რა განსხვავებაა გერმანულ აღმოსავლურ-ევროპულ მეცხვარეებს შორის

აღმოსავლეთ-ევროპული ნაგაზი საბჭოთა კავშირში 1930წელს არმიის, მილიციისა და ეროვნული მეურნეობის საჭიროებისთვის იქნა გამოყვანილი. ჯიში შეიქმნა სხვადასხვა სახის და მკაცრ კლიმატურ პირობებში გამოსაყენებლად. საბჭოური ნაგაზის გამოყვანა გერმანულიდან მოხდა, რომელიც ამ მიზნით ქვეყანაში სპეციალურად იქნა შემოყვანილი. გერმანული ნაგაზი კი კერ კიდევ მე-19საუკუნის ბოლოს იქნა გამოყვანილი. ძაღლის ეს ორი სახეობა თან მეტად მსგავსია, მაგრამ ამასთანავე მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობებიც აღინიშნება.

1. გაწვრთნა

პედანტური და პასუხისმგებლიანი გერმანებელისგან განსხვავებით მათი შექმნილი ნაგაზი სრულიად საწინააღმდეგო თვისებების მატარებელია. გერმანულ ნაგაზთან მუშაობა გამოცდილი სპეციალისტისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს. მათთვის წვრთნის პროცესი დიდი ხნის მანძილზე კიდევ ერთი გართობისა და თამაშის ფორმაა პატრონთან მეტი დროის გასატარებლად. აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი კი მეტად მორჩილია წესრიგის, დისციპლინის და ბრძანებების ზედმიწევნით შესრულებისადმი. ამ ჯიშის ძაღლთან მუშაობა უფრო მარტივი და მშვიდია.

2. შესაძლებლობები

ამ მხრივ ეს ორი ჯიში ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს: სიძლიერე, ამტანობა, ჭკუა, სწორად მიდგომის შემთხვევაში – უპირობო ერთგულება და მორჩილება. თუმცა არის მომენტები, რომლებიც კლიმატიდან გამომდინარე მათ შესაძლებლობეზე გავლენას ახდენს. თავდაპირველად «გერმანელი» გათვლილი არ იყო ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი კლიმატისათვის, ამიტომაც ყინვის ან გვალვის შემთხვევაში შრომისუნარიანობას მარტივად კარგავდა. მისი აღმოსავლელი ნათესავი კი პიქირით რთულ პირობებში სამუშაოდ იქნა გამოყვანილი, ამიტომაც როგორც შუა აზიის სიცხის გაძლება შეეძლო, ასევე ციმბირის სიცივის.

3. ტემპერამენტი

ორივე ჯიშის ძაღლი სტრესისადმი მეტად მდგრადია და სწორი გაწვრთნის შემთხვევაში თავის დანიშნულების სიკვდილის რისკის ქვეშაც კი შეასრულებენ(თუ ამას სიტუაცია ან სამსახურეობრივი მოვალეობა მოითხოვს). ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ გერმანული ნაგაზები მაინც უფრო ემოციურები არიან: ისინი უფრო ხშირად ყეფენ, ზოგჯერ კბენაც შეუძლიათ, ხოლო ჯიშის აღმოსავლური ნაირსახეობა კი უმეტესად აბსოლუტურად უემოციოა.

4. აგრესიულობა

არსებობს სტერეოტიპი, რომ გერმანული ნაგაზი პირდაპირ სატანური ქმნილებაა! რეალურად კი ისინი მსგავსი აგრესიულობით არ გამოირჩევიან, ისინი უცხოებს ყოველთვის არც კი უყეფენ, ამის მაგიერ დაკვირვების ტაქტიკას ამჯობინებენ და თუ უცხომ რაიმე არ დააშავა, თავს არ ესხმიან. აი აღმოსავლური ნაგაზი კი პირიქით, ზოგჯერ გადამეტებულ აგრესიასაც კი ავლენს, როცა საქმე სამსახურეობრივ მოვალეობას ეხება.

5. გარეგნობა

და რასაკვირველია, ძაღლები ვიზუალურადაც განსხვავდებიან! მართალია, ისინი ფერთა გამით ყოველთვის განსხვავდებიან, ზოგჯერ «აღმოსავლეთელი» გერმანელი ნათესავის მსგავსად გამოიყურება. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირში გამოზრდილი ძაღლი ზომით უფრო დიდია, მისი ზურგი ჩიტს მოგაგონებთ, მაშინ როდესაც გერმანული ნაირსახეობის წარმომადგენელს სახასიათო ფორმა აქვს. მათ აღნაგობას შორის სხვაობა განსაკუთრებული სიმკვეთრით სირბილის დროს ჩანს. გერმანული ნაგაზი მეტად ელეგანტრურად დარბის, აღმოსავლური კი ძლიერი, ბუმბერაზი მოძრაობებით.

რომელი ნაგაზი ჯობს? ორივე კარგია. მთავარია გახსოვდეთ რომ არცერთი მათგანი დეკორატიული ჯიში არაა, რომელსაც კაფეში დაქალებთან შესახვედრად ატარებ. მათ შესაბამისი მოვლა, სწორი დიეტა, მუდმივი წვრთნა და მზრუნველობა ესაჭიროებათ.