იაპონური სახლის თავისებურებები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარია

ყველა ერს თავისი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ თუ როგორია კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი, თუმცა საერთო მასიდან ყველაზე გამორჩეულები მაინც იაპონელები არიან, რომლებმაც მთელი სამყარო არა მარტო მინიმალიზმითა და არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებით დაიპყრეს, არამედ მინიატურულ აპარტამენტებში ცხოვრების ფილოსოფიითაც.

1. ბინის ფართობის გაზომვა

იაპონიაში საცხოვრებელი სივრცის ზომები, როგორც წესი, ტრადიციულად არა მეტრებსა და ფუტებში განისაზღვრება, არამედ ტატამებში. საინტერესოა ისიც, რომ ტატამი არა რაღაც კონკრეტული ერთეულია, არამედ სტანდარტული ლეიბის ზომის სივრცეა 90х180 (1,62 м²), თუმცა ზოგჯერ ამ ციფრებში გარკვეულ მცირე სხვაობასაც ვხვდებით.

იბადება ასეთი შეკითხვა: «როგორ უნდა განისაზღვროს ოთახის ზომა თუ მასში ჭილოფის ხალიჩა არ ეტევა?» როგორც აღმოჩნდა პასუხი მეტად მარტივია, ამ ზომის საცხოვრებელი სივრცეები არ არსებობს, რადგანაც ჯერ კიდევ მშენებლობის დაპროექტების ეტაპზე გათვალისწინებული იყო ის, რომ არცერთი ოთახის ზომა ტატამზე ნაკლები არ ყოფილიყო. ასე რომ თუ მფლობელი იატაკის მთელი ფართობის სტანდარტული ზომის ლეიბით დაფარვას მოინდომებს, ეს პრობლემას არ შექმნის.

საინტერესო ფაქტი: ტექნიკურ დოკუმენტაციაშიც ბინის ზომები ტატამებშია მითითებული.

2. სივრცის დაყოფა

იაპონელებისათვის მეტად მნიშვნელოვანია შიდა საცხოვრებელი სივრცისა და იმის გამოყოფა, რაც გარეთ უნდა დარჩეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახლში არავინ უნდა შევიდეს ქუჩის ფეხსაცმელით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბოტასებისა და სანდლების გარეთ დატოვება არ გამოდის, ამიტომაც იაპონელებმა შიდა სივრცის გამოსაყოფად სპეციალური შესასვლელი – გენკანი მოიგონეს. როგორც წესი, ეს შესასვლელში არსებული მინიატურული სივრცეა, სადაც დანარჩენ საცხოვრებელთან შედარებით იატაკი უფრო დაბლაა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ გენკანი ცალკე ზონაა.

3. ცენტრალური გათბობის არარსებობა

იაპონელთა საცხოვრებელთა დათვალიერებისას თვალში ხშირად გხვდება ის, რომ მათ გათბობის რადიატორები არ აქვთ, ამასთანავე ბევრს გაუჩნდება აზრი, რომ შესაძლოა მათ რაიმე მეტად გონივრული მოიფიქრეს და გამათბობელი კედელში ან იატაკშია, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარადაა. როგორც აღმოჩნდა ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური გათბობის, გაზმომარაგებისა და ცხელი წყლით მომარაგების კონცეფცია. გამონაკლისს მხოლოდ ერთადერთი პრეფექტურა ხოკაიდო წარმოადგენს, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია.

სხვებს სიტუაციიდან გამოძრომა თავისი ძალებით უწევს, ისინი იძულები არიან სხვადასხვა გამათბობელი ტექნიკა და ნივთები იქონიონ, ასევე წყლის გათბობაზეც თავად იზრუნონ. იაპონელთა უმეტესობა უპირატესობას კონდეციონერისა და კონვექტორის(ელექტრო, ზეთის ან კერასინის) ანიჭებს, თუმცა ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როცა გათბობის წყაროს კედელზე დამაგრებული გაზის ბალონი წარმოადგენს.

