ბუნებრივი მოვლენები ხშირად გასაოცარი და ამოუცნობია, ზოგიერთი მათგანი გვაჯადოვებს და ამასთანავე არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, მაგალითად, ცისარტყელა, რომელსაც წვიმის შემდეგ ვხედავთ ან ჩრდილოეთის ნათება. სხვები კი თავის თავში ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშს საფრთხესაც კი მალავენ. კვადრატული ტალღები სწორედ ამ ბოლო კატეგორიას მიეკუთვნება. ვიზუალურად ისინი ჭადრაკის დაფას მოგვაგონებს, თუმცა საქმე ასე მარტივად როდია.

1. საიდან მოდის კვადრატული ტალღები

უმეტესს შემთხვევაში ეს გამოწვეულია ზღვის დინებისა და ქარის განსხვავებული მიმართულებით, კერძოდ კი ამ დროს ჰაერის ნაკადი ტალღებს წყლის დინების პერპენდიკულარულად მიმართავს. სხვა შემთხვევაში კი ეს გამოწვეული შეიძლება იქნას სხვადასხვა შტორმის ტალღათა შეჯახებით, რის შედეგადაც მითებული ახალი ტალღები ისეა ერთმანეთისადმი მიმართული, რომ კვადრატებს ქმნის.

ეს ასევე განპირობებული შეიძლება იყოს ქარი მიმართულების უეცარი ცვლილებით, როცა ტალღები საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება, ხოლო წყლის ნაკადები კი კვლავ განაგრძობენ მოძრაობას ახლად წარმოქმნილი ნაკადების მიმართულებით.

მსგავსი ბადე ზღვის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც წესი, მას ძირითადად სანაპირო ზოლთან ახლოს ვხვდებით. სახასიათო ნიშანია ის, რომ ამ შემთხვევაში ზღვა მალევე წყნარდება და ნახატი თავისითვე ქრება.

ბევრი მოგზაური, რათა საკუთარი თვალებით იხილონ ზღვა ბადეში, ფრანგულ კუნძულს რეს სტუმრობენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ტურისტებს ყოველთვის აფრთხილებენ, რომ თუ ზღვაში კვადრატები გაჩნდება, მათთან მიახლოება რეკომენდირებული არაა.

2. რატომაა ეს საშიში

თუნდაც ამპლიტუდა დიდი არ იყოს, ტალღები მაინც საშიშია, რადგანაც მათ ადამიანი შესაძლოა ღია ზღვაში გაიტაცოს.

კვადრატული ტალღები წყალქვეშ საკმაოდ ძლიერ დინებებს წარმოქმნიან, ეს კი საფრთხის შემცვლელია არა მარტო მცურავთათვის, არამედ გემებისთვისაც. გემები დინებებისგან გამოწვეული ნჯღრევის შედეგად შეიძლება ამოტრიალდეს.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან ტალღების დრო კაპიტნები გემს ტალღის მიმართულებით მცირე კუთხით ატრიალებდნენ. თუ გემი სვლას პირდაპირ განაგრძობდა, დიდი იყო რისკი მისი ჩაძირვისა. ტალღებთან გამკლავება ბევრად უფრო რთულია თუ ისინი ერთდროულად რამოდენიმე მხრიდან გიტევენ.

ამასთანავე არც ისე მარტივი ნახატი სივრცეში ორიენტირებას ხელს უშლის. რაც შეეხება წყალქვეშა დინებებს, ისინი ისეთ მორევს წარმოქმნიან, რომელიც ფაქტიურად ყველაფერს შთანთქავს, რაც მისი მოქმედების რადიუსში მოხვდება. მოკლედ რომ ვთქვათ ყველაზე დიდი ხომალდებიც კი კურსიდან უხვევენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ მოვლენის ყურება სანაპიროდანაა უმჯობესი, წყალში კი მხოლოდ მისი გაქრობის შემდეგ შეიძლება შესვლა.