საზღვარგარეთ მოგზაურობაში ყველაზე მეტად სხვა კულტურათა წარმომადგენელთა ცხოვრებაზე დაკვირვების შესაძლებლობა მიზიდავს. თუ სხვა ქვეყნების მაცხოვრებელთა ცხოვრების სტილს დავაკვირდებით, ბევრ საინტერესო განსხვავებას შევამჩნევთ. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ ცხოვრობენ ნორვეგიაში კერძო სახლებში და ამასთანავე ბოსტანის ქონის საჭიროებაც არ აქვთ.

როგორ ცხოვრობენ ნორვეგიაში

ორი წლის წინ მეგობრებთან ერთად ნორვეგიაში წავედით სამოგზაუროდ. ჩვენი მიზანი არა პოპულარული წერტილები, არამედ პატარა ქალაქები იყო, სადაც ტურისტები იშვიათად თუ სტუმრობენ. ვფიქრობ, რომ ქვეყნის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მისი პერიფერიის სიღრმეებში ჩაიხედავთ.

მაინც რა განსხვავებაა ჩვენს ყოფასა და ნორვეგიელთა ცხოვრების წესს შორის ამის ასახსნელად ვგონებ მთელი ტრაქტატის დაწერაა საჭირო, თუმცა დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ერთ მომენტზე შევჩერდები.

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ კერძო სახლს ბაღჩა ან ბოსტანი მაინც უნდა ჰქონდეს, სადაც კარტოფილი, კენკრა, მწვანილი ან სხვა საკვები პროდუქტები მოყავთ. აი ნორვეგიაში მსგავსი არაფერია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასახლების სხვადასხვა ქალაქს ვეწვიეთ და ყველგან სურათი იდენტურია.

თავიდან ვერ ვიგებდი, კი მაგრამ ესე როგორ შეიძლება? ეზარებათ თუ? თუმცა რამოდენიმე კვირის შემდეგ მივხვდი, რომ მათი მიდგომა მომწონს. ლამაზად გაკრეჭილი გაზონი, ყვავილები ქოთნებში და აკურატულად შეკრეჭილი ბუჩქები ეზოში – არაფერი ზედმეტი. არანაირი კიტრი, კომბოსტო, კენკრა თუ ხილი.

რატომ არ აქვთ ნორვეგიელებს ბოსტანი

საქმე იმაშია, რომ ნორვეგიელები დროის დიდ ნაწილს სამუშაოს უთმოვენ, დარჩენილ თავისუფალ დროს კი მეტად აფასებენ იმისათვის, რომ ბოსტანში მუშაობაზე დახარჯონ. ეს ერი დასვენების დღეებს იახტაზე, სათხილამურო კურორტებსა და სახლში ოჯახთან ერთად ატარებს. გაზონსაც კი არ კრეჭენ თავად, ამისთვის არსებობენ მებაღეები და სპეციალური მუშები.

ისინი, ვისაც მებაღეობა აინტერესებთ, პლანტაციაში მიდიან და თავისთვის კენკრასაც აგროვებენ. თუმცა უმეტესად ნორვეგიელები მალინას, მარწყვსა და ბალს უბრალოდ ყიდულობენ. მათი შემოსავალი მაღალია, კენკრაზე ფასები კი ნორმალური. მაგალითად, კილოგრამი მარწყვი 28-30კრონი ღირს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მათი სახლები კლდის გრუნტზეა ნაგები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მებაღეობისათვის მათ ნაყოფიერი მიწის შეძენა დასჭირდებოდათ, რაც თავის მხრივ დიდ ხარჯებთანაა კავშირში, დამატებული ამას თესლი, სასუქი, დახარჯული დრო და ძალა. რასაკვირველია, მათთვის პროდუქტის ყიდვა უფრო მარტივია, უფრო იაფიც და ზედმეტი ხლაფორთის გარეშე.

ჯემებს ნორვეგიელები მაღაზიებში ყიდულობენ, თან მათთან არც არსებობს ჩაის მურაბასთან დალევის ტრადიცია, კენკრას ისინი მხოლოდ პირის ჩასატკბარუნებლად ყიდულობენ.

ბოსტნეულიც ადგილობრივი საზომით იაფია, ბევრი ფერმერიც კი კარტოფილს, კომბოსტს, ხახვსა და სხვა დანარჩენს მაღაზიაში ყიდულობს. ბევრად მომგებიანია ცხოველთა ფერმის ქონა და რძის პროდუქტების წარმოება.

ასევე ბევრი ხილის ხე შევნიშნე, ნაყოფი, რომელსაც არავინ არ აგროვებს. უბრალოდ სილამაზისთვის იზრდება.

ჩემს მშობლებს ვიხსენებ, მთელი დღე ბოსტანში შრომობდნენ და მეფიქრება: «იქნებ ღირს ნორვეგიელებისგან გვესწავლა?» მეტი დრო გავატაროთ ახლობლებთან, ჩვენს დროსა და ძალებს გავუფრთხილდეთ. კარტოფილისა და სტაფილოს ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება, აი ჯანმრთელობისა და დროის კი არა.