ქუჩის ბალონების რიგმა შესაძლოა მიუჩვეველი ადამიანი შეაშინოს კიდევაც, თუმცა რეალურად ეს სისტემა გაზის ცენტრალური მომარაგებაზე სახიფათო ნამდვილად არაა, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეულ მფლობელს უსაფრთხოების ყველა წესი ზედმიწევნით აქვს დაცული და ასევე «ჭკვიანი» ტექნოლოგიების მომხმარებელიცაა. მეპატრონემ საკმარისია მიუთითოს გათბობის გათიშვის ზუსტი დრო, რომ სისტემამ გაზი იქნება თუ კერასინი, მაცხოვრებელთა სახლიდან გასვლის შემდეგ გათიშოს, ხოლო მათ დაბრუნებამდე კი ერთი საათით ადრე კვლავ აამუშავოს, რათა ბინის მფლობელს სახლში სითბო დახვდეს.

შუასეზონური იაპონელები კი ცდილობენ გათბობის ნაკლებ ხარჯიანი მეთოდები გამოიყენონ. ეს შეიძლება იყოს ელექტროლეიბი, ელექტრო ხალიჩა ან ტრადიციული მაგიდა კოტაცუ, რომლის ზედაპირის ქვეშ დამონტაჟებულია გათბობის სიტემა, ხოლო გარშემო კი თბილი საბანი. მსგავსი გობამახვილული მეთოდით იაპონელთა ოჯახები საუკუნეების მანძილზე თბებოდნენ, ისინი ცივ ღამეებში სწორედ რომ ამ ტიპის მაგიდის გარშემო იკრიბებოდნენ. წელიწადის შედარებით თბილ პერიოდში, როცა გათბობაზე ეკონომია შესაძლებელია, იაპონელები ენერგორესურსების ეკონომიის მიზნით უპირატესობას თბილ პიჟამოებს ანიჭებენ. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ერი გახდა თბილი თეთრეულის კომპლექტების მოდის კანონმდებელი, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორისაა, რადგანაც მათზე ხშირად მათი საყვარელი ანიმეებისა და მულტფილმების გმირებია გამოსახული.

4. სივრცისა და რესურსების ეკონომია

იაპონელები ეკონომიის ამბებში გამოცდილი ხალხი არიან, რომლებიც პომპეზურობასა და მოდურობას რაციონალურობასა და ფუნქციონალურობას ამჯობინებე. გასაკვირი არცაა, რომ საპირფარეშოსა და სააბაზანოსთვის, მათ სახლებში, საკმაოდ მცირე ფართია გამოყოფილი. სწორედ ამას ეფუძნება სანტექნიკის მაქსიმალური კომპაქტურობა, რაც თავის მხრივ ამასთანავე აღჭურვილია სხვადასხვა «ჭკვიანი» ტექნოლოგიებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მინიატურული საპირფარეშოები, სადაც «ჭკვიანი» უნიტაზი მონტაჟდება, რომლის ბაკშიც ხელსაბანია ჩამონტაჟებული. გარდა იმისა, რომ ეს მოსახერხებელი და რაციონალურია, რადგანაც ხელების დაბანა საპირფარეშოშივე ყველაზე სწორია, ასევე ამ გზით შესაძლებელია წყლის ეკონომიაც, რადგანაც ამ შემთხვევაში წყალი არა კანალიზაციაში, არამედ ტუალეტში ჩაედინება და მასაც რეცხავს.

ცალკეული უნიტაზების რგოლი – ეს უნივერსალური მოწყობილობაა, რომელსაც დასაჯდომის გათბობის სისტემა აქვს, რომელიც პულტის მეშვეობით იმართება(არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ისეთ ბინებში, სადაც გათბობის სისტემა არაა). მასში ასევე ჩამონტაჟებულია განათება(ზოგჯერ მუსიკალური ფლეერიც), მოძრაობის სენსორი, რომელიც უნიტაზის თავსახურს ავტომატურად წევს და აფარებს. ჩამონტაჟებული სისტემა აკონტროლებს წყლის წნევასა და ტემპერტურას, რომელიც ჰიგიენური პროცედურებისთვის გამოიყენება, ამასთანავე ტუალეტის ჩარეცხვისა და სუნის საწინააღმდეგო დეზოდორის გაფრქვევაც ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება.

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე გასაკვირი აღარაა, რომ მსოფლიოში გამათბობლის მქონე საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მხრივ იაპონია პირველ ადგილზეა. იაპონელ გამომგონებელთა წყალობით ჩვენ გვაქვს ავტომატი სარეცხი მანქანები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, «თბილი იატაკის» სისტემა და ბევრი სხვა, რაც ჩვენს ყოფას ნამდვილად ამსუბუქებს და ამასთანავე გვეხმარება დროის, ფულისა და ნერვული უჯრედების ეკონომიაში.