რატომ ვერ იტანენ კატები კოცნას: ნუ აწუხებთ მათ!

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ შინაური ცხოველები მეტად უცნაურად იქცევიან, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ მათი ქცევების შეფასებისას საკუთარი პრიზმიდან ვიყურებით, სინამდვილეში კი კუდიანებს საკუთარი სამყარო და კანონები აქვთ, რომლებიც ადამიანებისას ყოველთვის როდი ემთხვევა. დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ თუ რა იწვევს კატების უეცარ აგრესიას ჩვენს სინაზეზე.

კატის აგრესია

შინაურ ცხოველებს ჩვენს ცხოვრებაში უამრავი სასიამოვნო ემოცია შემოაქვთ. როგორ არ უნდა გიყვარდეთ ეს უსაყვარლესი სიფათები, ყურები და ცხვირუკები? რასაკვირველია, ჩვენ სურვილი გვიჩნდება ჩვენი სიყვარული როგორღაც გამოვხატოთ, მოვეალერსოთ და ვაკოცოთ ჩვენს შინაურ ცხოველებს, ზოგჯერ მათ ისეც კი ვექცევით, როგორც ბავშვებს, მაგრამ სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბავშვს კოცნა სიამოვნებს, კატებთან საქმე სხვაგვარადაა.

კატების უმრავლესობას მსგავსი ალერსი საერთოდ არ მოსწონს. მეტიც, მათ შესაძლოა ჩვენი სიყვარულის კოცნით გამოხატვა, შეურაცხყოფადაც კი მიიღონ. რატომ ხდება ესე?

რატომ არ უყვართ კატებს ჩვენი კოცნა?

რატომაა ადამიანური ალერსი პრობლემა? ჩვენ ხომ ხშირად ვამჩნევთ კატები თუ როგორ სუნავენ და ლოკავენ ერთამენთს, ასევე ადამიანის სახესაც, თუმცა კუდიანები ამას სიყვარულის გამოსახატავად როდი აკეთებენ.

ეს მოქმედება მათ ეხმარებათ გაიგონ რისი სუნი აგვდის და მივირთვით ისე, რომ მათ არ გავუზიარეთ. ასევე ისინი ამოწმებენ პატრონის სურნელი ხომ არ შეიცვალა. იქნებ პატრონმა სახლში სხვა კატის სუნი მოიტანა? შინაურ ცხოველებს მსგავსი რამ არ მოსწონთ.

კატის კოცნის სურვილისას, პატრონს კატის სიფათთან თავისი დიდი(კატის ზომებით) თავი მიაქვს, რაც ცხოველს უკვე ძაბავს და აშინებს. ამასთანავე თუ ტუჩების ცმაცუნს დაიწყებთ, შესაძლოა კატამ გიკბინოთ ან სახეში თათი დაგარტყათ.

საქმე იმაშია, რომ კატების სამყაროში ტუჩების ცმაცუნის მსგავსს ხმას გამოსცემენ მამრი კატები, როცა ურთიერთობებს არკვევენ. კუდიანი ამას აღიქვამს, როგორც შეურაცხყოფას. დააკვირდით ქუჩის კატების ჩხუბს – შეამჩნევთ, რომ მათი ჩხუბი ღრენითა და სპეციფიკური ყვირილით არ შემოიფარგლება.

ყველა ცხოველი სხვადასხვანაირია

რასაკვირველია, დროთა განმავლობაში თქვენმა შინაურმა ცხოველმა შესაძლოა გაიგოს, რომ პატრონის კოცნა საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა სხვების შინაურ ცხოველებთან მაინც სიფრთხილე გმართებთ, რადგანაც ყველა კატა მაინც სხვადასხვანაირია.

მაგალითად, ჩემს ნაცნობს სამი კატა ყავს და თითოეულს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს. ერთი სულ ცდილობს ხელებში აიყვანო, დივანზე დაჯდომისთანავე მოფერებას გთხოვს. მეორე თან უარზეც არაა, მაგრამ არც დიდად ითხოვს. მესამე კი ყველანაირ კონტაქტს ერიდება.

მეგობართან სახლში კი კატის მაგიერ მგონი ფუნფულა მონსტრი უფრო ცხოვრობს. ერთი ზედმეტი შეხება და შესაძლოა მთელი ხელი დაგიკაწროთ. ასეთ შემთხვევაში კოცნაზე საუბარის კი ზედმეტია: თავის პატრონებსაც კი ამის უფლებას არასდროს მისცემს.

შემთხვევათა უმეტესობაში კატის აგრესიულობას თავისი მიზეზები აქვს. დაფიქრდით: იქნებ თქვენი ქცევით კატების სამყაროს წესებს არღვევთ? შინაურ ცხოველებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ თავისი მიდრეკილებები და ხასიათის თავისებურებები, რომელთა პატივისცემა და გაგება გვართებს.

თქვენს კატას როგორი დამოკიდებულება აქვს კოცნისადმი? მოგვიყევით კომენტარებში.