7 ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ მტვერთან მარტივად და ეფექტურად გამკლავებაში

ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეთა შორის მტვრის გაწმენდა ალბათ ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო პროცესია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ შვიდ ხრიკს, რომელთა საშუალებითაც, თუნდაც ზედმეტად დივნიდან ადგომა გეზარებოდეთ, მაინც შეძლებთ სახლში იდეალური სისუფთავის შენარჩუნებას.

1. საპრიალებელი

მტვერი როგორი მონდიმებითაც არ უნდა გადაწმინდოთ, ის რამოდენიმე წუთში კვლავ ძველ ადგილს უბრუნდება. ამასთან გასამკლავებლად თქვენ შეგიძლიათ ავეჯს საპრიალებელი წაუსვათ და მშრალი ტილო გადაუსვათ. საპრიალებლის შემადგენლობაში ანტისტატიკური კომპონენტებია წარმოდგენილი, რომელიც მტვერს უკუაგდებს და მას ზედაპირზე მიწებების საშუალებას არ აძლევს. საპრიალებელი ასევე გამოდგება ავეჯიდან თითისგან დარჩენილი ცხიმიანი ლაქის მოსაცილებლად და გარდა ამისა, ის ავეჯს ბზინვარებასაც შეჰმატებს.

2. თეთრეულის დამარბილებელი

ანტისტატიკურ კომპონენტებს სარეცხი საშუალებებიც შეიცავს, ასე რომ საპრიალებლის ნაცვლად მათი გამოყენებაც შეგიძლიათ. თუმცა დამარბილებელთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მან შესაძლოა ზედაპირი არა მხოლოდ მტვრისაგან დაიცვას, არამედ ავეჯის ზედაპირზე ლაქებიც გააჩინოს.

3. წინდები

არ იცით სად წაიღოთ ძველი და «მარტოსული» წინდები? გარდაქმენით ისინი მტვრის საწმენდ ჩვარად. ყველაზე კარგი ვარიანტი ტერი წინდები ან შინელი. ხაოიანი ზედაპირი კარგად იღებს მტვერს და სისუფთავეს დიდხანს ინარჩუნებს. მოირგეთ წინდა ხელზე და შეუდეგით დალაგებას. ქსოვილი ხელზე შემოგეკვრებათ და თქვენ მარტივად შეძლებთ რთულად მისადგომი ადგილების დაფუსთავებასაც. გირჩევთ ერთდროულად რამოდენიმე წყვილი გამოიყენოთ, სანამ ერთი ირეცხება, შეგიძლიათ მეორე გამოიყენოთ.

4. სველი ხელსახოცი

კარგი ხრიკია მათთვის, ვისაც სურს რომ მტვერს მარტივად და სწრაფად გაუმკლავდეს. სველი ხელსახოცები დამამტენიანებელი კომპონენტების წყალობით ნადებს არ ტოვებს. თუ ფიქრობთ რომ სწორედ სველი ხელსახოცები უნდა გამოიყენოთ დალაგებისას სისტემატურად, გირჩევდით სპეციალური საყოფაცხოვრებო ნაირსახეობათა შორის აგერჩიათ. მისი დახმარებით დალაგება მარტივი და სწრაფი პროცესია, ამასთანავე თქვენ აღარ მოგიწევთ ჩვარის დასველება და გარეცხვა. გამოყენებული ხელსახოცი უბრალოდ შეგიძლიათ სანაგვე ურნაში გადააგდოთ.

5. ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი გორგოლაჭი

ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი გორგოლაჭი პირდაპირ მისწერებაა მათთვის, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს. მისი დახმარებით მეტად მარტივია შინაურ ცხოველთა ბეწვთან და მტვერთან ბრძოლა. გორგოლაჭით მოსახერხებელია ავეჯის რბილი ნაწილის, ფარდების, ფანჯრის ბადესა და სხვა ავეჯის წმენდა. მტვერი წებოვან ლენტას ეკვრის, რის შემდეგ მას უბრალოდ მოაშორებთ და გადააგდებთ.

6. ვენტილიატორი და კონდეციონერი

ხრიკი ყველაზე ზარმაცებისთვის! თუ დალაგებას ვერაფრით ვერ ახერხებთ, დასახმარებლად საყოფაცხოვრებო ტექნიკას მიმართეთ. რამოდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა და სახლის დალაგებაც დაწყებულია. ვენტილიატორი მტვერს ავეჯიდან მოაცილებს, კონდეციონერი კი მას შეისრუტავს.

7. ჰაერის გამწმენდი

მტვერის დიდი რაოდენობა შესაძლოა სივრცეში ზედმეტად მშრალი ჰაერით იყოს გამოწვეული. იმისათვის, რომ ყოველდღიურად დილის დაწყება ავეჯიდან მტვრის წმენდით არ მოგიწიოთ, კარგი იქნება თუ ჰაერის გამწმენდის ყიდვაზე დაიწყებთ ფიქრს. მსგავსი მოწყობილობა ისრუტავს ჰაერს და მას ფილტრში ატარებს. გარდა ამისა გამწმენდი დაგეხმარებათ ებრძოლოთ ალერგენებს, არასასიამოვნო სუნებსა და ბაქტერიებს. ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ნამდვილად ეფექტური.