დალაგებისათვის განკუთვნილი საქონელი მუდმივ გაუმჯობესებას განიცდის და შესაბამისად დიასახლისთა არსენალიც უფრო და უფრო იზრდება. სხვა არაერთ სისუფთავის შესანარჩუნებელ საშუალებასთან ერთად მოდიფიკაცია ჯაგრისებაც გაიარეს: აქსესუარის ხაზი სხვადასხვა მეტად ფუნქციონალური და საინტერესო ასორტიმენტით გამდიდრდა. დღევანდელ სტატიაში 12 მათგანზე ვისაუბრებთ და მოგიყვებით იმ ჯაგრისთა შესახებ, რომლებიც რთულად მისადგომი ადგილების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

1. ჯაგრისი კაფელის შეერთების ადგილისათვის

კაფელს შორის ნაპრალები მალევე ბინძურდება, ნესტიან სივრცეში კი ობსაც იკიდებს. მსგავსი ადგილების სწრაფად და მარტივად გაწმენდაში სპეციალური კონსტრუქციის მქონე ჯაგრისი დაგეხმარებათ: ვიწრო მოსახერხებელი ხელის მოსაკიდით, რისი საშუალებითაც ის ხელში კარგად ფიქსირდება, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული უხეში ჯაგრისი კი ნაპრალებში კარგად აღწევს და მთელი ჭუჭყი და ობი გამოაქვს.

2. ჯაგრისი სამზარეულოს ჭურჭლისათვის

ეს დიდი ზომის ჯაგრისი უჩვეულო კონფიგურაციით იდეალური ვარიანტია სამზარეულოს ჭურჭლის გასაწმენდად. მოხრილი ფორმა ერთ მხარეს დალუქული ბოლოთი დაგეხმარებათ ჩანგლებისა და კოვზების ერთდროულად რამოდენიმე მხრიდან გაწმენდაში და ამასთანავე არც იმის შიში გექნებათ, რომ ხელს გაიჭრით. ჯაგრისის მოხმარება მეტად მარტივია: მისი ტექსტურული ზედაპირი ისეა გათვლილი, რომ რეცხვისას ხელში არ ისრიალოს.

3. სამზარეულოს ტექნიკის საწმენდი ნაკრები

სამზარეულოს ტექნიკა თავისი ყველა ჩაღრმავებით, კუთხითა და ნასვრეტით პროდუქტების ნარჩენებისგან არც ისე მარტივად იწმინდება. ამ საქმეში დიასახლისს უნივერსალური ნაკრები დაეხმარება, რომელიც ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებამდეც კი შეაღწევს. ჯაგრისი-მარყუჟი გამოდგება ბადეების, წვენსაწურის დეტალებისა და ბლენდერის მჭრელი პირების გასაწმენდად, კუთხის ჯაგრისი და საფხეკები კი შეერთების ადგილების და ღარების დაბინძურებასთან გასამკლავებლად.

4. ჯაგრისი ხილისა და ბოსტნეულისათვის

საჭმლის მომზადების პროცესში დიასახლისს მუდმივად უწევს ბოსტნეულისა და ხილის გარეცხვა. რეცხვის პროცესი მეტად გამარტივდება თუ საქმეში ბეჭდის ფორმის ჯაგრისს ჩართავთ. ვიზუალურად ის მეტად სიმპატიურად გამოიყურება და ამასთანავე მოხრილი ფორმა დაგეხმარებათ პროდუქტი უკეთ გაწმინდოთ.

სასარგებლო რჩევა რედაქციისაგან: ხშირად გვიწევს იმ პროდუქტების მიმხმარი მიწისგან გაწმენდა, რომელიც როგორც წესი ნაყოფს სწორედ რომ მიწისქვეშ იძლევა. ამ საქმეს ყველა ჯაგრისი ვერ გაუმკლავდება და სწორედ ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ჭურჭლის სარეცხი მეტალის ჯაგრისი, მისი საშუალებით ჭუჭყს მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით.

5. ჯაგრისი ელექტრო ტექნიკისათვის

ტექნიკის გასაწმენდი კიდევ ერთი საინტერესო ჯაგრისი ფორმით კალამს წააგავს. აქსესუარი ორმხრივია: ერთ მხარეს გამოსაწევი რბილი ფუნჯი აქვს, მეორე მხრიდან კი სილიკონის ბოლოთია აღჭურვილი, რომელიც თავსახურით იფარება. ჯაგრისი იდეალურია კლავიატურის, ღილაკებს შორის სივრციდან ჭუჭყის, კამერის ლინზის, ყურსასმენებისა და სხვა ელეტრო ტექნიკის გასაწმენდად. ფუნჯები და სილიკონის მხარე დაგეხმარებათ რთულად მისადგომ ადგილებში დაგროვილი ჭუჭყის მოცილებაში.

