლემის თავად მოგვარება და  ჩვეულებრივი ყავის მაგიდაზე დამატებითი ადგილის დამატება. პირველ რიგში, მაგიდის ფეხები უნდა მოახრახნოთ და მაგიდის ზედაპირს შიდა სივრცე უნდა მიუმატოთ. ამის განსახორციელებლად უნდა დააფიქსიროთ ვიწრო ბარები ხის წებოს ან გერმეტიკის მეშვეობით შებრუნებული მაგიდის კიდეების გასწვრივ. შემდეგ უნდა მოამზადოთ იმავე პარამეტრების ნაწილი ბარებისა და დაფებისთვის და ერთის მხრივ დააფიქსიროთ ანჯამებზე, მეორეს მხრივ კი მჭიდი გააკეთოთ. მაგიდას ფეხები ხელახლა უნდა მიახრახნოთ. ახლა სახეზეა ბევრად უფრო ფართო ავეჯი, რომლის ძირითადი ზედაპირის ქვეშაც შესანახი ადგილი იმალება.

4. ორიგინალი თარო

დასრულებული ავეჯი ყოველთვის შეუძლებელია იდეალურად ჯდებოდეს ინტერიერში და ჩვენს იდეებს შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, არაფერია უცნაური იმაში, რომ ორიგინალური ვერსია საკუთარი ხელით შექმნათ. მაგალითად, მრავალფუნქციური თარო მოძრავი ელემენტებით. თაროს ქვეშ ხის ფუძეში 12 მრგვალი ხვრელი უნდა გაკეთდეს. ამის გაკეთება შესაძლებელია საბურღითა და შესაფერისი დიამეტრის გვირგვინით. შემდეგ მოგიწევთ 7 ან უფრო მეტი ხის ღეროს დამზადება, რომელიც ამ ფუძეს მიემაგრება. იმისათვის, რომ უფრო მყარად გაძლონ, უმჯობესია თარო კედლიდან მოაშოროთ. ამის გასაკეთებლად შეგიძლიათ 10 სმ ლურსმნებითა და უკან განთავსებული საყელურებით ისარგებლოთ. სხვადასხვა ზომის რამდენიმე თარო შესაძლოა  დონისა და მდებარეობიდან გამომდინარე გადაადგილდეს. გამოუყენებელი ხვრელები და ღეროები შესანიშნავად გამოიყენება კაუჭების ნაცვლად.

5. ტაფების შენახვა

ტაფების შენახვა პატარა სამზარეულოში შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს. მათ მუდმივად აკლიათ სივრცე ანდაც სხვა ჭურჭლისათვის ადგილს ამცირებენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური დამჭერი და მიამაგროთ კარადას ნიჟარის ქვეშ ანდაც სხვა დიდ კარადას მარტივად გაღებადი კარებებით. მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა, ასევე მთავარ კარადებში ადგილის დაზოგვა, მისი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

6. თავსახურები თავის ადგილზე

თავსახურები ქოთნებით და ტაფებთან ერთად შესანახად ძალზედ მოუხერხებელია, რადგანაც გაცილებით მეტ ადგილს იკავებენ. ამასთან, თავად მათი საშუალებით იქმნება დიდი უწესრიგობა, რომელიც ნებისმიერ წამში შესაძლოა აქეთ-იქით მიმოიყაროს. შენახვის სწორად და მოხერხებულად ორგანიზების მიზნით, შეგიძლიათ აღნიშნული იდეა გამოიყენოთ: კაბინეტის კარის შიდა მხარეს მიამაგრეთ წებოვანი კაკვები და შემდეგ მათზე ჯოხი მიამაგრეთ. უკვე შეგიძლიათ თავსახურების აღნიშნულ სტრუქტურაში მოთავსება, რომელიც ჩამოკიდებული იქნება და აქედან გამომდინარე კარადის თავისუფალ სივრცეს არ დაიკავებს.

7. დამატებითი შესანახი ადგილი

აღნიშნული დამატებით სამზარეულო ბევრად უფრო მოწესრიგდება. კარადის გვერდზე ჩამოკიდებული განყოფილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პერგამენტის რულონების, ფოლგის, ქაღალდის პირსახოცების, სარეცხი საშუალებებისა და სამზარეულოს შემადგენელი სხვა ატრიბუტიკის შესანახად, რომლებიც არც ისე ხშირად გამოიყენება, თუმცა მაინც დიდ ადგილს იკავებს. მათი ზონებად დაყოფით მნიშვნელოვნად დაზოგავთ სივრცეს და თითეულ ნივთზე წვდომას გაიმარტივებთ.