იუდეველთა ომი – ანტიკური საბერძნეთისა და ისრაელის ისტორიის ერთ-ერთი ყველა საინტერესო მონაკვეთია, რომელზეც არაერთი წიგნი დაწერილა თუ ფილმი გადაუღიათ. ამ დრამატული ისტორიის გამორჩეული მომენტია მასადას ალყა, რომელიც თითქმის სამ წელიწადს გაგრძელდა. დიდი ხნის მანძილზე ის აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა, თუმცა რომაელებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ სინამდვილეში ესე არ იყო.

“ორდესმე გსმენიათ მასადის შესახებ? 3წლის მანძილზე 900ებრაელი 15ათასი რომაელის ალყას გაუძლო. მათ მონობას სიკვდილი ამჯობინეს… და რომაელებმა? სად არიან ისინი ახლა?” – სერიალი “სოპრანოს კლანი”, 1999-2007.

მასადა – მთის უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზეა იუდეის უდაბნოშია, ქალაქ არადთან ახლოს. მასადას კედლების სიმაღლე მკვდარი ზღვის დონიდან 450მეტრია. მსგავსი ადგილმდებარეობა მას დიდი ხნის მანძილზე აქცევდა ანტიკური ხანის აუღებელ სიმაგრედ. მისი აგება ჩვ.წ.აღ-მდე 25წელს მოხდა იუდეველთა მეფის იროდ პირველი დიდებულის მიერ, რომელმაც მასადა ჩაიფიქრა როგორც რეზიდენცია, სადაც სამეფო ოჯახი ომის შემთხვევაში თავს შეაფარებდა. ციხესიმაგრეში განათავსეს უზარმაზარი საწყობები, გათვლილი იქნა წყალმომარაგების საკანალიზაციო სისტემა, გარდა ამისა მოწყობილი იქნა მდიდრული რეზინდეცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა რომაული მოდელით აწყობილი აბანოები. ნაგებობის საინჟინრო და საფორტიფიკაცო კომპლექსმა მას შეუვალი სიმაგრის სახელი მოუპოვა.

დიდი ხნის მანძილზე პალესტინა რომის პროლექტარიატის ქვეშ იმყოფებოდა. მმართველი ფენა იმპერიას მხარს უჭერდა. თუმცა ძველ ებრაულ სამეფოს მცხოვრებთა შორის განსხვავებული და ურთიერთშეუთანხმებელი აზრების გაჩენის გამო სამოქალაქო ომი დაიწყო და ამან რომის იმპერიისადმი აჯანყება განაპირობა. ჩვ.წ.აღ-მდე 66წელს პირველი იუდეური ომი დაიწყო, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 73წლამდე გაგრძელდა. ომი მასადას ციხესიმაგრეში რელიგიური ფანატიკოსების მიერ რომაული გარნიზორის განადგურებით დაიწყო.

რომი აღმოსავლეთთან ვაჭრობის მიზეზით მეტად იყო დაინტერესებული წმინდა მიწის კონტროლით, ამიტომაც მან რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა და უკვე ჩვ.წ.აღ-მდე 72წელს დაიპყრო მომავალი ისრაელის მთელი ტერიტორია, მათ შორის იერუსალიმი. სიკარიის სხვა მეამბოხეებმა თავი მასადას შეფარეს, ისინი თვლიდნენ, რომ რომაელები მის აღებას ვერ შეძლებდნენ.

მასადას ალყა 10ლეგიონს დაევალა ფლავია სილვის მეთაურობით. იქიდან გამომდინარე, რომ რომაელები თითქმის მთელ ქვეყანას აკონტროლებდნენ, ისინი ციხესიმაგრის აღებას არ ჩქარობდნენ, ამასთანავე ებრაელთაგან განსხვავებით, ისინი მას აუღებლად სავსებით არ მიიჩნევდნენ. დასაწყისისასთვის მათ მასადას გარშემო რკალი გააკეთეს და საფორტიფიკაციო ნაგებობის იზოლირება მოახდინეს, ამის შემდეგ კი ადგილობრივი დასახლებებიდან 9ათასი ტყვე მორეკეს. რომაელთა ხელმძღვანელობით მონებმა სიმაგრის გარშემო მიწის ლილვის აღმართვა, რომლის სიმაღლე 100მეტრი, ხოლო სიგრძე კი თითქმის 3კმ იყო. მიწის ლილვის ნაფოტებით ამაგრებდნენ. ლილვის გასწვრივ ხდებოდა ფარებისა და სასროლი მანქანების დამონტაჟება. თვეების შემდეგ რომაელებმა შეძლეს ლილვი კედლებამდე აემაღლებინათ და ალყის მანქანებით მისი მტვრევა დაეწყოთ.

მასადას მცველებმა, როცა მიხვდნენ რომ აღსასრული ახლოს იყო, მონობას სიკვდილი არჩიეს. სიკარებმა ჯერ ცოლები და შვილები მოკლეს, რათა ისინი რომაელთა მონები არ გამხდარიყვნენ, შემდეგ კი უმეტესობა მათგანმა თავი მოიკლა. როცა რომაელებმა სიმაგრეში შეაღწიეს, მისი მცველთა უმეტესობა მკვდარი იყო. მხოლოდ ერთეულებმა გადაწყვიტეს დანებება და დამპყრობელთა კეთილი ნების იმედად ყოფნა. რომაელები მეამბოხეებს ჩვეულებრივ მოექცნენ, ისევე, როგორც სხვა ომების დროს, გადარჩენილთა ამ მცირე ნაწილმა სიცოცხლე ნელა და მტანჯველად ჯვარზე დაასრულა. ცოცხლად დარჩენილი ქალები და ბავშვები რომაელებმა მონებად გაყიდეს, სიკარიელთათვის ყველაფერი სწრაფად, თუმცა სევდიანად დასრულდა. პალესტინელებს კი რომის იმპერიის წინაამღმდეგ წასვლის გამო კიდევ არაერთი სისხლიანი თვე ელოდა.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.