6. ჯაგრისი წყლის ბოთლების გასაწმენდად

ტრადიციული მოდელების ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ვარიანტებით მოხდა, აი მაგალითად სამი სხვადასხვა ფორმატის მქონე ჯაგრისისაგან შემდგარი ნაკრები: გრძელი ჯაგრისი ბოთლების გასაწმენდად, წვრილი რთულად მისადგომი ადგილებისთვის, ხოლო მარყუჟის ფორმის ჯაგრისი კი იდეალური ვარიანტია თავსახურებისათვის. ნაკრები კლასიფიცირებულია, როგორც ბოთლის საწმენდი კომპლექტი, თუმცა ის შეგიძლიათ გამოიყენოთ წვენსაწურის, ყავის აპარატისა და სხვათა გასაწმენდადაც.

7. ჯაგრისი ჟალუზისათვის

ჟალუზებმა დიდი ხანია ოფისებიდან ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში გადაინაცვლეს, სადაც ფარდებს კონკურენციას თამამად უწევენ. ამ წინააღმდეგობაში ჟალუზებისთვის კარგი იარაღი აღმოჩნდა სპეციალური ჯაგრისები, რომელთა გამოყენებითაც მათი გაწმენდა საგრძნობლად გამარტივდა. აქსესუარის სპეციალური დიზაინის წყალობით წმენდის პროცესი საგრძნობლად აჩქარებულია, ჯაგრისი ერთდროულად ორივე მხრიდან ოთხ ფირფიტას ასუფთავებს.

8. ჯაგრისი მეტალოპლასტმასის ფანჯრებისათვის

მეტალოპლასტმასის ფანჯრები და აივნის კარები სახლში სითბოს კარგად ინარჩუნებს, თუმცა მათი გაწმენდა არც ისე მოსახერხებელია. თუ შუშებთან პრობლემა არაა, ჭუჭყისა და მტვრის ჩარჩოდან მოშორება მარტივი საქმე როდია. ამ მისიის შესრულებაში თქვენ ვიწრო ჯაგრისი გრძელი ხაოთი და ერგონომიკული სახელურით დაგეხმარებათ. მისი მოხელთება საკმაოდ მარტივია, ის გამოგადგებათ არა მხოლოდ ფანჯრების, არამედ მოძრავი კარების, თანამედროვე რადიატორების ღრიჭოებისა და სხვა ვიწრო ნაპრალების გასაწმენდად.

9. კოქტეილის საწრუპების გასაწმენდი ნაკრები

ეკოლოგიურობის ტრენდულობამ საწრუპების მრავალფეროვანი არჩევანი განაპირობა. მართალია გარემოს დაბინძურება კლებულობს, მაგრამ როგორ უნდა გავწმინდოთ საწრუპი შიგნიდან? ამ საქმეში სხვადასხვა დიამეტრის მქონე ვიწრო ჯაგრისთან ნაკრები დაგეხმარებათ, მათი საშუალებით ნებისმიერი ზომის საწრუპს გაუმკლავდებით.

10. ჯაგრისი ლეპტოპისათვის

ყველაზე აკურატული პატრონის ხელშიც კი დროთა განმავლობაში ლეპტოპისა თუ კომპიუტერის კლავიატურაში ჭუჭყი ხვდება, მონიტორზე კი მტვერი იბუდებს, ფლანშეტებისა და სმარტფონების ეკრანებზე კი თითის დარჩენილი ლაქები ჩნდება. მცირე ზომის ორმხრივი ჯაგრისი დაგეხმარებათ ტექნიკის სისუფთავის შენარჩუნებაში. აქსესუარის ერთ მხარეს რბილი ჯარგისია, რომელიც კლავიატურიდან ჭუჭყის მოცილებას შეძლებთ, მეორე მხარეს კი მიკროფიბრის ბალიშია, რომლითაც დისპლეის გასაწმენდად გამოიყენება.

11. ჯაგრისი მანქანის კონდეციონერისათვის

მანქანის კონდეციონერში ჰაერთან ერთად დიდი რაოდენობით მტვერი და ჭუჭყიც ხვდება, მისი სველი ხელსახოცით გაწმენდა საკმარისი როდია, ამ დროს კი თქვენს დასახმარებლად შეიქმნა მეტად საინტერესო კონსტრუქციის მქონე ორმხრივი ჯაგრისი. ერთი მხრიდან მას გრძელი ხაოები აქვს, ხოლო მეორე მხარეს კი სამი კბილანა, რომელზეც მიკროფიბრას ჩამოსაცმელის გაკეთება ხდება. ჯაგრისი კარგად უმკლავდება როგორც კონდეციონერის რთულად მისადგომ ადგილებს, ასევე მანქანის ტორპედოსა და სალონის სხვა დეტალებსაც.

12. ჯაგრისი დოზატორით

ჭურჭლის სარეცხად მეტად მოსახერხებელია დოზატორის მქონე ჯაგრისის გამოყენება. გადაწყვეტილება საკმაოდ პრაქტიკულია: სითხის მიწოდება ღილაკის დაჭერით კონტროლდება, გამჭვირვალე კედლებიდან კი შეგიძლიათ დაინახოთ ჭურჭლის სითხის რაოდენობა და შესაბამისად ღილაკზე თითის შემდეგ დაჭერამდე საჭიროების შემთხვევაში ჩაამატოთ.